Mozilla – პირადი მონაცემების დაცვის ხ.დ.კ.

ჩვენ ხალხს მოგებაზე წინ ვაყენებთ.

ხალხისთვის დღესდღეობით უმეტეს შემთხვევაში არაა ნათელი, თუ რას უნდა ელოდონ იმ პროგრამებისა და მომსახურებებისგან, რომლებითაც სარგებლობენ. ტექნოლოგია, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას, მეტად მრავალმხრივია და ხალხს არ აქვს საკმარისი დრო, რომ ღრმად გაერკვეს თითოეულ წვრილმანში. ეს ასევე ეხება Firefox-საც, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება და დამოკიდებულება არსებობს ამ ბრაუზერთან დაკავშირებით.

Mozilla პატივს სცემს და ზრუნავს თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.

  • ჩვენ ვიცავთ მონაცემების კონფიდენციალურობის პრინციპებს, რომლებიც აყალიბებს ჩვენს მიდგომას პირადი მონაცემების დაცვის მიმართ, Firefox-ის სამაგიდო და მობილურ ბრაუზერებში.
  • ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც საჭიროა საუკეთესო პროდუქტების მისაღებად.
  • ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხალხს შეეძლოს საკუთარი მონაცემებისა და ინტერნეტცხოვრების მართვის სადავეები.
  • ჩვენ ვიცავთ პრინციპს „არაფერი მოულოდნელობების“ შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ მთელი ძალისხმევით ვმუშაობთ, რომ ხალხის წარმოდგენა Firefox-ის შესახებ სინამდვილეს შეესაბამებოდეს.

მოცემული კითხვები და პასუხები დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ რას უნდა მოელოდოთ Mozilla-სა და Firefox-ისგან:

მე Firefox-ს ვიყენებ თითქმის ყველაფრისთვის ინტერნეტში. თქვენ Mozilla-ში ჩემ შესახებ უამრავი რამ იცით, ხომ ასეა?

Mozilla-მ არ იცის ისე, როგორც ელით, ხალხი როგორ ათვალიერებს ვებსივრცეს. Firefox, ბრაუზერი, რომელიც გაშვებულია თქვენს მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე, არის თქვენი კარიბჭე ინტერნეტში. თქვენი ბრაუზერი მართავს უამრავ ინფორმაციას იმ ვებსაიტებზე, რომელთაც ეწვევით, მაგრამ ეს ინფორმაცია, უმეტესად რჩება თქვენს მოწყობილობაზე.

აშკარაა, რომ ყველა კომპანია ინტერნეტში, ყიდულობს და ყიდის ჩემს მონაცემებს. ალბათ, არც თქვენ განსხვავდებით მათგან.

Mozilla არ ყიდის თქვენს შესახებ მონაცემებს (ისევე, როგორც უმეტესობა ფიქრობს „მონაცემების გაყიდვაზე“) და ჩვენ არ ვყიდულობთ თქვენ შესახებ მონაცემებს. ვინაიდან ჩვენ ვიღწვით გამჭვირვალობისკენ და ვინაიდან „მონაცემების გაყიდვის“ სამართლებრივი განმარტება ზოგან მეტად ფართოა, ჩვენ გვიწევს უკან დაბრუნება, თქვენთვის ნაცნობი და საყვარელი გადამწყვეტი დასკვნისგან. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მონაცემები, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს გაუზიარებთ (რაც საჭიროა Firefox-ის კომერციულად სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად) მოეხსნას ყოველგვარი იდენტიფიკაციის მონაცემებს, ან გავაზიაროთ მხოლოდ საერთო, ან იკვებება პირადულობის დაცვის ჩვენი ტექნოლოგიებით (როგორიცაა OHTTP).

მოიცათ, აბა მაშინ როგორ შოულობთ ფულს?

Mozilla თქვენი საშუალო დაწესებულება არაა. დაარსდა ერთობის ღია წყაროს პროექტის სახით 1998 წელს, Mozilla არის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ინტერნეტის სიჯანსაღზე, მისიისკენ. Mozilla Corporation-ის შემოსავლის უმეტესი ნაწილი შეადგენს Firefox-ის ბრაუზერის საძიებო თანამშრომლობისა და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ ხელშეკრულებებს, მიღებული ჰონორარებიდან. თუ როგორ ვმუშაობთ ფულადი შემოსავლის შესახებ, შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენს წლიური ფინანსური ანგარიშებიდან.

კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. რა მონაცემებს აგროვებთ?

Mozilla ნამდვილად აგროვებს შეზღუდულ მონაცემებს Firefox-იდან, რაც გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ იყენებს ხალხი ბრაუზერს. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პირადულობის დებულებაში და გაეცნოთ სრულ დოკუმენტაციას მონაცემთა აღრიცხვისთვის. ჩვენ ასევე ვასაჯაროებთ ჩვენს დოკუმენტაციას, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს ჩვენი ნათქვამის სიმართლე, მოგვახსენოს, გვესაჭიროება თუ არა გაუმჯობესება და დარწმუნებული ვიყოთ, რომ არაფერს დავმალავთ.

Firefox-ის წინასწარ ვერსიებში უფრო მეტ მონაცემებს აგროვებთ?

დახარისხება. გარდა ზემოთ აღწერილი მონაცემებისა, უეცარი გათიშვისა და შეცდომების შესახებ ცნობებს ვიღებთ Firefox-ის წინასწარ გამოშვებებში.

ჩვენ ასევე შეიძლება ვაგროვებთ დამატებით მონაცემებს წინასწარ გამოშვებაში, ჩვენი კვლევებისთვის. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა საჭიროებს იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გვერდების მონაცემებს“, რომელიც შეიძლება მოიცავდეს URL-მისამართებსა და სხვა ინფორმაციას გარკვეული საიტების შესახებ. ეს გვეხმარება კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემაში Firefox-ის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა მაგალითად, როგორ უნდა მოერგოს ცნობილი ვებსაიტები ცალკეულ ენებში.

Mozilla-ს წინასწარი გამოშვების Firefox განკუთვნილია შემუშავებისთვის და ხშირად ახლდება გამოსაცდელი შესაძლებლობებით. ჩვენ აღვრიცხავთ შედარებით მეტ მონაცემებს წინასწარ გამოშვებებში, ვიდრე საბოლოოში, რომ გავარკვიოთ როგორ მუშაობს ეს საცდელი შესაძლებლობები და მზადაა თუ არა საბოლოო გამოშვებისთვის. პარამეტრებიდან შეგიძლიათ შეაჩეროთ ამ მონაცემების გაგზავნა.

და საერთოდ, რატომ აღრიცხავთ მონაცემებს?

თუ ჩვენ არ გვეცოდინება, როგორ მუშაობს ბრაუზერი და რომელ შესაძლებლობებს იყენებს ხალხი, ჩვენ მას ვერ გავაუმჯობესებთ და ვერ მოგცემთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს. ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია მონაცემთა აღრიცხვისა და ანალიზის ხელსაწყოების შექმნაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები ჩვენი პროდუქტის შესახებ, ხალხის პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვით. ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ კონფიდენციალურობის დაცვის იმ ტექნოლოგიებს, რომელთაც ვიყენებთ, როგორიცაა OHTTP.

მონაცემთა შეგროვება მაინც მაწუხებს. შემიძლია გამოვრთო?

Yes. User control is one of our data privacy principles. We put that into practice in Firefox on our privacy settings page, which serves as a one-stop shop for anyone looking to take control of their privacy in Firefox. You can turn off data collection there.

და რას იტყვით, ჩემი ანგარიშის მონაცემებზე?

ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მონაცემთა, რაც შეიძლება მეტად შემცირების, ამიტომ არ ვითხოვთ იმას, რაც არაა საჭირო.

თქვენ არ გესაჭიროებათ ანგარიში Firefox-ის გამოსაყენებლად. ანგარიშები საჭიროა მონაცემების დასინქრონებისთვის მოწყობილობებს შორის, თუმცა ჩვენ მხოლოდ ელფოსტის მისამართსა და ასაკს გეკითხებით (მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი არ ხართ).

ინფორმაციის გავრცელებისთვის თქვენ ასევე იყენებთ ციფრულ დარეკლამებას. ყიდულობთ თუ არა ხალხის მონაცემებს გამიზნული ინტერნეტრეკლამების შექმნისა და მიწოდებისთვის?

არა, ჩვენ არ ვყიდულობთ ხალხის მონაცემებს მიზნობრივი დარეკლამებისთვის.

ჩვენ ვთხოვთ ხოლმე ჩვენს სარეკლამო პარტნიორებს, რომ გამოიყენონ მხოლოდ პირველადი მონაცემები, რომელსაც საიტები და გამომცემლები ხედავენ მომხმარებლების შესახებ ანუ მხოლოდ ის, თუ რომელი ბრაუზერითა და მოწყობილობით შემოდიან საიტზე.

კარგი, როგორც ჩანს თქვენ მართლა უზრუნველყოფთ ჩემი პირადი მონცემების უსაფრთხოებას.

დიახ, ნამდვილად ასეა.

იხილეთ ვრცლად, თუ როგორ ზრუნავს Mozilla ინტერნეტის უსაფრთხოებაზე.