ოჯახს საფუძველი ჩაეყარა 1989 წელს, მას შემდეგ რაც ბაზარზე გამოჩნდა 8-ბიტიანი პორტატიული კონსოლი Game Boy, რომელიც შეიმუშავა Game & Watch-ის სერიის შემქმნელთა ჯგუფმა.[4] ათი წლის შემდეგ, 1998 წელს კომპანიამ გამოუშვა Game Boy Color — რიგით მეორე სისტემა ოჯახიდან, ხოლო ამას მოჰყვა მესამე კონსოლის, Game Boy Advance-ის გამოშვება 2001 წელს, რომელიც დაფუძნებული იყო 32-ბიტიან არქიტექტურაზე.
ორიგინალი Game Boy-ის (იაპონ.ゲームボーイ) და Game Boy Color-ის ერთიანი გაყიდვები შეადგენს 118.69 მილიონ ერთეულს, Game Boy Advance-ის — 81.51 მილიონს, ხოლო სამივეს გაყიდვები ჯამში უდრის 200.20 მილიონს.[5][6]