ნემო ბურჭულაძე
იერსახე
ნემო ბურჭულაძე | |
---|---|
ნემო ბურჭულაძე რადიო თავისუფლების პროექტში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ | |
დაბადების თარიღი | 23 თებერვალი, 1946 |
დაბადების ადგილი | ერთაწმინდა, კასპის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ნემო ბურჭულაძე (დ. 23 თებერვალი, 1946, სოფ. ერთაწმინდა, კასპის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1972-1990 წლებში ეწეოდა საინჟინრო-საპროექტო და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო მიწათმოწყობის რესპუბლიკური ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ მთავარი ინჟინერი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემო ბურჭულაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნემო ბურჭულაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-10-20 საიტზე Wayback Machine.
- ნემო ბურჭულაძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ