ნიკოლოზ კილასონია
იერსახე
ნიკოლოზ კილასონია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 თებერვალი, 1957 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ნიკოლოზ კილასონია (დ. 17 თებერვალი, 1957) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1972-1975 წლებში იყო თბილისის აბრეშუმის გაერთიანების შეგირდი, ქარხანა „ელექტროძრავის“ ზეინკალი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორანტი, 1981-1988 წლებში იყო „საქსახმინპროექტის“ ინჟინერი, თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს № 14 საქვაბის ოპერატორი, თბილისის გრამჩამწერი სტუდია „მელოდიის“ ოპერატორი, 1989 წლიდან იყო „იბერია-89“ საწარმოო დანერგვითი ცენტრის მენეჯერი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]