ჯოშუა რეინოლდზი
ჯოშუა რეინოლდზი (დ. 16 ივლისი, 1723, პლიმპტონი, დევონშირი — გ. 23 თებერვალი, 1792, ლონდონი) — ინგლისელი ფერმწერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1740–1743 წლებში სწავლობდა ლონდონში ტ. ჰადსონთან, მუშაობდა დევონშირსა და ლონდონში, 1749–1752 წლებში მოგზაურობდა ევროპაში. დააარსა ლონდონის სამხარვრო აკადემია, რომლის პირველი პრეზიდენტი თვითონ იყო (1768–1790). შემოქმედებითად აითვისა და გადაამუშავა ბაროკოს პარადული პორტრეტი. მხატვრის მიერ შექმნილი ყოფითი კომპოზიციები ბუნებრივი და დინამიკურია; მისი ფერწერისათვის დამახასიათებელია თავისუფალი მონასმები, თბილი და მსუყე კოლორიტი (ჯეინის, გრაფუნია ჰერინგტონის, პორტრეტი, 1777–1779, ჯანტინგტონის სამხატვრო გალერეა, სან-მარინო, აშშ). მხატვარი პორტრეტს ხშირად ალეგორიული სახით ხატავდა („დ. გარიკი ტრაგედიისა და კომედიის მუზათა შორის“, დაახლოებით 1760–1761, როტშილდის კოლექცია, კემბრიჯი). შექმნა მეგობართა ფსიქოლოგიური პორტრეტები (მწერალი ს. ჯონსონი, 1772, ტეის გალერეა, ლონდონი), აგრეთვე ავტოპორტრეტები, რომლის თეორიულ ნაშრომებში ჭარბობს ნორმატიულ-კლასიცისტური შეხედულებები ხელოვნური ბუნების შესახებ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 341.