შინაარსზე გადასვლა

გუდისონ პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდისონ პარკი
Goodison Park
მდებარეობა ლივერპული, ინგლისი
კოორდინატები 53°26′20″ ჩ. გ. 2°57′59″ დ. გ. / 53.43889° ჩ. გ. 2.96639° დ. გ. / 53.43889; -2.96639
აშენდა 1892
გაიხსნა 24 აგვისტო, 1892
მესაკუთრე ევერტონი
ოპერატორი ევერტონი
საფარი 100.48 მეტრი[1]
არქიტექტორი არჩიბალდ ლიტჩი
ტევადობა 39,572[2]
გუნდები
ევერტონი

გუდისონ პარკი (ინგლ. Goodison Park) — საფეხბურთო სტადიონი ლივერპულში, ინგლისში. გუდისონ პარკი იტევს 40 000-მდე ადამიანს. 1892 წლიდან სტადიონზე საშინაო მატჩებს ატარებს „ევერტონი“. რეკორდული დასწრება დაფიქსირდა 1948 წლის 18 სექტემბერს „ევერტონისა“ და „ლივერპულის“ მატჩში, როდესაც თამაშს დაახლოებით 78 000 გულშემატკივარი დაესწრო.

„გუდისონ პარკი“ არის ინგლისში აშენებული პირველი მასშტაბური საფეხბურთო სტადიონი. იგი გაიხსნა 1892 წლის 24 აგვისტოს. პირველი საფეხბურთო მატჩი არენაზე გაიმართა იმავე წლის 2 სექტემბერს „ევერტონსა“ და „ბოლტონს“ შორის, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

1894 წელს „გუდისონ პარკზე“ გაიმართა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალური მატჩი, რომელშიც „ნოტს კაუნტიმ“ „ბოლტონი“ დაამარცხა. ამ მატჩს 37 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. იმ დროისთვის ამ რაოდენობის დასწრება საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იყო.

1966 წელს სტადიონმა უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთ მატჩს,მათ შორის მეოთხედფინალს პორტუგალიასა და ჩრდილოეთ კორეას და ნახევარფინალურ მატჩს დასავლეთ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის.[3]

რესრუსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (2009) „Club Directory“, Premier League Handbook Season 2009/10 (PDF), London: Premier League, გვ. 38. 
  2. History of Goodison Park. Everton F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-03. ციტირების თარიღი: 2017-10-17.
  3. History Of Goodison Park. Everton FC.