შინაარსზე გადასვლა

Blondie

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Blondie

ჯგუფი 1977 წელს, მარცხნიდან: გერი ვალენტაინი, კლემ ბერკი, დები ჰარი, კრის სტაინი და ჯიმი დესტრი
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1974–1982
1997–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები დები ჰარი
კრის სტაინი
კლემ ბერკი
ლი ფოქსი
მეტ კეტც-ბოენი
ტომი კესლერი
საიტი blondie.net
Blondie ვიკისაწყობში

Blondie — ამერიკული როკ-ჯგუფი, დაარსებული ვოკალისტ დები ჰარის და გიტარისტ კრის სტაინის მიერ.[1] იგი ამერიკაში იყო ახალი ტალღის და პანკ-როკის პიონერი, 1970-იან წლებში. მისი პირველი ალბომი შეიცავდა ორივე ჟანრის სიმღერებს. თუმცა, მიუხედავად დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში წარმატებისა, Blondie აშშ-ში ანდერგრაუნდულ ჯგუფად ითვლებოდა - სანამ 1978 წელს Parallel Lines-ს გამოსცემდა. შემდეგი სამი წლის განმავლობაში მათ დისკოგრაფიას რამდენიმე ჰიტ-სინგლი შეემატა[2], მათ შორის "Call Me", "Atomic" და "Heart of Glass". აღსანიშნავი იყო მათ მუსიკაში დისკოს,[3][4] პოპის,[3][4][5] რეპის,[4][6] და რეგის,[4] გამოჩენა, თუმცა კოლექტივი ახალი ტალღის მიმდინარეობას არასოდეს აცდენილა.

ჯგუფი დაიშალა მეექვსე სტუდიური ალბომის The Hunter შემდეგ, 1982 წელს. დები ჰარიმ სოლო კარიერა დაიწყო, თუმცა რამდენიმე წელი აგრეთვე ზრუნავდა კრის სტაინზე, რომელიც მისი პარტრნიორიც იყო - მუსიკოსს დაუდგინეს კანის აუტოიმუნური დაავადება, პემფიგუსი.[7]

1997 წელს Blondie აღდგა, წარმატებულად დაბრუნდა სცენაზე და გამოსცა შემდგომში ბრიტანეთში #1 ჰიტად ქცეული "Maria".

მომდევნო წლების განმავლობაში Blondie-ს მსოფლიოში მრავალი კონცერტი აქვს ჩატარებული[8] და ის 2006 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[9], ხოლო საერთო ჯამში გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა 40 მილიონს აღწევს[10][11] და კვლავ მატულობს.

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Chater, დევიდ (დეკემბერი 13, 2008). „The X Factor; Iraq: The Legacy; Outnumbered; Blondie; Peter Serafinowicz“. ლონდონი: Time (ჟურნალი). ციტირების თარიღი: აპრილი 26, 2010.[მკვდარი ბმული]
  2. "Blondie". Rock and Roll Hall of Fame. 2006.
  3. 3.0 3.1 Grundy, Gareth, "Blondie record Parallel Lines", The Guardian (UK), Friday ივნისი 10, 2011. "ივნისი 1978: Number 22 in our series of the 50 key events in the history of pop music"
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Pareles, Jon, "POP REVIEW; No Debutante: Blondie Returns to Its Roots", The New York Times, თებერვალი 25, 1999.
  5. Ruhlmann, William. "Parallel Lines - Blondie". AllMusic. Retrieved ნოემბერი 29, 2011.
  6. Ruhlmann, William. "Autoamerican - Blondie". AllMusic. Retrieved ნოემბერი 29, 2011.
  7. Blondie Is Back. MTV.com (აპრილი 29, 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 5, 2009. ციტირების თარიღი: აპრილი 19, 2008.
  8. Blondie Gig List.
  9. Blondie.net - Official site. Retrieved სექტემბერი 7, 2006.
  10. Blondie's Return to the Beat. Rolling Stone (აპრილი 13, 1999). ციტირების თარიღი: თებერვალი 25, 2010.[მკვდარი ბმული]
  11. TOUR ANNOUNCEMENT: "No Principals Tour". blondie.net (ივნისი 18, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 17, 2014. ციტირების თარიღი: იანვარი 12, 2014.