შინაარსზე გადასვლა

ინგლისის პრემიერლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგლისის პრემიერლიგა
ქვეყანა ინგლისის დროშა ინგლისი
უელსის დროშა უელსი
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 20 თებერვალი, 1992
დივიზიონები 1
კლუბ. რაოდენობა 20 (1995–96 სეზონიდან)
ქვეითდება საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი
საშინაო თასები ინგლისის თასი
ინგლისის ლიგის თასი
ინგლისის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ევროპა ლიგა
უეფა-ს კონფერენს ლიგა
მოქ. ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ (7-ჯერ)
ყველაზე ტიტულოვანი „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13-ჯერ)
ტვ პარტნიორები Sky Sports
BT Sport
BBC Sport
საიტი ოფიციალური
2022-23

ინგლისის პრემიერლიგა (ინგლ. Premier League) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ინგლისური კლუბებისთვის. წარმოადგენს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ჩემპიონატი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით. ყოველი გუნდი თამაშობს 38 მატჩს, ჩემპიონატი მოიცავს 380 მატჩს ჯამში. მატჩების უმეტესობა ტარდება შაბათ-კვირას.

ჩემპიონატი „პრემიერლიგად“ ჩამოყალიბდა 1992 წლის 20 თებერვალს, პირველი დივიზიონის კლუბების გადაწყვეტილებით, რომელიც დაარსებული იყო 1888 წელს. მათი მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება სატელევიზიო ტრანსლაციების უფლებების გაყიდვიდან[1]. ლიგა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 2.2 მილიარდ ევროს, რაც 975 მილიონით მეტია მეორე ადგილზე მყოფ იტალიის სერია ა-თან შედარებით[2]. 2015–16 წლების სეზონში პრემიერლიგის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 36.452[3], რითიც მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ[4]. უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, პრემიერლიგა მესამე ადგილს იკავებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის და გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ[5].

1888 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 24 კლუბი. 1992 წლიდან პრემიერლიგაში იასპარეზა 47-მა კლუბმა, აქედან ექვსმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13 ტიტული), „მანჩესტერ სიტი“ (6), „ჩელსი" (5), „არსენალი“ (3), „ბლეკბერნ როვერსი“ (1), „ლესტერ სიტი“ (1) და „ლივერპული“ (1). პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულია „მანჩესტერ სიტი“.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული 80-იანი წლების პირველი ნახევრის ჩათვლით, ინგლისური კლუბები ევროთასებზე წარმატებას რეგულარულად აღწევენ. თუმცა 80-იანი წლების მეორე ნახევარში იწყება დაღმასვლა. სტადიონები ცუდ მდგომარეობაში იყო, გავრცელებული იყო საფეხბურთო ხულიგნობა. 1985 წელს მომხდარი ეიზელის ტრაგედიის შემდეგ ინგლისური კლუბები ევროთასებიდან 5 წლით მოკვეთეს[6]. ფეხბურთის პირველი ლიგა, რომელიც ინგლისში უმაღლესი ლიგა იყო 1988 წლისთვის, დონით საგრძნოლად ჩამორჩებოდა იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებს, რის გამოც წამყვანი ბრიტანელი ფეხბურთელები სწორედ ამ ქვეყნებში წავიდნენ სათამაშოდ. 1990 წლიდან იწყება ინგლისური ფეხბურთის აყვავება. ინგლისის ნაკრები 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისური კლუბები დაუშვეს ევროპის ტურნირებზე. 1991 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო თასების მფლობელთა თასი. 1986 წელს ფეხბურთის ლიგამ ტრანსლაციების გაყიდვით 6.3 მლნ. ფუნტი გამოიმუშავა. ორ წელიწადში კი წლიური შემოსავალი ტელევიზიებიდან საგრძნობლად გაიზარდა. 1988 წელს ფეხბურთის ლიგას 44 მლნ. ფუნტი შეუვიდა.

1990–91 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კლუბების ხელმძღვანელების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ ახალი ლიგა და ამით კლუბები უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს ნახავდნენ. 1991 წლის 17 ივლისს საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონის კლუბების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ახალი ორგანიზაცია (FA Premier League). ახლად შექნილ უმაღლეს დივიზიონს მიენიჭა კომერციული დამოუკიდებლობა ფეხბურთის ასოციაციისგან და ფეხბურთის ლიგიდან და თავად შეეძლო დამოუკიდებლად დაეწყო მოლაპარაკებები ტელეტრანსლაციების გაყიდვაზე, ასევე სპონსორებთან დამოუკიდებლად შეთანხმებულიყო. განიხილებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდიდა ინგლისური კლუბების დონეს და ისინი წარმატებით გამოვიდოდნენ ევროთასებზე.

1992 წელს ყველა, 22-ივე გუნდი შევიდა ფეხბურთის ლიგის შემადგენლობაში. ამავე წლის 27 მაისს კი შეიქმნა ფეხბურთის ასოციაცია - პრემიერლიგა. პრემიერლიგის შექმნის შემდეგ ის უმაღლესი დივიზიონი იყო, ხოლო ფეხბურთის ლიგაში ისევ 3 დივიზიონი დარჩა, ტურნირის ფორმატი კი არ შეცვლილა.

პრემიერლიგის დამაარსებელი 22 კლუბი: „არსენალი“, „ასტონ ვილა“, „„ბლეკბერნ როვერსი“, „ევერტონი“, „იფსუიჩ თაუნი“, „ქოვენთრი სიტი“, „კრისტალ პალასი“, „ლიდზ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მიდლზბრო“, „ნორვიჩ სიტი“, „ნოტინგემ ფორესტი“, „ოლდემ ატლეტიკი“, „საუთჰემპტონი“, „ტოტენჰემ ჰოტსპური“, „უიმბლდონი“, „ქუინს პარკ რეინჯერსი“, „შეფილდ იუნაიტედი“, „შეფილდ უენსდეი“ და „ჩელსი“.

ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში ჩატარებულია 24 სეზონი. პირველ 1992–93 წლების სეზონში გათამაშებაში მონაწილეობას იღებდა 22 გუნდი. პირველი გოლი პრემიერლიგის ისტორიაში შეფილდ იუნაიტედის ფეხბურთელმა ბრაიან დინმა გაიტანა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში. ფიფას ბრძანებით უმაღლეს დივიზიონში 20 კლუბზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ 1995 წლიდან პრემიერლიგის გუნდების რაოდენობა 20-მდე შემცირდა. 2006 წლის 8 ივნისს ფიფას სურდა, რომ ახალი სეზონი ყველა წამყვან ევროპულ ჩემპიონატში მათ შორის პრიმერა დივიზიონსა და სერია ა-შიც 18 გუნდით დაწყებულიყო. თუმცა ამ ინიციატივაზე პრემიერლიგამ უარი განაცხადა[7]. ახალი სეზონი ჩვეულებრივ 20 გუნდით დაიწყო. ახალი სეზონიდან კი ტურნირის ოფიციალური სახელი FA Premier League-ის ნაცვლად Premier League გახდა.

კორპორაციული სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერლიგა ფუნქციონირებს როგორც კორპორაცია, რომელსაც აკონტროლებს 20 მფლობელი, თითოეული კლუბიდან 1 წარმომადგენელი. ამ წარმომადენლებს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად 1 ხმის უფლება აქვთ, მაგალითად სპონსორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ან ტურნირის წესების ცვლილებაზე. ხმათა უმრავლესობა გადაწყვეტს უნდა მოხდეს თუ არა ესა თუ ის ცვლილება. მართვისთვის პრემიერლიგის კლუბები ირჩევენ თავმჯდომარეს და დირექტორთა საბჭოს. ფეხბურთის ასოციაცია პირდაპირ არ ერევა მათ გადაწყვეტილებაში, თუმცა მას აქვს უფლება დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.

პრემიერლიგა თავის წარმომადგენლებს გზავნის უეფას ფორუმებზე დასასწრებად და მათი რაოდენობაა განისაზღვრება ცხრილში უეფას კოეფიციენტების მიხედვით. ევროპული კლუბები უეფას ფორუმზე ირჩევენ 3 წევრს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ისეთი ტურნირის ფუნქციონირებას, როგორიცაა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს ევროპა ლიგა.

ტურნირის ფორმატი და სპონსორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჯიბრების ფორმატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად პრემიერლიგაში 20 კლუბი გამოდის. სეზონის მიმდინარეობისას, რომელიც აგვისტოდან მაისამდე გრძელდება, ყოველი კლუბი ორჯერ ხვდება დანარჩენ კლუბებს: ერთხელ საკუთარ მოედანზე და მეორეჯერ მეტოქის მინდორზე. ასეთი წესით თითო კლუბს სეზონში 38 მატჩის ჩატარება უწევს. გამარჯვებაზე გუნდს 3 ქულა, ფრეზე 1 და წაგებაზე 0 ქულა ეწერება. სეზონის დასრულების შემდეგ, რომელ კლუბსაც ექნება ყველაზე მეტი ქულა, ის იქნება გამარჯვებული. მსგავსი ქულების დაგროვების შემთხვევაში იმ გუნდს ენიჭება უპირატესობა, რომელსაც უკეთესი აქვს ბურთების შეფარდება. თუ ბურთების შეფარდებაც ერთნაირია და ამანაც ვერ გამოარკვია გამარჯვებული, ან თუ საქმე ეხება გასავარდნ ზონას ან ევროთასებზე გამსვლელ ადგილებს, მაშინ ეს გუნდები "პლეი-ოფის" ფორმატით გაარკვევენ საუკეთესოს ვინაობას. 3 გუნდი რომლებიც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებენ ქვედა დივიზიონში გავარდებიან, ხოლო იქიდან კი 3 საუკეთესო შეუერთდება პრემიერლიგას.

კვალიფიკაცია ევროთასებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონის 4 საუკეთესო გუნდი ერთვება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან, მეოთხე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი-ოფიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. პლეი-ოფის ორ მატჩიან შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, დამარცხების შემთხვევაში კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში დაიკავებს მე-5 ადგილს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად ხვდება. ხოლო ინგლისის თასის და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებულები კი ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.

2005 წელს, როდესაც ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ამ წლის შემდეგ "უეფამ" შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფრ ეტაპზე პირდაპირ გადის წინა წლის ლიგის გამარჯვებული. 2008 წლის შემოდგომაზე "უეფამ" გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც პრემიერლიგა პირველ ადგილს იკავებდა, როგორც ევროპის საუკეთესო ეროვნული ჩემპიონატი. ის ამ ტიტულს 5 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. 5 წლის შემდეგ მან ადგილი ესპანურ ლა ლიგას დაუთმო.

1993-დან 2016 წლამდე პრემიერლიგამ 2 სპონსორი გამოიცვალა. კომპანია Barclays-თან კონტრაქტი 2015–16 სეზონის ბოლოს ამოიწურა. 2015 წლის 4 ივნისს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ ისინი მომავალში აღარ გააფორმებენ ამ ტიპის ხელშეკრულებას და 2016–17 სეზონიდან ჩემპიონატს ერქმევა - The Premier League[8].

პერიოდი სპონსორი სახელი
1992–1993 FA Premier League
1993–2001 Carling FA Carling Premiership
2001–2004 Barclaycard FA Barclaycard Premiership
2004–2007 Barclays FA Barclays Premiership
2008–2016 Barclays Premier League
2016– Premier League
პრემიერლიგის ოქროს თასი, რომელიც ლონდონის „არსენალს“ 2003–04 სეზონის წაუგებლად მოგებისთვის გადაეცა.

პრემიერლიგა ორ თასს ინარჩუნებს – ნამდვილს, რომელიც მოქმედ ჩემპიონს აქვს და მის კლონს. ორივე თასი წარმოდგენილია მაშინ, როდესაც ბოლო ტურამდე არ არის გადაწყვეტილი ჩემპიონის ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ ორზე მეტი კლუბს აქვთ ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურისთვის, მაშინ ერთ-ერთი წინა ჩემპიონის თასიც გამოიყენება[9].

პრემიერლიგის თასი ლონდონში დამზადდა. ის შედგება მოოქროვილი გვირგვინისგან და მალაქიტის ფუძისგან. თასი 25 კილოგრამს იწონის და 76 სანტიმეტრი სიმაღლისაა, 43 სმ სიგანეში და 25 სმ სიღრმეში. თასის დიზაინი ეფუძნება სამი ლომის სიმბოლოს, რომელიც ინგლისურ ფეხბურთთანაა დაკავშირებული. ტიტულის სხვადასხვა მხარეს ორი ლომია, ხოლო მესამეს კი გამოხატავს იმ კლუბის კაპიტანი, რომელიც მოიგებს პრემიერლიგას და აღმართავს თასს. ტიტულს ასევე ემატება ჩემპიონი კლუბის ფერების ლენტები.

2004 წელს, სპეციალური ოქროს თასი დამზადდა ლონდონის „არსენალისთვის“, რომელმაც პრემიერლიგა წაუგებლად მოიგო[10].

1992 წლიდან 2016–17 წლების სეზონამდე პრემიერლიგაში ჯამში 47 კლუბს უთამაშია. 6 კლუბი პრემიერლიგის დაარსებიდან მუდმივად ასპარეზობს გათამაშებაში. ესენია: „არსენალი“, „ევერტონი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და „ჩელსი“.

კლუბი პოზიცია 2015–16 წლებში პირველი სეზონი უმაღლეს ლიგაში სეზონების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში სეზონების რაოდენობა პრემიერლიგაში უმაღლესი ლიგის ტიტულები ბოლო ტიტული
არსენალია,ბ მე-2 1904–05 100 25 13 2003–04
ბარნლი 1-ლი ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში 1888–89 54 3 2 1959–60
ბორნმუთი მე-16 2015–16 2 2 0
ევერტონია,ბ,გ მე-11 1888–89 114 25 9 1986–87
ვესტ ბრომვიჩ ალბიონი მე-14 1888–89 80 11 1 1919–20
ვესტ ჰემ იუნაიტედი მე-7 1923–24 59 21 0
კრისტალ პალასი მე-15 1969–70 17 8 0
ლესტერ სიტი 1-ლი 1908–09 48 11 1 2015–16
ლივერპულია,ბ მე-8 1894–95 102 25 18 1989–90
მანჩესტერ იუნაიტედია,ბ მე-5 1892–93 92 25 20 2012–13
მანჩესტერ სიტიa მე-4 1899–1900 88 20 4 2013–14
მიდლზბრო მე-2 ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში 1902–03 61 15 0
სანდერლენდი მე-17 1890–91 86 16 6 1935–36
საუთჰემპტონი მე-6 1966–67 40 18 0
სტოკ სიტიბ,გ მე-9 1888–89 61 9 0
სუონსი სიტიბ,დ მე-12 1981–82 8 6 0
ტოტენჰემ ჰოტსპურია,ბ მე-3 1909–10 82 25 2 1960–61
უოტფორდი მე-13 1982–83 14 4 0
ჩელსია,ბ მე-10 1907–08 82 25 5 2014–15
ჰალ სიტი მე-4 ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში 2008–09 5 5 0

: პრემიერლიგის დამფუძნებელი გუნდი
: არასდროს გავარდნილა პრემიერლიგიდან
: ერთ-ერთი საფეხბურთო ლიგის 12 გუნდიდან
: უელსური კლუბი

პრემიერლიგის ჩემპიონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რანგში 13-ჯერ მოიგო პრემიერლიგა.
სეზონი გამარჯვებული[11] მეორე ადგილოსანი მესამე ადგილოსანი
1992–93 მანჩესტერ იუნაიტედი (1) ასტონ ვილა ნორვიჩ სიტი
1993–94 მანჩესტერ იუნაიტედი (2) ბლეკბერნ როვერსი ნიუკასლ იუნაიტედი
1994–95 ბლეკბერნ როვერსი (1) მანჩესტერ იუნაიტედი ნოტინგემ ფორესტი
1995–96 მანჩესტერ იუნაიტედი (3) ნიუკასლ იუნაიტედი ლივერპული
1996–97 მანჩესტერ იუნაიტედი (4) ნიუკასლ იუნაიტედი არსენალი
1997–98 არსენალი (1) მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპული
1998–99 მანჩესტერ იუნაიტედი (5) არსენალი ჩელსი
1999–2000 მანჩესტერ იუნაიტედი (6) არსენალი ლიდზ იუნაიტედი
2000–01 მანჩესტერ იუნაიტედი (7) არსენალი ლივერპული
2001–02 არსენალი (2) ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედი
2002–03 მანჩესტერ იუნაიტედი (8) არსენალი ნიუკასლ იუნაიტედი
2003–04 არსენალი (3) ჩელსი მანჩესტერ იუნაიტედი
2004–05 ჩელსი (1) არსენალი მანჩესტერ იუნაიტედი
2005–06 ჩელსი (2) მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპული
2006–07 მანჩესტერ იუნაიტედი (9) ჩელსი ლივერპული
2007–08 მანჩესტერ იუნაიტედი (10) ჩელსი არსენალი
2008–09 მანჩესტერ იუნაიტედი (11) ლივერპული ჩელსი
2009–10 ჩელსი (3) მანჩესტერ იუნაიტედი არსენალი
2010–11 მანჩესტერ იუნაიტედი (12) ჩელსი მანჩესტერ სიტი
2011–12 მანჩესტერ სიტი (1) მანჩესტერ იუნაიტედი არსენალი
2012–13 მანჩესტერ იუნაიტედი (13) მანჩესტერ სიტი ჩელსი
2013–14 მანჩესტერ სიტი (2) ლივერპული ჩელსი
2014–15 ჩელსი (4) მანჩესტერ სიტი არსენალი
2015–16 ლესტერ სიტი (1) არსენალი ტოტენჰემ ჰოტსპური
2016–17 ჩელსი (5) ტოტენჰემ ჰოტსპური მანჩესტერ სიტი
2017–18 მანჩესტერ სიტი (3) მანჩესტერ იუნაიტედი ტოტენჰემ ჰოტსპური
2018–19 მანჩესტერ სიტი (4) ლივერპული ჩელსი
2019-20 ლივერპული (1) მანჩესტერ სიტი მანჩესტერ იუნაიტედი
2020-21 მანჩესტერ სიტი (5) მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპული
2021-22 მანჩესტერ სიტი (6) ლივერპული ჩელსი
2022-23 მანჩესტერ სიტი (7) არსენალი მანჩესტერ იუნაიტედი

სტატისტიკა კლუბების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულების რაოდენობა დათვლილია 1993 წლიდან, ანუ პრემიერლიგის დაარსების წლიდან

კლუბი ჩემპიონი მე-2 ადგილი ჩემპიონობის წლები
მანჩესტერ იუნაიტედი 13 6 1993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011, 2013
მანჩესტერ სიტი 7 2 2012, 2014, 2018, 2019, 2021, 2022, 2023
ჩელსი 5 4 2005, 2006, 2010, 2015, 2017
არსენალი 3 7 1998, 2002, 2004
ლივერპული 1 4 2020
ბლეკბერნ როვერსი 1 1 1995
ლესტერ სიტი 1 0 2016
ნიუკასლ იუნაიტედი 0 2
ასტონ ვილა 0 1
ტოტენჰემ ჰოტსპური 0 1

ბომბარდირები სეზონების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ეროვნება მოთამაშე[12] კლუბი გოლების რაოდენობა
1992–93 ინგლისის დროშა ტედი შერინგემი ტოტენჰემ ჰოტსპური 22
1993–94 ინგლისის დროშა ენდი კოული ნიუკასლ იუნაიტედი 34
1994–95 ინგლისის დროშა ალან შირერი ბლეკბერნ როვერსი 34
1995–96 ინგლისის დროშა ალან შირერი (2) ბლეკბერნ როვერსი 31
1996–97 ინგლისის დროშა ალან შირერი (3) ნიუკასლ იუნაიტედი 25
1997–98 ინგლისის დროშა კრის სატონი ბლეკბერნ როვერსი 18
ინგლისის დროშა დიონ დაბლინი ქოვენთრი სიტი
ინგლისის დროშა მაიკლ ოუენი ლივერპული
1998–99 ინგლისის დროშა მაიკლ ოუენი (2) ლივერპული 18
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა დუაიტ იორკი მანჩესტერ იუნაიტედი
ნიდერლანდების დროშა ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი ლიდზ იუნაიტედი
1999–2000 ინგლისის დროშა კევინ ფილიპსი სანდერლენდი 30
2000–01 ნიდერლანდების დროშა ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (2) ჩელსი 23
2001–02 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი არსენალი 24
2002–03 ნიდერლანდების დროშა რუდ ვან ნისტელროი მანჩესტერ იუნაიტედი 25
2003–04 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი (2) არსენალი 30
2004–05 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი (3) არსენალი 25
2005–06 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი (4) არსენალი 27
2006–07 კოტ-დ’ივუარის დროშა დიდიე დროგბა ჩელსი 20
2007–08 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედი 31
2008–09 საფრანგეთის დროშა ნიკოლა ანელკა ჩელსი 19
2009–10 კოტ-დ’ივუარის დროშა დიდიე დროგბა (2) ჩელსი 29
2010–11 არგენტინის დროშა კარლოს ტევესი მანჩესტერ სიტი 20
ბულგარეთის დროშა დიმიტარ ბერბატოვი მანჩესტერ იუნაიტედი
2011–12 ნიდერლანდების დროშა რობინ ვან პერსი არსენალი 30
2012–13 ნიდერლანდების დროშა რობინ ვან პერსი (2) მანჩესტერ იუნაიტედი 26
2013–14 ურუგვაის დროშა ლუის სუარესი ლივერპული 31
2014–15 არგენტინის დროშა სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტი 26
2015–16 ინგლისის დროშა ჰარი კეინი ტოტენჰემ ჰოტსპური 25
2016–17 ინგლისის დროშა ჰარი კეინი (2) ტოტენჰემ ჰოტსპური 29
2017–18 ეგვიპტის დროშა მოჰამედ სალაჰი ლივერპული 32
2018–19 გაბონის დროშა პიერ-ემერიკ ობამეიანგი არსენალი 22
სენეგალის დროშა სადიო მანე ლივერპული
ეგვიპტის დროშა მოჰამედ სალაჰი (2) ლივერპული
2019-20 ინგლისის დროშა ჯეიმი ვარდი ლესტერ სიტი 23
2020-21 ინგლისის დროშა ჰარი კეინი (3) ტოტენჰემ ჰოტსპური 23
2021-22 ეგვიპტის დროშა მოჰამედ სალაჰი (3) ლივერპული 23
სამხრეთ კორეის დროშა სონ ჰინ მინი ტოტენჰემ ჰოტსპური
2022-23 ნორვეგიის დროშა ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერ სიტი 36

(მხოლოდ პრემიერლიგა)

ალან შირერი
ადგილი ფეხბურთელი[13] წლები გოლი
1 ინგლისის დროშა ალან შირერი 1992–2006 260
2 ინგლისის დროშა უეინ რუნი 2002–2018 208
3 ინგლისის დროშა ჰარი კეინი 2012- 198
4 ინგლისის დროშა ენდი კოული 1992–2008 187
5 არგენტინის დროშა სერხიო აგუერო 2011-2021 184
6 ინგლისის დროშა ფრენკ ლემპარდი 1995-2015 177
7 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი 1999–2007, 2012 175
8 ინგლისის დროშა რობი ფაულერი 1993–2007, 2008 163
9 ინგლისის დროშა ჯერმეინ დეფო 2001–2003,

2004–2014, 2015–2019

162
10 ინგლისის დროშა მაიკლ ოუენი 1996–2004,

2005–2013

150

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(მხოლოდ პრემიერლიგა)

გარეთ ბარი
ადგილი ფეხბურთელი[14] წლები მატჩი
1 ინგლისის დროშა გარეთ ბარი 1998-2020 653
2 უელსის დროშა რაიან გიგზი 1990–2014 632
3 ინგლისის დროშა ფრენკ ლემპარდი 1995–2015 609
3 ინგლისის დროშა ჯეიმზ მილნერი 2002- 600
5 ინგლისის დროშა დეივიდ ჯეიმსი 1992–2010 572
6 უელსის დროშა გარი სპიდი 1992–2008 535
7 ინგლისის დროშა ემილ ჰესკი 1994–2012 516
8 ავსტრალიის დროშა მარკ შვარცერი 1996–2016 514
9 ინგლისის დროშა ჯეიმი კარაგერი 1996–2013 508
10 ინგლისის დროშა ფილ ნევილი 1994–2013 505

პრემიერლიგის ჩემპიონი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(მხოლოდ პრემიერლიგა)

მწვრთნელი ჩემპიონი ჩემპიონობის წლები
შოტლანდიის დროშა ალექს ფერგიუსონი 13 1993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011, 2013
ესპანეთის დროშა პეპ გვარდიოლა 5 2018, 2019, 2021, 2022, 2023
საფრანგეთის დროშა არსენ ვენგერი 3 1998, 2002, 2004
პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო 2005, 2006, 2015
შოტლანდიის დროშა კენი დალგლიში 1 1995
იტალიის დროშა კარლო ანჩელოტი 2010
იტალიის დროშა რობერტო მანჩინი 2012
ესპანეთის დროშა მანუელ პელეგრინი 2014
იტალიის დროშა კლაუდიო რანიერი 2016
იტალიის დროშა ანტონიო კონტე 2017
გერმანიის დროშა იურგენ კლოპი 2020
  • ყველაზე მეტი მოგებული თამაში სეზონში: 32, "მანჩესტერ სიტი" (2017–18), "ლივერპული" (2019-20)
  • ყველაზე ცოტა მოგებული თამაში სეზონში: 1, "დერბი ქაუნთი" (2007–08)
  • ყველაზე ცოტა წაგებული მატჩი სეზონში: 0 "არსენალი" (2003–04)
  • ყველაზე მეტი დაგროვებული ქულა სეზონში: 100 "მანჩესტერ სიტი" (2017–18)
  • ყველაზე ცოტა დაგროვებული ქულა სეზონში: 11 "დერბი ქაუნთი" (2007–08)
  • ყველაზე მეტი გატანილი გოლი სეზონში: 106 "მანჩესტერ სიტი" (2017–18)
  • ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონში: 100 "სუინდონ თაუნი" (1993–94)
  • ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში: 15 "ჩელსი" (2004–05)
  • ყველაზე დიდი მოგება სახლში: "მანჩესტერ იუნაიტედი" 9–0 "იფსვიჩ თაუნი" (4 მარტი, 1995)
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" 9-0 " საუთჰემპტონი" (2 თებერვალი, 2021)
  • "ლივერპული" 9-0 "ბორნმუთი" (27 აგვისტო, 2022)
  • ყველაზე დიდი მოგება გასვლაზე: "საუთჰემპტონი" 0–9 "ლესტერ სიტი" (25 ოქტომბერი, 2019)
  • ყველაზე მეტი გატანილი გოლი მატჩში: "პორტსმუთი" 7–4 "რედინგი" (29 სექტემბერი, 2007)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „United (versus Liverpool) Nations“. theguardian.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  2. „Top Soccer Leagues Get 25% Rise in TV Rights Sales, Report Says“. bloomberg.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  3. „Premier League 2015/2016 » Attendance » Home matches“. worldfootball.net. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  4. „Bundesliga 2015/2016 » Attendance » Home matches“. worldfootball.net. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  5. „UEFA rankings for club competitions“. uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  6. „1985: English teams banned after Heysel“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  7. „Fifa wants 18-team Premier League“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  8. „Premier League closes door on title sponsorship from 2016-17 season“. espnfc.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  9. „Premier League consider borrowing a championship trophy as season heads for three-way climax“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2017.
  10. „Special trophy for Gunners“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2017.
  11. „A History of The Premier League“. premierleague.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  12. „English League Leading Goalscorers“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  13. „Premier League Player Stats“. premierleague.com. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2018.
  14. „Premier League Player Stats“. premierleague.com. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2018.