1970-იან წლებში კომპანია Magnavox მოწინავე იყო სახლის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, რომელმაც შეიმუშავა პირველი სახლის სათამაშო კონსოლი Odyssey, რომელსაც მოჰყვა კონსოლის რიგი ტექნიკურად გაუმჯობესებული ვერსიები. Odyssey²-ის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1979 აშშ დოლარს. მისი წინამორბედისგან განსხვავებით და კონსოლების, Fairchild Channel F-სადა Atari 2600-ის მსგავსად გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯს და თან მოჰყვებოდა ჯოისტიკი, რომელიც 1970-1980-იან წლებში იქცა სტანდარტად. მასში განთავსებული იყო Intel-ის 8048-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 მჰც ტაქტური სიხშირით და 64 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება.
კონსოლი იმ დროში გაყიდვებით წარმატებული აღმოჩნდა, საერთო ჯამში გაიყიდა 2 მილიონი ასლი. 2009 წელს ვიდეო თამაშების საიტ IGN-მა Odyssey²-ს, სიაში „25 საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლი“ 21-ე ადგილი მიუჩინა.[5] Odyssey²-ის გამოცემა Philips-მა შეწყვიტა 1984 წელს, თუმცა მის წარმობის შეჩერებიდან ერთი წლით ადრე, 1983 წელს წარმოადგინა ახალი პროდუქტი Videopac + G7400.