910-იანები
იერსახე
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | IX – X – XI |
ათწლეული: | 880-იანები 890-იანები 900-იანები
– 910-იანები – |
წლები: | 910 · 911 · 912 · 913 · 914 915 · 916 · 917 · 918 · 919 |
910-იანი (ცხრაას ათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 910-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 910 წლის 1 იანვარს და დასრულდა 919 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 910 911 912 913 914 915 916 917 918 919
- რომის პაპ სერგიუს III-ის გარდაცვალების შედეგად რომის პაპი გახდა ანასტასიუს III . იგი გახდა რომის 120-ე პაპი.
- შეიქმნა ნორმანდიის საჰერცოგო.
- ფატიმიდებმა ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქარობა დაიწყეს.
- აბულ კასიმმა ილაშქრა საქართველოში, ააოხრა თბილისი, კახეთი, ქართლი და სამცხე. ეს იყო არაბთა ბოლო ლაშქრობა საქართველოში.
- კახთა მთავარმა კვირიკე I-მა და აფხაზეთა მეფე კონსტანტინე III-მ დალაშქრეს ჰერეთი.
- რომის პაპმა იოანე X-მ იტალიის იმპერატორად აკურთხა ბერენგარ I.
- ტუნისში დაფუძნდა ქ. მაჰდია.
- ილა-აბუგიმ დაიპყრო მონღოლეთის პლატოს დიდი ნაწილი.
- საჯიდების დინასტიის წარმომადგენელი იუსუფ საჯი არაბებთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.