სკორპიონ I
სკორპიონ I — ზემო ეგვიპტის ნაქადა III-ის პერიოდის ორი მეფიდან ერთ-ერთი. მისი სახელი შეიძლება უკავშირდებოდეს მორიელ ქალღმერთ სერქეტს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სერქეტის კულტის აღზევება ძველი სამეფოს ხანას უკავშირდება, ეჭვს ბადებს, მეფე მორიელს სახელი მისგან აეღო.
მიჩნეულია, რომ სკორპიონ I თინისში ცხოვრობდა, მასზე უკეთ ცნობილ მეფე მორიელზე ერთი ან ორი საუკუნით ადრე, რომელიც ნეხენიდან იყო. სავარაუდოდ, სკორპიონ I ზემო ეგვიპტის პირველი ნამდვილი მეფეა. მას ეკუთვნის სამარხი U-j, აბიდოსი-ს მეფეთა სასაფლაოზე, სადაც თინისელი მეფეები იყვნენ დამარხული. სამარხი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაეძარცვათ, მაგრამ მასში ბევრი პატარა ძვლის ნაკეთობა აღმოჩნდა, რომლებსაც პატარა ხვრელები ჰქონდა რაიმეზე მისამაგრებლად და თითოეული დანიშნული იყო ერთი ან რამდენიმე იეროგლიფის ტიპის ამოკაწრული სურათებით, რომლებიც შეიძლება ქალაქების სახელები იყოს ან შესაძლოა, ნაკეთობა შემოწირულობებზე და ძღვენზე მისამაგრებელ ფუნქცის ასრულებდა, რათა გაეგოთ, ძღვენი რომელი ქალაქიდან მოდიოდა. ამათგან ორ ნაკეთობას აწერია ნილოსის დელტის ქალაქების სახელები ბასეტი და ბუტო, რაც გვიჩვენებს, რომ მეფე მორიელის არმია ნილოსის დელტაში შეჭილა. შეიძლება იმის გამო, რომ მორიელის დაპყრობები დაიწყო და ამ ყველაფრის წერილობითი შენახვა გადაწყვიტეს,ეგვიპტური იეროგლიფური სისტემის შემოღება გახდა საჭირო.[1]
რამდენიმე ხნის წინ, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ დერნელმა, 5,000-წლიანი სიძველის გრაფიტი აღმოაჩინა, რომელზეც მორიელის სიმბოლოებია გამოსახული და ასახავს მის გამარჯვებას სხვა წინადინასტიური პერიოდის მმართველზე (შესაძლოა ნაქადა-ს მეფე). დამარცხებული მეფე ან ადგილი გრაფიტზე "ხარის თავი"-ს სახელით არის დასახელებული, მსგავსი ნიშნები, ასევე, ნაპოვნია სამარხში - U-j.[1]
სკორპიონ I-ის სამარხი არქეოლოგიის წრეში ცნობილია, როგორც შესაძლო დასტური უძველესი ღვინის მოხმარებისა. სამარხის შესწავლისას, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უამრავი კერამიკის ჭურჭელი ღვინის ნარჩენების ყვითელი შიგთავსით, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 3150 წლით თარიღდება. ასევე, აღმოაჩინეს ყურძნის მარცვლები, გამხმარი ქერქი და ა.შ.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Secrets of Egypt, Channel 5 TV program 2/8, "Scorpion King," 20 November 2008.
- ↑ Kaufman, Marc (January 11, 2011). „Ancient winemaking operation unearthed“. The Washington Post.
წინამორბედი: {{{წინამორბედი}}} |
{{{ტიტული}}} | შემდეგი: {{{შემდეგი}}} |
|