შინაარსზე გადასვლა

ჭიდაობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიდაობა

ჭიდაობა 2016 წლის ოლიმპიური თამაშები
უმაღლესი ორგანო United World Wrestling
ტიპი სპორტის სახეობა

ჭიდაობასაბრძოლო ხელოვნების სახეობა და საბრძოლო სპორტი, რომელიც გულისხმობს მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებას სხვადასხვა ილეთების გამოყენებით (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და სხვა.), გარკვეული წესების ფარგლებში.

ჭიდაობის მრავალი სახეობა არსებობს: თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, კოლეგიური ჭიდაობა (Collegiate wrestling), სასროლი ჭიდაობა (Shoot wrestling), ლუტა-ლივრე, სუმო, ინდური ჭიდაობა (კუშტი), ძიუდო და მრავალი სხვა[1]. ჭიდაობის კიდევ ერთი პოპულარული სახეობაა რესლინგი, რომელიც სპორტული თეატრის სახეობაა.

ჭიდაობა პირველად გაჩნდა ძველი ბერძნული ოლიმპიური თამაშების მე-18 ოლიმპიადის დროს, ძვ. წ. 708 წელს. მისი სახელი მომდინარეობს ანგლო-საქსური სიტყვიდან wræstlunge, რომელიც „ბრწყინვალე დარბაზს“ ნიშნავს.[2]

ეგვიპტურ რელიეფზე ასახული ჭიდაობის სცენა
ძველი ბერძნული რელიეფი, ძვ. წ. 500 წელი

ჭიდაობა საბრძოლო სპორტის ერთ-ერთ უძველეს სახეობას წარმოადგენს. მისი წარმოშობა დაახლოებით 15000 წლით თარიღდება, საფრანგეთში აღმოჩენილი გამოქვაბულის ნახატების მიხედვით. ბაბილონურ და ეგვიპტურ რელიეფებზე გამოსახულნი არიან მოჭიდავეები, რომლებიც იყენებენ დღევანდელ სპორტში ცნობილ სხვადასხვა ილეთებს. ჭიდაობის შესახებ ლიტერატურული ცნობები ჯერ კიდევ ძველ აღთქმასა და ძველ ინდურ ვედებში გვხვდება. „წიგნი დაბადებისა“-ში ნათქვამია, რომ იაკობი ღმერთს ან ანგელოზს ეჭიდავებოდა[3]. ილიადაში, რომელშიც ჰომეროსი ტროას ომის შესახებ მოგვითხრობს, ასევე ნახსენებია ჭიდაობა.[4]

ძველ საბერძნეთში ჭიდაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ლეგენდებში, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში. იგი, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული, უძველესი ოლიმპიური თამაშების ძირითადი სპორტი იყო. ძველი რომაული ჭიდაობა ჰგავს ძველ ბერძნულს, ვინაიდან რომაელებმა მრავალი ასპექტი უცვლელად გადაიტანეს, მაგრამ სხვადასხვა წესების დანერგვით იგი ნაკლებად სასტიკი გახადეს. ჭიდაობა მოხსენიებულია როგორც ძველ ბერძნულ, ასევე რომაულ ლიტერატურაში. მრავალი ისტორიული ფილოსოფოსი და ლიდერი ხშირად მოიხსენიებდა სპორტს საკუთარ ნაშრომებში, მათ შორის პლატონი, სოკრატე, არისტოტელე, ქსენოფონტე, ეპიქტეტე, სენეკა, პლუტარქე და მარკუს ავრელიუსი. დიკაერქუსი წერდა, რომ პლატონი ისთმის თამაშებზე ჭიდაობდა. [5][6]

შუა საუკუნეებში, V-XV საუკუნეებში, ჭიდაობამ შეინარჩუნა პოპულარობა და მრავალი სამეფო ოჯახის, მათ შორის ინგლისში, საფრანგეთსა და იაპონიაში, განუყოფელი ნაწილი გახდა.

1904 წლიდან მოყოლებული, ჭიდაობა ოლიმპიური თამაშების უდიდესი ნაწილი გახდა.

  1. Different types of wrestling (14 February 2013).
  2. OED; see also Dictionary.com. Wrestle. dictionary.com. ციტირების თარიღი: 2007-10-08
  3. New International Version Genesis 32:24–32
  4. The Historical origins of Wrestling. collegesportsscholarships.com. ციტირების თარიღი: 21 November 2010
  5. Diogenes Laërtius, Life of Plato, V
  6. Miller, Christopher. Submission Fighting and the Rules of Ancient Greek Wrestling. ციტირების თარიღი: 2007-10-08