სავუს ზღვა
იერსახე
სავუს ზღვა — პატარა ზღვა, მდებარეობს მალაის არქიპელაგში, ინდონეზიის აკვატორიაში. სახელი მიიღო მის სამხრეთით მდებარე კუნძულ სავუსგან. შემოსაზღვრულია კუნძულებით: სავუ, რაი-ჯუა, როტე, ტიმორი, ფლორესი, სუმბა და ალორის არქიპელაგი. სამხრეთითა და დასავლეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოეთით — ფლორესის ზღვა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბანდის ზღვა.
ზღვის ფართობი შეადგენს 35.000 კმ²-ს. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 600 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 200 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმეა 3500 მ. ზღვაზე მდებარე უმსხვილესი ქალაქია ინდონეზიის ქალაქი კუპანგი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სავუს ზღვა — ბრიტანიკა
- სავუს ზღვის სურათები დაარქივებული 2011-09-22 საიტზე Wayback Machine.