გოკორ ჩივიჩიანი
გოკორ ჩივიჩიანი (სომხ. Գոքոր Չիվիչյան; დ. 10 მაისი, 1963, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ძიუდოსა და შერეული საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორი. ამჟამად ჩივიჩიანი ავარჯიშებს პროფესიონალ და სამოყვარულო მებრძოლებს ჰაიასტან MMA აკადემიაში, ჩრდილოეთ ჰოლივუდში (კალიფორნია, შეერთებული შტატები).
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოკორ ჩივიჩიანი ჩვიჩიანი, სამი ძიდან ყველაზე უმცროსი, დაიბადა ერევანში, სომხეთში. ჩივიჩიანმა ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო. მან მოიგო ეროვული მცირეწლოვანთა ჩემპიონატები ძიუდოში, სამბოსა და ჭიდაობაში. 17 წლის ასაკში ჩივიჩიანი გადასახლდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. აქ იგი ვარჯიშობდა აშშ-ის ძიუდოს პირველი ჩემპიონის, ლენე ლებალის ზედამხედველობის ქვეშ.[1] გოკორ ჩივიჩიანი 1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში მოგზაურობდა და ასპარეზობდა საბჭოთა კავშირში, ევროპაში, იაპონიაში, ტაილანდსა და მექსიკაში. 1991 წელს ჰაიასან MMA-ს აკადემიის გახსნისას, გოკორ ჩივიჩიანმა პროფესიონალური კარიერა დაუმარცხებელად დაასრულა მთლიანად სწავლაზე ფოკუსირდა.[2]
იგი 1998 წელს, Black Belt Magazine-მა "წლის ძიუდოს ინსტრუქტორიად" დაასახელა და მიიღო საკუთარი ადგილი პრესტიჟულ "დიდების დარბაზში".[3] ამ პერიოდის შემდეგ მან თავის სკოლაში წარმოშვა მებრძოლთა ახალი თაობა, რომელთა შორისაც არიან მაგალითად: მანველ გამბურიანი, საქო ჩივიჩიანი, ნილ მელანსონი, კარენ დარაბედიანი, რომან მითიჩიანი, რონდა რუზი, კარო კარიზიანი. ყველა მათგანი ასპარეზობდა ან ასპარეზობს UFC-სა და WEC-ში.[2][4]
2005 წლის თებერვალში, შეერთებული შტატების ჯიუ-ჯიცუს ფედერაციამ (ISJJF) მიანიჭა ძიუდოში მე-7 დანის წოდება.[5]
ბევრისთვის გასაკვირად, გოკორ ჩივიჩიანმა კვლავ იასპარეზა 2008 წლის USJA/USJF ზამთრის ნაციონალურში, ძიუდოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც ორივე ორგანიზაციის (USJA/USJF) მიერ იყო ჩატარებული.[6] მან ფინალში გარი ბუტსი დაამარცხა და შედეგად ოქროს მედალი მოიპოვა.[7][8]
ტურნირში ბოლოს მონაწილეობიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ, გოკორმა მონაწილეობა მიიღო 2019 წლის „IBJJF Pan American Brazilian“-ის ჯიუ ჯიცუს ჩემპიონატზე, სამაგისტრო შავი ქამრის დონეზე. მან დაამარცხა BJJ-ის მსოფლიო ჩემპიონი, ვ. ოლივეირა და ოქოს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებით, გოკორი ალბათ ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ოქროს მედალი აიღო ელიტარულ საერთაშორისო შეჯიბრებებში (იგულისხმება: ძიუდო, სამბო და ბრაზილიელი ჯიუ ჯიცუ).[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ResuMMA.com - Interview with Gokor Chivichyan დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 2.0 2.1 Grant, T. P. (May 11, 2013). „Gods of War: Gokor Chivichyan“. Bloody Elbow. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2018. ციტირების თარიღი: August 19, 2018.
- ↑ Gokor Chivichyan: The King Of Sport-Sambo Submissions. Black Belt Magazine (May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2019. ციტირების თარიღი: August 19, 2018
- ↑ Markazi, Arash (October 22, 2010). „Gokor Chivichyan's influence felt“. ESPN.com. ციტირების თარიღი: August 19, 2018.
- ↑ Gokor Chivichyan - Southern California Representative. United States Ju-Jitsu Federation (2010-02-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-08. ციტირების თარიღი: 2015-02-08.
- ↑ United States Judo Association homepage
- ↑ USJA 2008 Winter Nationals Results, December 6 & 7. Goltz Judo. ციტირების თარიღი: August 19, 2018
- ↑ Gokor Chivichyan and Gary Butts Winter Nationals 08. YouTube (2009-02-09). ციტირების თარიღი: 2013-11-17.
- ↑ https://www.ibjjfdb.com/ChampionshipResults/1136/PublicResults