შინაარსზე გადასვლა

დანალექი ქანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვიშაქვა

დანალექი ქანებიოკეანურ, ზღვიურ, ტბიურ აუზებში, ჭაობებსა და მდინარეებში დედამიწის ქერქის გამოფიტვისა და ვულკანიზმის პროდუქტების, აგრეთვე ორგანული ნაშთების დალექვისა და მათი დიაგენეტურ-კატაგენეტური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ქანები. დანალექი ქანების წარმოშობა ანუ ლითოგენეზისი რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით ხორციელდება.

გეოტექტონიკური ნიშნების მიხედვით განარჩევენ გეოსინკლინურ, ბაქნურ ან გარდამავალი ზონის დანალექ ქანებს, ხოლო სედიმენტაციის გარემოს მიხედვით — ზღვიურ, ტბიურ, მდინარეულ, ჭაობის, მყინვარულ, ეოლურსა და სხვ.

ნივთიერი შედგენილობისა და წარმოშობის პირობების მიხედვით გამოიყოფა დანალექი ქანების სხვადასხვა ჯგუფი: მექანიკური ნალექები — კონგლომერატები, ბრექჩიები, ქვიშაქვები, (არკოზული, გრაუვაკული, ტუფიტური), ალევროლითები, პელიტოლითები; ქიმიური და ბიოგენური ნალექები — კირქვები, დოლომიტები, თაბაშირ-ანჰიდრიტები, ევაპორიტები, ლატერიტ-ბოქსიტები, სილიციტები, ფოსფორიტები, ნახშირები, საწვავი ფიქლები და სხვ.

დანალექი ქანების დამახასიათებელი ნიშანია შრეებრიობა (ასახავს დალექვის პირობებს). აგრეთვე განამარხებული ფლორისა და ფაუნის შემცველობა (განსაზრვრავს დანალექი ქანების გეოლოგიურ ასაკს, აუზის ფიზიკურ-ქიმიურ და ეკოლოგიურ პირობებს).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქოიავა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 364.
  • Основы литологии, 3 изд., Л., 1969;
  • Логвиненко Н. В., Петрография осадочных пород, 2 изд., М., 1974.