1880; 144 წლის წინ (1880) სახელწოდებით St. Mark's (West Gorton) 1887; 137 წლის წინ (1887) სახელწოდებით Ardwick Association F.C. 16 აპრილი, 1894; 130 წლის წინ (1894-04-16) სახელწოდებით Manchester City F.C.[კომ. 1]
თავდაპირველად დაფუძნდა „უესტ-გორტონ სენტ-მარკსის“ სახელწოდებით. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.
ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923–2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.
XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936–37 და 1967–68 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998-99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ასოციაციის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010-11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს„უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2–3
.
2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.
2013–14 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ბრწყინვალედ ისარგებლა სეზონის მიწურულს დაწინაურებული „ლივერპულის“ უგერგილობით, რომელმაც სეზონის დასკვნით თამაშებში ვერ შეძლო მობილიზება და მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.