🧑💻 e team • europebetის ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტში წელი სიახლეებით დავიწყეთ. პროდუქტის განვითარების პროცესების გაძლიერების მიზნით, გადალაგდა გუნდები, სამუშაო პროცესები და განახლდა დეპარტამენტის სტრუქტურა. 💡 აღნიშნული ცვლილებები ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ამავდროულად ახალ შესაძლებლობებს ქმნის გუნდის წევრების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის. 🎯 Tech All Hands Meeting-ზე სწორედ ეს საკითხები იყო აქტუალური. მსგავსი შეხვედრები ყოველ კვარტალში ტარდება, ამ გზით ვუზრუნველვყოფთ ყველა დასაქმებულის ინფორმირებულობასა და ჩართულობას.