ანტუან ანრი ბეკერელი
ანტუან ბეკერელი (ფრანგ. Henri Becquerel; დ. 15 დეკემბერი, 1852, პარიზი — გ. 25 აგვისტო, 1908, ბრეტანი) — ფრანგი ინჟინერი, ფიზიკოსი, 1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში და პირველი ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა რადიოაქტივობა. რადიოაქტივობის აღმოჩენაში მას ეხმარებოდნენ პიერ კიური და მარი სკლოდოვსკა-კიური[25], ამიტომ ნობელის პრემია ბეკერელთან ერთად მათაც მიიღეს. SI სისტემაში მისი სახელი (Bq) ეწოდა რადიოაქტივობის ერთეულს[26].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტუან ბეკერელი დაიბადა 1852 წლის 15 დეკემბერს პარიზში, მდიდარ ოჯახში. მისი ოჯახის წარმომავლობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ფიზიკას: ბეკერელის ბაბუა (ანტუან სეზან ბეკერელი), მამა (ალექსანდრ-ედმონდ ბეკერელი) და შვილი (ჟან ბეკერელი) იყვნენ ფიზიკოსები[27]. იგი სწავლობდა საინჟინრო პოლიტექნიკურ სკოლაში. 1874 წელს ბეკერელი დაქორწინდა ლუსი მარი ჟამენზე, რომელიც მათი შვილის, ჟანის დაბადების დროს გარდაიცვალა[28]. 1880 წელს ჟამენი მეორედ დაქორწინდა ლუის დესირ ლორექსზე[29].
1894 წელს ბეკერელი მუშაობდა ხიდებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში ინჟინრად. მოგვიანებით მან დაიწყო საკუთარი ადრეული ექსპერიმენტების ჩატარება და ინჟინრობას თავი დაანება. ბეკერელმა ადრეულ წლებშივე შეისწავლა დედამიწის მაგნიტური ველი[30].
1900 წელს ბეკერელმა გაზომა ბეტა ნაწილაკების პარამეტრები, და მიხვდა რომ მათ ჰქონდათ იგივე ზომები, როგორიც აქვს მაღალსიჩქარიან ელექტრონს, რომელიც ტოვებს ბირთვს[31][29]. 1901 წელს მანვე აღმოაჩინა შემდეგი ფაქტი: რადიოაქტიურობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მედიცინაში. ამ აღმოჩენამ გამოიწვია რადიოთერაპიის წარმოქმნა და განვითარება (რადიოთერაპია გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ)[31].
ბეკერელს რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ დიდი ხნით სიცოცხლე არ დასცალდა. იგი გარდაიცვალა 1908 წლის 25 აგვისტოს 55 წლის ასაკში, ბრეტანის რეგიონში (საფრანგეთი)[30]. მისი გარდაცვალება გამოწვეული იყო უცნობი დაავადებით, მაგრამ იყო შეტყობინება, რომ მან მიიღო დამწვრობა რადიოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებით[32].
1889 წელს ანტუან ბეკერელი გახდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი[31]. 1900 ბეკერელმა მოიპოვა რუმფორდის მედალი ურანის რადიოაქტიურობის აღმოჩენისათვის და ამავე წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[33][30]. ბეკერი 1901 წელს ასევე დაჯილდოვდა ბერლინ-ბრანდერბურგის სამეცნიერო და ჰუმანიტარული აკადემიის მედლით[34]. 1905 დაჯოლდოვდა აშშ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ბერნარდის მედლით[35]. 1906 წელს ბეკერელი არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1908 წელს არჩეულ იქნა ამავე აკადემიის მუდმივ მდივნად[36]. იგი სიცოცხლეშივე აირჩიეს ბერლინის სამეფო აკადემიის პატივსაცემი წევრად. ბეკერელის სახელის პატივსაცემად მთვარეზე და მარსზე არსებულ კრატერებს ეწოდა ბეკერელის კრატერები[37][38].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 271.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Henri Becquerel – Biography. დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine.
- ბეკერელი ანტუან ანრი
- Becquerel short biography დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine. and the use of his name as a unit of measure in the SI.
- Annotated bibliography for Henri Becquerel from the Alsos Digital Library for Nuclear Issues დაარქივებული 2017-05-04 საიტზე Wayback Machine.
- Henri Becquerel, SI-derived unit of radioactivity[მკვდარი ბმული]
- "Henri Becquerel: The Discovery of Radioactivity", Becquerel's 1896 articles online and analyzed on BibNum [click 'à télécharger' for English version].
- Chisholm, Hugh, ed. (1911)."Becquerel". Encyclopædia Britannica. 3 (11th ed.). Cambridge University Press.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Antoine Henri Becquerel — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 Badash L. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 GeneaStar
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Беккерель Антуан Анри // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 13.0 13.1 https://www.famousscientists.org/henri-becquerel/
- ↑ RKDartists
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119559633 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 16.0 16.1 გერმანული ვიკიპედია — 2001.
- ↑ English Wikipedia community Wikipedia — 2001.
- ↑ 18.0 18.1 18.2 NNDB — 2002.
- ↑ 19.0 19.1 А. Рабинович Беккерель // Барыкова — Бессалько — 1927. — Т. 5.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1903 — Nobel Foundation.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 29.
- ↑ "The Discovery of Radioactivity" დაარქივებული 2017-10-08 საიტზე Wayback Machine. . Berkeley Lab.
- ↑ "BIPM - Becquerel" დაარქივებული 2019-05-25 საიტზე Wayback Machine. . www.bipm.org. Retrieved 13 April 2018.
- ↑ Henri Becquerel . [S.l.]: Great Neck Publishing. 2006. ISBN 9781429816434. OCLC 1002022209
- ↑ Karbowski, Andrzej (2012)."Biography: Henri Antoine Becquerel (1852 – 1908)" დაარქივებული 2018-04-06 საიტზე Wayback Machine. (PDF). Storytelling @ Teaching Model. Retrieved 13 April 2018.
- ↑ 29.0 29.1 "Henri Becquerel - Biography, Facts and Pictures" . www.famousscientists.org. Retrieved 6 March 2018.
- ↑ 30.0 30.1 30.2 Henri Becquerel – Biographical. Nobelprize.org.
- ↑ 31.0 31.1 31.2 Badash, Lawerence (2018). "Henri Becquerel" . Encyclopædia Britannica. Retrieved 6 March 2018.
- ↑ "Benchmarks: Henri Becquerel discovers radioactivity on February 26, 1896" . EARTH Magazine. 5 January 2012. Retrieved 13 April 2018.
- ↑ "Rumford Medal" . royalsociety.org. Retrieved 12 March 2018.
- ↑ "Henri Becquerel" . www.nndb.com. Retrieved 25 April 2018.
- ↑ "Becquerel, Henri, 1852-1908". history.aip.org. Retrieved 12 March 2018.
- ↑ Sekiya, Masaru; Yamasaki, Michio (January 2015). "Antoine Henri Becquerel (1852–1908): a scientist who endeavored to discover natural radioactivity". Radiological Physics and Technology. 8: 1–3 – via Springer Link.
- ↑ "Planetary Names: Crater, craters: Becquerel on Mars". planetarynames.wr.usgs.gov. Archived fromthe original on 14 April 2018. Retrieved 13 April 2018.
- ↑ "Becquerelite: Becquerelite mineral information and data". www.mindat.org. Retrieved 13 April 2018.
|