ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". "თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.
ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვასიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.
ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.
ნომინაციის პროცედურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველ წლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.
ათასობით გაცხადება იგზავნება ყოველწლიურად შვედეთის აკადემიიდან და მხოლოდ 50–მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდებ მთელი მსოფლიოდან. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია ამცირებს კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე, მოგვიანებით, ზაფხულში კი ქვეყნდება 5 კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.
პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ შვედური კრონას წარმოადგენს. ლაურეატი ასევე იღებს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.
ნობელის პრემიის ლაურეატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს სია შეიცავს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთა ქრონოლოგიურ ნუსხას ნობელის კომიტეტის დასაბუთებითურთ. ანბანური ნუსხას იძლევა ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
1901–1910 · 1911–1920 · 1921–1930 · 1931–1940 · 1941–1950 · 1951–1960 · 1961–1970 · 1971–1980 · 1981–1990 · 1991–2000 · 2001–2010 · 2011–2020 · 2021–დღემდე
1901–1910
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1901 | სიული პრიუდომი (დ. 1839 — გ. 1907) |
საფრანგეთი | „როგორც აღიარება მისი გამორჩეული და ასევე დღის სინათლეზე გვიან გამოსული ღვაწლისა მწერლობაში, განსაკუთრებით კი პოეზიაში, სადაც იგი ავლენს მაღალ იდეალზმს, მხატვრულ სრულყოფილებასა და გულისა და სულის იშვიათ ერთიანობას“ | |
1902 | თეოდორ მომზენი (დ. 1817 — გ. 1903) |
გერმანიის იმპერია (დაბ. გარდინგში, შლეზვიგი, იმ დროს დანია) | „მონუმენტური ნაშრომისათვის „რომის ისტორია" | |
1903 | ბიორნსტიერნე ბიორნსონი (დ. 1832 — გ. 1910) |
ნორვეგია | „კეთილშობილი და მაღალი პოეზიისათვის, რომელიც შთაგონების სინორჩითა და სულის იშვიათი სისპეტაკით გამოირჩეოდა და ასევე ეპიკური და დრამატული ნიჭიერებისათვის". | |
1904 | ფრედერიკ მისტრალი (დ. 1830 — გ. 1914) |
საფრანგეთი | „პოეტური ნაწარმოებების სიახლისა და ორიგინალურობისათვის, რითიც ასე მართლად გამოვლინდა ხალხის სული“. | |
ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე (დ. 1832 —გ. 1916) |
ესპანეთი | „ესპანური დრამის აღორძინებაში მრავალრიცხოვანი დამსახურებებისათვის". | ||
1905 | ჰენრიკ სენკევიჩი (დ. 1846 — გ. 1916) |
პოლონეთის სამეფო | „ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის". | |
1906 | ჯოზუე კარდუჩი (დ. 1835 — გ. 1907) |
იტალია | „შემოქმედებითი ენერგიის, სტილის სიახლისა და მისი პოეტური შედევრების ლირიკული ძალისათვის". | |
1907 | ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (დ. 1865 — გ. 1936) |
გაერთიანებული სამეფო (დაბ. ბომბეიში, ინდოეთი | „თხრობის ლაღი ფანტაზიის, იდეათა მოწიფულობის, ყურადღებიანობისა და ნიჭიერებისათვის". | |
1908 | რუდოლფ ქრისტოფ ეიკენი (დ. 1846 — გ.1926) |
გერმანიის იმპერია | „ჭეშმარიტების სერიოზული ძიების, აზროვნების ყველგანშემღწევი ძალის, ფართო თვალსაწიერის, სიხალასისა და დამაჯერობლობისათვის, რომლებითაც იგი იცავდა ავითარებდა იდეალისტურ ფილოსოფიას". | |
1909 | სელმა ლაგერლოფი (დ. 1858 — გ. 1940) |
შვედეთი | „მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“ | |
1910 | პაულ ფონ ჰაიზე (დ. 1830 — გ. 1914) |
გერმანიის იმპერია | „დრამატურგს, რომანისტსა და საქვეყნოდ ცნობილი ნოველების ავტორს მხატვრულობისათვის, ლირიკული პოეტის იდეალიზმისათვის ". |
1911–1920
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1911 | მორის მეტერლინკი (დ. 1862 — გ. 1949) |
ბელგია | „წარმოსახვის სიმდიდრითა და პოეტური ფანტაზიით აღნიშნული დრამატული ნაწარმოებებისათვის | |
1912 | გერჰარტ ჰაუპტმანი (დ. 1862 — გ. 1946) |
გერმანიის იმპერია | „დრამატული ხელოვნების დარგში ნაყოფიერი, ნაირფეროვანი და გამოჩენილი მოღვაწეობის ნიშნად". | |
1913 | რაბინდრანათ თაგორი (დ. 1861— გ. 1941) |
ინდოეთი | „ღრმად შეგრძნობილი, ორიგინალური და მშვენიერი ლექსებისათვის, რომლებშიც განუმეორებელი ოსტატობით გამოვლინდა მისი პოეტური აზროვნება". | |
1914 | პრემია არ გაცემულა | |||
1915 | რომენ როლანი (დ. 1866 — გ. 1944) |
საფრანგეთი | „ლიტერატურულ ნაწარმოებთა მაღალი იდეალიზმის, ჭეშმარიტებისადმი თანაგრძნობისა და სიყვარულისათვის". | |
1916 | კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი (დ. 1859 — გ. 1940) |
შვედეთი | „მსოფლიო ლიტერატურაში ახალი ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლი“ | |
1917 | კარლ ადოლფ გელერუპი (დ. 1857 — გ. 1919) |
დანია | „მრავალფეროვანი პოეტური შემოქმედებისა და ამაღლებული იდეალებისათვის". | |
ჰენრიკ პონტოპიდანი (დ. 1857 — გ. 1943) |
დანია | „დანიის თანამედროვე ცხოვრების გულმართალი აღწერისათვის". | ||
1918 | პრემია არ გაცემულა | |||
1919 | კარლ შპიტელერი (დ. 1845 — გ. 1924) (გადაეცა 1920 წელს) |
შვეიცარია | „შეუდარებელი ეპოსის - ოლიმპიური გაზაფხულისათვის". | |
1920 | კნუტ ჰამსუნი (დ. 1859 — გ. 1952) |
ნორვეგია | „მონუმენტური ნაწარმოებისთვის „მიწის მადლი“‚Segen der Erde‘“ |
1921–1930
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1921 | ანატოლ ფრანსი (დ. 1844 — გ. 1924) |
საფრანგეთი | „როგორც აღიარება მისი ბრწყინვალე სამწერლობო საქმიანობისა, რომელიც გამორჩეულია ხელოვნების თავისებური სტილით, დიდსულოვანი ჰუმანიზმით, მომხიბვლელობითა და ფრანგული სულით“ | |
1922 | ხაკინტო ბენავენტე ი მარტინესი (დ. 1866 — გ. 1954) |
ესპანეთი | „თავისი შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ესპანეთის დრამის ღირსეულ ტრადიციებს აგრძელებდა“ | |
1923 | უილიამ ბათლერ იეითსი (დ. 1865 — გ. 1939) |
ირლანდია | „მისი მუდმივად აღმაფრთოვანებელი პოეზიისათვის, რომელიც გამოხატულია ხალხის სულისკვეთების ურთულეს მხატვრულ ხერხებში“ | |
1924 | ვლადისლავ რეიმონტი (დ. 1867 — გ. 1925) |
პოლონეთი | „მისი დიდებული ნაციონალური ეპოსისათვის „კაცები““ | |
1925 | ჯორჯ ბერნარდ შოუ (დ. 1856 — გ. 1950) (მიენიჭა1926) |
გაერთიანებული სამეფო (დაბ. დუბლინი, ირლანდია) | „მისი როგორც იდეალიზმის, ისე ჰუმანიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომლის სრული სატირა ხშირად თავისებულ პოეტურ სილამაზესთან ერთიანდება“ | |
1926 | გრაცია დელედა (დ. 1871 — გ. 1936) (მიენიჭა 1927) |
იტალია (დაბ. ნუორო, სარდინია) | „მისი დიდი იდეალიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომელიც თვალსაჩინოდ აღწერს მის მამაშვილურ წარსულს და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება“ | |
1927 | ანრი ბერგსონი (დ. 1859 — გ. 1941) (მიენიჭა 1928) |
საფრანგეთი | „როგორც აღიარება მისი მდიდარი და მაცოცხლებელი იდეებისა და ბრწყინვალე ხელოვნებისა“ | |
1928 | სიგრიდ უნსეტი (დ. 1882 — გ. 1949) |
ნორვეგია (დაბადებული კალუნბორგი, დანია) | „უწინარეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ჩრდილოელთა (სკანდინავიელთა) ცხოვრების ცოცხლად და რეალურად აღწერისათვის“ | |
1929 | თომას მანი (დ. 1875 — გ. 1955) |
გერმანია | „უწინარეს ყოვლისა მისი რომანისათვის ‚ბუდენბროკები‘, რომელიც დროთა განმავლობაში აღიარებული იქნა თანამედროვე ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად“ | |
1930 | სინკლერ ლუისი (დ. 1885 — გ. 1951) |
აშშ | „მისი მძლავრი და ცოცხალი აღწერის ხელოვნებისათვის, ასევე ხუმრობითა და იუმორით ტიპების შექმნის ნიჭისათვის“ |
1931–1940
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1931 | ერიკ აქსელ კარლფელდტი (დ. 1864 — გ. 1931) |
შვედეთი | „ერიკ აქსელ კარლფელდტის პოეზია“ | |
1932 | ჯონ გოლზუორთი (დ. 1867 — გ. 1933) |
გაერთიანებული სამეფო | „არისტოკრატული თხრობის ხელოვნებისათვის, რომელიც საუკეთესოდაა გამოხატული მის რომანში ფორსაიტების საგა“ | |
1933 | ივანე ბუნინი (დ. 1870 — გ. 1953) |
მოქალაქეობის გარეშე, მცხოვრები საფრანგეთი (დაბ. ვორონეჟი, რუსეთის იმპერია)[2] | „მკაცრი მხატვრული შემოქმედებისათვის, რითაც იგი კლასიკურ რუსულ ხაზს წარმოადგენს პროზასა და პოეზიაში“ | |
1934 | ლუიჯი პირანდელო (დ. 1867 — გ. 1936) |
იტალია | „მისი შეუპოვარი და გონებამახვილური შემოქმედებისათვის დრამასა და სასცენო ხელოვნებაში“ | |
1935 | პრემია არ გაცემულა | |||
1936 | იუჯინ ო'ნილი (დ. 1888 — გ. 1953) |
აშშ | „მისი სიძლიერის, გულწრფელობისა და ძლიერი გრძნობის, ასევე, დამოუკიდებელი შეხედულებებისათვის ტრაგიკულ დრამატულ პოეზიაში“ | |
1937 | როჟე მარტინ დიუ გარი
(დ. 1881 — გ. 1958) |
საფრანგეთი | „მხატვრული სიძლიერისა და ჭეშმარიტებისათვის, რითაც იგი თავისი რომანების სერიაში ‚Les Thibault‘ ადამიანურ წინააღმდეგობებსა და თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეებს წარმოადგენდა“ | |
1938 | პერლ ბაკი (დ. 1892 — გ. 1973) |
აშშ | „მისი მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისთვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და ბიოგრაფიული შედევრებისათვის" | |
1939 | ფრანს ემილ სილანპაა (დ. 1888 — გ. 1964) |
ფინეთი | „ღრმა ჩანაფიქრისა და დახვეწილი მხატვრული სტილისათვის, რომლითაც იგი საკუთარი სამშობლოს ბუნებასა და ხალხის ცხოვრებას ორმხრივი დამოკიდებულებით აღწერს“ | |
1940 | პრემია არ გაცემულა |
1941–1950
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1941 | პრემია არ გაცემულა | |||
1942 | პრემია არ გაცემულა | |||
1943 | პრემია არ გაცემულა | |||
1944 | იოჰანეს ვილჰელმ იენსენი (დ. 1873 — გ. 1950) |
დანია | „მისი პოეტური ფანტაზიის იშვიათი სიძლიერისა და ნაყოფიერებისათვის, რომელიც დაკავშირებულია მის ყოვლისმომცველ ინტელექტთან და შემოქმედებით ხელოვნებასთან“ | |
1945 | გაბრიელა მისტრალი (დ. 1889 — გ. 1957) |
ჩილე | „ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკისათვის, რომელმაც პოეტის სახელი მთელ ლათინურამერიკულ სამყაროში იდეალური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“ | |
1946 | ჰერმან ჰესე (დ. 1877 — გ. 1962) |
შვეიცარია (დაბ. კალვი, ვიურტემბერგი, გერმანიის იმპერია) | „მისი ინსტირირებული შემოქმედებისათვის, რომელიც გამოირჩევა ღრმა კლასიკური ჰუმანური იდეალებით“ | |
1947 | ანდრე ჟიდი (დ. 1869 — გ. 1951) |
საფრანგეთი | „მისი ყოვლისმომცველი და მხატვრულად უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისათვის, რომელშიც კაცობრიობის კითხვები და გარემოებები უშიშარი ალალმართლობითა და ფსიქოლოგიური შორსმჭვრეტელობითაა წარმოდგენილი“ | |
1948 | ტომას სტერნზ ელიოტი (დ. 1888 — გ. 1965) |
გაერთიანებული სამეფო (დაბ. სენტ-ლუისი, მისური, აშშ) | „მისი, როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის აღსანიშნავი ღვაწლისათვის“ | |
1949 | უილიამ ფოლკნერი (დ. 1897— გ. 1962) |
აშშ | „მისი ძლიერი და მხატვრულად თვითმყოფადი ღვაწლისათვის ამერიკულ რომანებში“ | |
1950 | ბერტრან რასელი (დ. 1872— გ. 1970) |
გაერთიანებული სამეფო | „როგორც აღიარება მისი მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისა, რომელშიც იგი ჰუმანიზმისა და აზრის თავისუფლებისათვის მებრძოლად წარმოგვიდგება“ |
1951–1960
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1951 | პერ ლაგერკვისტი (დ. 1891— გ. 1974) |
შვედეთი | „მხატვრული სიძლიერისა და თვითმყოფადობისათვის, რისი საშუალებითაც იგი თავის პოეზიაში ეძიებს პასუხებს კაცობრიობის მარადიულ კითხვებზე“ | |
1952 | ფრანსუა მორიაკი (დ. 1885 — გ. 1970) |
საფრანგეთი | „ადამიანის სულის შემეცნებისა და მხატვრული სიძლიერისათვის, რითაც იგი რომანის ფორმით წარმოაჩენს ადამიანური ცხოვრების დრამას“ | |
1953 | უინსტონ ჩერჩილი (დ. 1874 — გ. 1965) |
გაერთიანებული სამეფო | „ისტორიულ და ბიოგრაფიულ შემოქმედებაში მისი ოსტატობისათვის, ასევე ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისათვის, რითაც იგი უმაღლესი ადამიანური ღირებულებების დამცველად წარმოგვიდგება“ | |
1954 | ერნესტ ჰემინგუეი (დ. 1899 — გ. 1961) |
აშშ | „ნაწარმოებისათვის ‚The Old Man and the Sea‘“, (ქართ. მოხუცი და ზღვა) | |
1955 | ჰალდორ ლაქსნესი (დ. 1902— გ. 1998) |
ისლანდია | „მისი თვალსაჩინო ეპიკური პოეზიისათვის, რომელიც დიდებულ ისლანდიურ თხრობის სტილს იმეორებს“ | |
1956 | ხუან რამონ ხიმენესი (დ. 1881 — გ. 1958) |
ესპანეთი | „მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც ესპანურ ენაში მაღალი სულიერებისა და მხატვრული სიწმინდის მაგალითადაა მიჩნეული“ | |
1957 | ალბერ კამიუ (დ. 1913 — გ. 1960) |
საფრანგეთი (დაბ. მონდოვი, ალჟირი) | „მისი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისათვის, რომელიც ჩვენს დროში ადამიანის სინდისის პრობლემების შორსმჭვრეტელი სერიოზულობით ბრწყინავს“ | |
1958 | ბორის პასტერნაკი (დ. 1890 — გ. 1960) (უარი განაცხადა)[3] |
სსრკ | „მისი მნიშვნელოვანი წვლილისათვის როგორც თანამედროვე ლირიკაში, ისე დიდებული ტრადიციული რუსული თხრობის სტილის სფეროში“ | |
1959 | სალვატორე კვაზიმოდო (დ. 1901 — გ. 1968) |
იტალია | „მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელშიც კლასიკური ცეცხლით აღბეჭდილია თანამედროვე ცხოვრების ტრაგიკული ცხოვრების წესი“ | |
1960 | სენ-ჟონ პერსი (დ. 1887 — გ. 1975) |
საფრანგეთი (დაბადებული გვადელუპაზე) | „მისი პოეზიის შემოქმედებითი ფანტაზიებისათვის“ |
1961–1970
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1961 | ივო ანდრიჩი (დ. 1892 — გ. 1975) |
იუგოსლავია (დაბ. ტრავნიკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა) | „იმ ეპიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი თავისი ქვეყნის ისტორიის მოტივებსა და სულს წარმოაჩენს“ | |
1962 | ჯონ სტაინბეკი (დ. 1902 — გ. 1968) |
აშშ | „მისი უნიკალური რეალისტური და ფანტაზიებით მდიდარი თხრობის სტილისათვის, რომელიც გამორჩეულია იუმორითა და სოციალური გამჭრიახობით“ | |
1963 | გიორგოს სეფერისი (დ. 1900 — გ. 1971) |
საბერძნეთი (დაბ. სმირნა, ოსმალეთის იმპერია) | „მისი ჩინებული ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც შთაგონებულია ელინისტური კულტურის ღრმა შეგრძნებით“ | |
1964 | ჟან-პოლ სარტრი (დ. 1905 — გ. 1980) (უარი განაცხადა) |
საფრანგეთი | „როგორც აღიარება მისი ნოვატორული სამწერლობო შემოქმედებისა, რომლის თავისუფალმა სულმა და სიმართლის ძიებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს დროზე“ | |
1965 | მიხეილ შოლოხოვი (დ. 1905 — გ. 1984) |
სსრკ | „მისი მხატვრული სიძლიერისა და გულწრფელობისათვის, რითაც მან საკუთარ ეპოსში რუსი ხალხის ცხოვრების ისტორიული მონაკვეთი წარმოაჩინა“ | |
1966 | შმუელ აგნონი (დ. 1888 — გ. 1970) |
ისრაელი (დაბ. ბუჩაჩი, გალიჩინა, ამჟამად უკრაინა[4]) | „მისი ებრაელი ხალხის ცხოვრების მოტივებზე აგებული საფუძვლიანი და დამახასიათებელი თხრობის სტილისათვის“ | |
ნელი ზაქსი (დ. 1891 — გ. 1970) |
შვედეთი (დაბ. ბერლინი, გერმანიის იმპერია) | „მისი გამორჩეული ლირიკული და დრამატული ნაწარმოებებისათვის, რომელშიც ისრაელის სული ენამახვილური მკაფიოობით არის აღწერილი“ | ||
1967 | მიგელ ანგელ ასტურიასი (დ. 1899 — გ. 1974) |
გვატემალა | „მისი პოპულარულ თავისებურებებსა და ინდიელურ ტრადიციებში (ლათინური ამერიკა) ფესვგადგმული მრავალფეროვანი პოეზიისათვის“ | |
1968 | იასუნარი კავაბატა (დ. 1899 — გ. 1972) |
იაპონია | „მისი ოსტატური თხრობის სტილისათვის, რომელიც უდიდესი სიფაქიზით იაპონური აზროვნების არსს გამოხატავს.“ | |
1969 | სემიუელ ბეკეტი (დ. 1906 — გ. 1989) |
ირლანდია | „პოეზიისათვის, რომელიც რომანისა და დრამის ახალ ფორმებში ადამიანის მხატვრულ შეგნებას ამდიდრებს“ | |
1970 | ალექსანდრე სოლჟენიცინი (დ. 1918 — გ. 2008) |
სსრკ | „იმ ეთიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი რუსული ლიტერატურის უცვლელ ტრადიციებს განაგრძობს“ |
1971–1980
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1971 | პაბლო ნერუდა (დ. 1904 — გ. 1973) |
ჩილე | „პოეზიისათვის, რომელიც ბუნების ძალის ზეგავლენით აცოცხლებს კონტინენტის ბედისწერასა და ოცნებებს“ | |
1972 | ჰაინრიხ ბიოლი (დ. 1917 — გ. 1985) |
გერმანია | „მისი პოეზიისათვის, რომელიც თანამედროვე ისტორიასთან კავშირითა და მაცოცხლებელი ენერგიით შემოიჭრა გერმანულ ლიტერატურაში“ | |
1973 | პატრიკ უაიტი (დ. 1912 — გ. 1990) |
ავსტრალია (დაბ. ლონდონში, გაერთიანებული სამეფო | „მისი ეპიკური და ფსიქოლოგიური თხრობის ხელოვნებისათვის, რომლითაც ლიტერატურა მსოფლიოს ახალ ნაწილად იქცა“ | |
1974 | ეივინდ იუნსონი (დ. 1900 — გ. 1976) |
შვედეთი | „მისი თხრობის სტილისათვის, რომელიც ქვეყნებსა და დროზე შორსმჭვრეტელობით გამოირჩევა და თავისუფლების სამსახურში დგას“ | |
ჰარი მარტინსონი (დ. 1904 — გ. 1978) |
შვედეთი | „პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ნამის წვეთებს ატყვევებს და კოსმოსის ანარეკლია“ | ||
1975 | ეუჟენიო მონტალე (დ. 1896 — გ. 1981) |
იტალია | „მისი განსაკუთრებულად შემკული პოეზიისათვის, რომელიც ადამიანური ღირებულებების დიდი მხატვრული და ფაქიზი შეგრძნებით გამოირჩევა“ | |
1976 | სოლ ბელოუ (დ. 1915 — გ. 2005) |
აშშ (დაბ. მონრეალი, კანადა) | „ადამიანური შემეცნებისა და კულტურის სათუთი ანალიზისათვის, რომლებიც მის ნაწარმოებშია გაერთიანებული“ | |
1977 | ვისენტე ალეიქსანდრე (დ. 1898 — გ. 1984) |
ესპანეთი | „მისი ნოვატორული პოეზიისათვის, რომელიც ადამიანის გარემოებებს კოსმოსსა და დღევნადელ საზოგადოებაში აშუქებს და ამავდროულად წარმოადგენს ესპანური ტრადიციული პოეზიის განახლებას ომებს შორის“ | |
1978 | ისააკ ბაშევის ზინგერი (დ. 1902 — გ. 1991) |
აშშ (დაბ. ლეონცინი, პოლონეთი[5]) | „მისი შეუცვლელი თხრობის სტილისათვის, რომელიც პოლონურ–ებრაული კუტურულ–ტრადიციული ფესვებით ადამიანის უმაღლეს ღირებულებებს სიცოცხლისუნარიანს ხდის“ | |
1979 | ოდისეას ელიტისი (დ. 1911 — გ. 1996) |
საბერძნეთი | „მისი ბერძნულ ტრადიციებზე დაფუძნებული პოეზიისათვის, რომელიც ესთეტიკური სიძლიერითა და ინტელექტუალური მკაფიოობით წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისათვის“ | |
1980 | ჩესლავ მილოში (დ. 1911 — გ. 2004) |
პოლონეთი და აშშ | „უკომპრომისო სიცხადით წარმოაჩენს ადამიანის ადგილს მძიმე კონფლიქტების სამყაროში“ |
1981–1990
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1981 | ელიას კანეტი (დ. 1905 — გ. 1994) |
გაერთიანებული სამეფო (დაბ. რუსე, ბულგარეთი) | „მისი სამწერლობო შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია შორსმჭვრეტელობით, მდიდარი იდეებითა და მხატვრული სიძლიერით“ | |
1982 | გაბრიელ გარსია მარკესი (დ. 1927 — გ. 2014) |
კოლუმბია | „მისი რომანებისა და მოთხრობებისათვის, რომლებშიც ფანტასტიკა და რეალიზმი პოეზიის ერთ მრავალფეროვან სამყაროში ერთიანდება და რომელიც კონტინენტის ცხოვრებასა და კონფლიქტებს ასახავს“ | |
1983 | უილიამ გოლდინგი (დ. 1911 — გ. 1993) |
გაერთიანებული სამეფო | „მისი რომანებისათვის, რომლებიც რეალისტური თხრობის სტილითა და მრავალმნიშვნელოვანი ყოვლისმომცველობით ადამიანურ დამოკიდებულებებს მღევანდელ სამყაროში წარმოაჩენს“ | |
1984 | იაროსლავ სეიფერტი (დ. 1901 — გ. 1986) |
ჩეხოსლოვაკია | „მისი პოეზიისთვის, რომელიც გრძნობათა სიმძაფრით ადამიანური ბუნების დაუცხრომლობასა და მრავალფეროვნებას ასახავს“ | |
1985 | კლოდ სიმონი (დ. 1913 — გ. 2005) |
საფრანგეთი | „რომელიც საკუთარ რომანებში აერთიანებს პოეტისა და მხატვრის შემოქმედებას“ | |
1986 | უოლე შოინკა (დ. 1934) |
ნიგერია | „რომელიც ფართო კულტურულ პერსპექტივებში, პოეტური ობერტონებით ადამიანური არსის დრამას წარმოადგენს“ | |
1987 | იოსიფ ბროდსკი (დ. 1940 — გ. 1996) |
აშშ (დაბ.ლენინგრადში, იმ დროს სსრკ) | „ამომწურავი და ფართო ლიტერატურული შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია გონებრივი გამჭრიახობითა და პოეტური გამოხატვის სიძლიერით“ | |
1988 | ნაჯიბ მაჰფუზი (დ. 1911 — გ. 2006) |
ეგვიპტე | „ახალი ეგვიპტური თხრობის სტილის (სოციალ–კრიტიკული) წარმომადგენელი, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის“ | |
1989 | კამილო ხოსე სელა (დ. 1916 — გ. 2002) |
ესპანეთი | „მისი მდიდარი და შეუცვლელი ხელოვნებისათვის პროზაში, რომელიც ფარული თანაგრძნობით წარმოაჩენს ადამიანის დაუცველობას“ | |
1990 | ოქტავიო პასი (დ. 1914 — გ. 1998) |
მექსიკა | „მისი ფართო ჰორიზონტების მქონე სასიყვარულო პოეზიისათვის, რომელიც გამორჩეულია გონებამახვილობითა და ჰუმანური ერთიანობით“ |
1991–2000
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1991 | ნადინ გორდიმერი (დ. 1923 — გ. 2014) |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | „მისი ეპიკური პოეზიისათვის, რომელმაც კაცობრიობას უდიდესი სარგებელი მოუტანა და ღრმა შორსმჭვრეტელობით აღწერა ისტორიული მოვლენები“ | |
1992 | დერეკ უოლკოტი (დ. 1930 — გ. 2017) |
სენტ-ლუსია | „ბრწყინვალე, ისტორიული განმჭვრეტელობის მატარებელი პოეზიისათვის, რომელიც მულტიკულტურულ ვალდებულებებზეა დაფუძნებული“ | |
1993 | ტონი მორისონი (დ. 1931 — გ. 2019) |
აშშ | „ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილზე მისი ლიტერატურული წარმოდგენებისათვის, რომელიც გამოირჩევა საოცნებო ძალითა და პოეტური ლაკონიურობით“ | |
1994 | კენძაბურო ოე (დ. 1935 — გ. 2023) |
იაპონია | „წარმოსახვითი სამყაროს შექმნისთვის, სადაც რეალურის და გამონაგონის სინთეზი ოსტატურად გადმოგვცემს თანამედროვე სამყაროს ადამიანთა გაურკვეველ ყოფას“ | |
1995 | შეიმას ჰინი (დ. 1939 — გ. 2013) |
ირლანდია | „მისი საერთო შემოქმედების ლირიკული სილამაზისა და ეთიკური სიღრმისათვის“ | |
1996 | ვისლავა შიმბორსკა (დ. 1923 — გ. 2012) |
პოლონეთი | „მისი ნაწარმოებისათვის, რომელიც ირონიულად და ზუსტად წარმოაჩენს ადამიანური სინამდვილის ფრაგმენტებში ისტორიულ და ბიოლოგიურ დამოკიდებულებას“ | |
1997 | დარიო ფო (დ. 1926 — გ. 2016) |
იტალია | „მისი სახალხო–პოლიტიკური სააგიტაციო თეატრისათვის“ | |
1998 | ჟოზე სარამაგო (დ. 1922 — გ. 2010) |
პორტუგალია | „მისი თანაგრძნობითა და ირონიით გამყარებული იგავის გამოყენება გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, თუ რა არის ილუზორული რეალობა“ | |
1999 | გიუნტერ გრასი (დ. 1927 — გ. 2015) |
გერმანია (დაბ. გდანსკი) | „რადგან მან მხიარულ–შავ ფერებში გამოხატა მივიწყებული ისტორიის სახე“ | |
2000 | გაო სინძიანი (დ. 1940) |
საფრანგეთი (დაბ. განძოუ, ჩინეთი) | „მისი უნივერსალური დიდსულოვნებით გამორჩეული ნაწარმოებისათვის, მწარე მიხვედრილობითა და ენობრივი გონებამახვილობით“ |
2001–2010
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
2001 | ვიდიადჰარ ნაიპოლი (დ. 1932 — გ. 2018) |
გაერთიანებული სამეფო (დაბ. ტრინიდადი) | „მისი ნამუშევრებისათვის, რომლებიც ნათლად გასაგებ თხრობასა და უანგარო დაკვირვებას აერთიანებენ და ჩვენ გვაიძულბენ, აწმყო დავინახოთ ისტორიის ნაცვლად“ | |
2002 | იმრე კერტეში (დ. 1929 — გ. 2016) |
უნგრეთი | „სამწერლობო ნამუშევრისათვის, რომელიც ერთეულთა მყიფე გამოცდილებას ამტკიცებს ისტორიული ბარბაროსული თვითნებობის საპირისპიროდ“ | |
2003 | ჯონ მაქსველ კუტზეე (დ. 1940) |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | „მრავალგვარ შესამოსელში წარმოაჩენს გარეშე პირთა მონაწილეობას“ | |
2004 | ელფრიდე იელინეკი (დ. 1946) |
ავსტრია | „ხმათა მუსიკალური მდინარისათვის რომანებსა და პიესებში, რითაც უნიკალური ენობრივი გატაცებით აღწერს სოციალური სტერეოტიპების აბსურდულობასა და მათ ძლიერ ზეგავლენას საზოგადოებაზე.“ | |
2005 | ჰაროლდ პინტერი (დ. 1930 — გ. 2008) |
გაერთიანებული სამეფო | „რომელიც თავის დრამებში წარმოაჩენს ყოველდღიური ჭორაობის ქვეშ არსებულ უფსკრულს და ჩაკეტილ ოთახში მიჩქმალულთ ააშკარავებს“ | |
2006 | ორჰან ფამუქი (დ. 1952) |
თურქეთი | „რომელმაც საკუთარი მშობლიური ქალაქი სტამბოლის მელანქოლიური სულის ძიებაში კულტურათა შეჯახებისა და ინტეგრაციის ახალი სიმბოლოები იპოვა“ | |
2007 | დორის ლესინგი (დ. 1919 — გ. 2013) |
გაერთიანებული სამეფო (დაბ. ქირმანშაჰი, ირანი, იმ დროს სპარსეთი) | „ქალური გამოცდილების მქონე ეპიკოსი, რომელმაც სკეპტიციზმით, გატაცებითა და წარმოსახვითი სიძლიერით გამოსაცდელად მოამზადა დანაკუწებული ცივილიზაცია“ | |
2008 | ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო (დ. 1940) |
საფრანგეთი / მავრიკი | „პოეტური თავგადასავლებისა და გონებრივი ექსტაზის ავტორს, მმართველი ცივილიზაციის შიგნითა და გარეთ ადამიანობის მკვლევარს“ | |
2009 | ჰერტა მიულერი (დ. 1953) |
გერმანია (დაბ. Nitzkydorf, ბანატი, რუმინეთი) | „რომელიც პოეზიის გაძლიერებითა და პროზის ობიექტურობით გვიხატავს უსამშობლოობის სურათებს“ | |
2010 | მარიო ვარგას ლიოსა (დ. 1936) |
პერუ / ესპანეთი | „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ |
2011–2021
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
2011 | ტომას ტრანსტრიომერი (დ. 1931— გ. 2015) |
შვედეთი | „რეალურობის ახლებური შეგრძნება მდიდარი, ნახევრად გამჭვირვალე სურათების მეშვეობით“[6] | |
2012 | მო იენი (დ. 1955) |
ჩინეთი | ავტორი, რომელიც „ჰალუცინაციური რეალიზმის საშუალებით ხალხურ ზღაპრებს, ისტორიასა და თანამედროვეობას აერთიანებს“[7] | |
2013 | ელის მანრო
(დ. 1941 — გ. 2024) |
კანადა | "თანამედროვე მოთხრობის ოსტატი" | |
2014 | პატრიკ მოდიანო
(დ. 1945) |
საფრანგეთი | "ხელოვნების მეხსიერება, რომელიც მან გამოიწვია ყველაზე მესმის ადამიანის ბედი და აღმოჩენილი ცხოვრების სამყაროში საოკუპაციო" | |
2015 | სვეტლანა ალექსიევიჩი
(დ. 1948) |
ბელარუსი | "მისი პოლიფონიური ტექსტებისთვის, რომლებიც ჩვენი დროის განსაცდელისა და მხნეობის მონუმენტია“[8] | |
2016 | ბობ დილანი
(დ. 1941) |
აშშ | "ამერიკული ტრადიციული სიმღერის ფარგლებში ახალი პოეტური გამომსახველობითი ფორმების შექმნისთვის“[8] | |
2017 | იშიგურო კაძუო
(დ. 1954) |
გაერთიანებული სამეფო | „რომანებში შექმნილი მძაფრი ემოციური ფონისთვის, რომელსაც სამყაროსთან კავშირის ილუზიური გრძნობის მიღმა უფსკრულის გამოააშკარავება ქმნის“[9] | |
2018 | ოლგა ტოკარჩუკი
(დ. 1962) |
პოლონეთი | „თხრობითი წარმოსახვისთვის, რომელიც საზღვრების გადალახვას, როგორც ცხოვრების ფორმას, წარმოაჩენს“[10] | |
2019 | პეტერ ჰანდკე
(დ. 1942) |
ავსტრია | „გავლენიანი შემოქმედებისთვის, რომელიც ადამიანური გამოცდილების პერიფერიებსა და სპეციფიკას იკვლევს“[11] | |
2020 | ლუიზა გლიუკი
(დ. 1943 — გ. 2023) |
აშშ | „მისი შეუცდომელი პოეტური ენისთვის, რომელიც უნივერსალურს ხდის ინდივიდუალურ ეგზისტენციას“[12] |
2021–დღემდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
2021 | აბდულრაზაკ გურნა
(დ. 1948) |
ტანზანია | „მისი უკომპრომისო და თანაგრძნობით განმსჭვალული თხრობისთვის, რომლითაც იგი კოლონიალიზმის შედეგებსა და კულტურებსა და კონტინენტებს შორის არსებულ უფსკრულში აღმოჩენილ ლტოლვილთა ხვედრს აღწერს“[13] | |
2022 | ანი ერნო
(დ. 1940) |
საფრანგეთი |
1901–1910 · 1911–1920 · 1921–1930 · 1931–1940 · 1941–1950 · 1951–1960 · 1961–1970 · 1971–1980 · 1981–1990 · 1991–2000 · 2001–2010 · 2011–დღემდე
ლაურეატი ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Sind bei einer Person zwei Länder angegeben, so zählt dies bei beiden Ländern als halber Punkt. (გერმანული)
If two countries are listed for one person, then this counts as one-half point for each country. (ინგლისური)
ქვეყანა | ლაურეატთა რაოდენობა |
---|---|
საფრანგეთი | 13,5 |
გაერთიანებული სამეფო | 11 |
აშშ | 10,5 |
გერმანია | 8 |
შვედეთი | 7 |
იტალია | 6 |
ესპანეთი | 5,5 |
პოლონეთი | 3,5 |
ირლანდია | 3 |
ნორვეგია | 3 |
სსრკ | 3 |
დანია | 2 |
შვეიცარია | 2 |
ჩილე | 2 |
საბერძნეთი | 2 |
იაპონია | 2 |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | 2 |
ბელგია | 1 |
ინდოეთი | 1 |
ფინეთი | 1 |
ისლანდია | 1 |
იუგოსლავია | 1 |
ისრაელი | 1 |
გვატემალა | 1 |
ავსტრალია | 1 |
კოლუმბია | 1 |
ჩეხოსლოვაკია | 1 |
ნიგერია | 1 |
ეგვიპტე | 1 |
მექსიკა | 1 |
სენტ-ლუსია | 1 |
პორტუგალია | 1 |
უნგრეთი | 1 |
ავსტრია | 1 |
თურქეთი | 1 |
ჩინეთი | 1 |
მავრიკი | 0,5 |
პერუ | 0,5 |
ლაურეატთა ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენა | ლაურეატთა რაოდენობა | % |
---|---|---|
ინგლისური ენა | 26 | 25.00 |
ფრანგული ენა | 13 | 12.50 |
გერმანული ენა | 13 | 12.50 |
ესპანური ენა | 11 | 9.62 |
იტალიური ენა | 6 | 5.77 |
შვედური ენა | 6 | 5.77 |
რუსული ენა | 5 | 4.81 |
პოლონური ენა | 4 | 3.85 |
დანიური ენა | 3 | 2.88 |
ნორვეგიული ენა | 3 | 2.88 |
ბერძნული ენა | 2 | 1.92 |
იაპონური ენა | 2 | 1.92 |
არაბული ენა | 1 | 0.96 |
ბენგალი | 1 | 0.96 |
ჩინური ენა | 1 | 0.96 |
ჩეხური ენა | 1 | 0.96 |
ფინური ენა | 1 | 0.96 |
ივრითი | 1 | 0.96 |
თურქული ენა | 1 | 0.96 |
უნგრული ენა | 1 | 0.96 |
ისლანდიური ენა | 1 | 0.96 |
ოქსიტანური ენა | 1 | 0.96 |
პორტუგალიური ენა | 1 | 0.96 |
სერბული ენა | 1 | 0.96 |
იდიში | 1 | 0.96 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 ქვეყანა nobelprize.org–ის მონაცემებით. ქვეყანა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ეროვნებას.
- ↑ ნობელის ფონდის ოფიციალური მონაცემების მიხედვით. ასახულია მდგომარეობა პრემიის გაცემის მომენტში.
- ↑ როდესაც პასტერნაკი 1958 წელს ნობელის პრემიით უნდა დაეჯილდოვებინათ, მან დაადასტურა თავისი თანხმობა, თუმცა შემდეგ უარი თქვა საბჭოთა ხელისუფლების ძალდატანებით. შემდგომში მისმა ვაჟმა აიღო მამის კუთვნილი ნობელის პრემია სტოკჰოლმში, სპეციალურად მოწყობილ ცერემონიაზე.
- ↑ ჩვეულებრივ, ნობელის პრემიის ლაურეატთა ოფიციალურ სიაში ეთითება მათი დამადების ადგილი, თუკი იგი ლაურეატის წარმოდგენილ ქვეყანას არ ემთხვევა. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია აკლია.
- ↑ ნობელის სიის მონაცემები. პოლონეთი მაშინ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არარსებობდა.
- ↑ Nobel Prize in Literature 2011. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 6 October 2011.
- ↑ Nobel Prize in Literature 2012. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 11 October 2012.
- ↑ 8.0 8.1 Nobel Prize in Literature 2016. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 13 October 2016
- ↑ The Nobel Prize in Literature 2017 – Press Release. Nobel Prize. ციტირების თარიღი: 5 October 2017
- ↑ Nobel Prize in Literature 2018. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2019-10-10
- ↑ The Nobel Prize in Literature 2019 en-US. ციტირების თარიღი: 2019-10-10
- ↑ The Nobel Prize in Literature 2020 en-US. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი 2020
- ↑ The Nobel Prize in Literature 2021 en-US. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი 2021
|