სისტემა იმ დროში ტექნიკურად საკმაოდ განვითარებული იყო და შეეძლო TurboGrafx-16-ის ყველა HuCard თამაშის გაშვება. მას გააჩნდა ტვ ტუნერი და 66 მმ ზომის კორპუსი, იმავე ზომის რაც ორიგინალ Game Boy-ის. მასში განთავსებული იყო HuC6280-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება და გრაფიუკული ჩიპი, რომელსაც შეეძლო 481 ფერის აღქმა.
კონსოლი ძირითადად კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ს, Sega Game Gear-სა და Atari Lynx-ს. საერთო ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონი ეგზემპლარი და მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[4]