Micro Frontend | დეველოპმენტის გამოწვევების წარმატებად გარდაქმნა
უჩა ჯვახიშვილი | TECH Insights

Micro Frontend | დეველოპმენტის გამოწვევების წარმატებად გარდაქმნა

უჩა 2019 წლიდან ტექ სფეროშია, კარიერა Wandio-ში ჯუნიორ FE დეველოპერად დაიწყო (ReactJs, Angular2+, HTML5, CSS, SCSS, jQuery, NodeJS), 2021 წელს კი ევროპაბეთის გუნდს შემოუერთდა Front-End Developer-ის პოზიციაზე. მას შემდეგ აღმოაჩინა, რომ ტექში მუშაობისას არსებობს რთული და მარტივი გზები, რომელსაც შეგიძლია გაყვე გამოწვევების დასაძლევად. რიგ შემთხვევებში, სწორედ რთული გზაა ის, რომელიც წარმატებისკენ მიდის. ამის მაგალითია e team-ში მიკროფრონტენდის დანერგვა.


საქართველოში უამრავი კომპანია დგას ერთი დიდი გამოწვევის წინაშე.

ცხადია, ეს პრობლემას უქმნის როგორც დეველოპერებს, ისე ბიზნესს. ჩვენს გუნდში მიკროფრონტენდის დანერგვა მაშინ გახდა საჭირო, როდესაც ერთ გუნდში ბევრი დეველოპერის ყოფნამ რიგი დაბრკოლებები გამოიწვია. ასეთ დროს:

  • რთულდება კოდის ერთიანი სტრუქტურის შენარჩუნება

  • რთულდება კოდის ხარისხის კონტროლი

  • პრობლემები იქმნება პროექტში შეტანილი ცვლილებების სხვადასხვა გარემოზე გადატანისას

  • იქმნება კონფლიქტი კოდში როდესაც სხვადასხვა დეველოპერებს უწევთ ერთსა და იმავე კომპონენტში მუშაობა

  • შეხვედრების დრო მნიშვნელოვნად იზრდება, რაც უარყოფითად ისახება გუნდის ეფექტურობაზე

  • რთულდება ახალი პროდუქტების არქიტექტურის შემუშავება

  • მნიშვნელოვნად იზრდება დეველოპმენტის დრო


რა თქმა უნდა, არსებობს გამოსავალი. ჩვენს შემთხვევაში,  ბექენდში უკვე დიდი ხნის წინ გვქონდა დანერგილი მიკრო სერვისები  და საშუალება გვქონდა გუნდები ისე დაგვეყო, როგორც ამას ბიზნეს საჭიროებები მოითხოვდა, გადავწყვიტეთ რომ მსგავსი მიდგომა გვქონოდა ფრონტენდშიც, შესაბამისად, დავიწყეთ მიკროფრონტენდის დანერგვა.

უჩა ჯვახიშვილი | TECH Insights

მიკროფრონტენდი ერთ პროდუქტზე რამდენიმე გუნდის პარარელურად მუშაობის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, შესაძლებელს ხდის შეიქმნას იმ ზომის და იმ რაოდენობის გუნდები, რამდენიც კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად არის საჭირო.ამისთვის ჩვენ კომპანიაში შეიქმნა მიკროფრონტენდის პროექტისთვის საჭირო არქიტექტურა და ეტაპობრივად დავიწყეთ სხვადასხვა პროდუქტების გადატანა ახალ პროექტში.

მიკროფრონტენდმა მოგვცა შესაძლებლობა გუნდები ჩამოგვეყალიბებინა ბიზნეს პროდუქტების მიხედვით რამაც ერთი დიდი გუნდის ნაცვლად მოგვცა რამდენიმე შედარებით მცირე ზომის გუნდი. ამან უფრო ეფექტური გახადა მუშაობის პროცესი.

მნიშვნელოვნად შემცირდა შეხვედრების ხანგრძლივობა და რაოდენობა, რაც დადებითად აისახა მთლიან გუნდზე, გამარტივდა როგორც ახალი პროდუქტების დამატება, ასევე არსებულებში ცვლილებების შეტანა.

  • შეამცირა ერთ პროდუქტზე მუშაობის დრო

  • გაამარტივა ტესტირება

  • შეამცირა რისკები, რომ ერთ პროექტზე მუშაობის დროს არ დაზიანებულყო სხვა პროდუქტები


მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიკროფრონტენდის შემთხვევაში, ერთი პროდუქტის დაფაბლიშების შემდეგ, ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენისას, პრობლემა ექმნება მხოლოდ ამ კონკრეტულ პროდუქტს და არა მთლიან პროექტს რაც საკმაოდ მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია, რადგან, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ კონკრეტულ პროდუქტში არსებულ ხარვეზს გამოუწვევია მთლიანი პროექტის შეფერხება.

ბიზნესის თვალსაზრისით, მიკროფრონტენდის დადებითი მხარე არის ის, რომ კომერციული დეპარტამენტიდან შემოსული დავალებები მიდის კონკრეტულ გუნდთან, რაც ასევე უფრო ეფექტურს ხდის მათ შორის კომუნიკაციას. ამით ტექი უფრო მეტად უახლოვდება ბიზნესს.


  • ეს ტექნოლოგია არის ახალი. შესაბამისად, ბაზარზე არის გამოცდილების ნაკლებობა.

  • საკმაოდ რთული პროცესია არქიტექტურის შემუშავება და არსებული დიდი პროექტის პატარა პროდუქტებად დაყოფა.

  • არ არსებობს ერთი კონკრეტული, სწორი და გამოცდილი გზა, რომლის მიხედვითაც შეძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას.

  • არის დიდი რისკი იმისა, რომ პროექტის პერფორმანსი მნიშვნელოვნად გაუარესდეს

  • ასევე არის იმის რისკები, რომ შუა პროცესში, შეიძლება შეხვიდე ჩიხში  და გართულდეს მუშაობის გაგრძელება.

ჩვენს შემთხვევაში, საბოლოოდ ავირჩიეთ არქიტექტურა, რომლის ქომუნითი არ არის ჯერ ჩამოყალიბებული საერთო სტანდარტებზე, შესაბამისად, საკმაოდ მწირი ინფორმაცია იყო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და გვიწევდა გარკვეულ რისკებზე წასვლა, სხვადასხვა ექსპერიმენტული მიდგომების გამოყენება და ა.შ. მაგრამ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის დავნერგოთ სიახლეები, თუნდაც ეს პროცესი იყოს რთული და შრომატევადი. თუ ეს სიახლე კომპანიის ეფექტურობას გაზრდის, ამ რისკზე წასვლა გუნდის ყველა წევრს უღირს.


მიუხედავად იმისა, რომ რისკი არსებობს, მიკროფრონტენდის დანერგვა ლოგიკური გამოსავალია უამრავი გამოწვევის დასაძლევად.

ამ არქიტექტურაზე გადასვლით, გუნდები ეფექტურად აგრძელებენ მუშაობას. მცირე ზომის, ბიზნესზე ორიენტირებული გუნდები ანაცვლებენ დიდ გუნდებს, რაც უფრო ეფექტურს ხდის მთელს პროცესს. და ბოლოს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა ტექში დასაქმებულებს აძლევს შესაძლებლობას იყვნენ მეტად დამოუკიდებლები სამუშაო პროცესში. ფაქტია, ახალ ტექნოლოგიებთან შეჭიდებას თან ახლავს დაბრკოლებები და შიში, მაგრამ განვითარებისთვის და საუკეთესო შედეგების მიღებისთვის ზოგჯერ საჭიროა ამ რისკის აღებაც.

 

    

To view or add a comment, sign in

Explore topics