შინაარსზე გადასვლა

ქიმიური ფორმულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქიმიური ფორმულა — ინდივიდუალურ ნივთიერებათა შედგენილობის გამოსახულება ქიმიური ნიშნებისა და რიცხვების საშუალებით. ზოგად შემთხვევაში გამოისახება როგორც AmBnCp... სადაც A, B, C... არის ქიმიურ ელემენტთა ატომების სიმბოლოები, რომელთაგანაც შედგება მოცემული ნივთიერება; m, n, p... მთელი რიცხვებია და გვიჩვენებენ ცალკეული ატომების რიცხვს მოცემულ ნივთიერებაში.

ნივთიერებათა ქიმიური ფორმულის დასადგენად აუცილებელია ვიპოვოთ მათი რაოდენობრივი შედგენილობა (მასის მიხედვით %-ში) : პროცენტული შედგენილობა შევცვალოთ ატომთა რიცხვთაშორის თანაფარდობით და ეს თანაფარდობა გამოვსახოთ მთელი რიცხვებით.

ვიკიპედიაში ფორმულების დასაწერად გამოიყენება ვიკისინტაქსისი <chem></chem>.

მაგალითად, ეთანოლის დუღილის პროცესი ქიმიური ფორმულებით შემდეგნაირად გამოისახება <chem>C6H12O6 -> 2 C2H5OH + 2 CO2</chem>, შედეგს ვღებულობთ ასეთს .

ხოლო ეთანოლის სტრუქტურული ფორმულა შემდეგნაირად გამოისახება:

            Н     Н      Н
            │   │     /
      Н—C—C—O
            │   │
            Н     Н

რაც შეეხება იზოტოპების ქიმიური კოდებით გამოსახვას, ამისთვის გამოიყენება შემდეგი ვიკისინტაქსისი <chem>^3_1H</chem>, შედეგს ვღებულობთ ასეთს .