დავით კუპრეიშვილი
დავით კუპრეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 ივნისი, 1959 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დავით კუპრეიშვილი (დ. 6 ივნისი, 1959) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1978 წლებში იყო ტრესტ „რუსთავგაზის“ ზეინკალი, 1983-1984 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი. 1984-1990 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით კუპრეიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- დავით კუპრეიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|