წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | იმერეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | წყალტუბო | ||||
კოორდინატები | 42°19′35″ ჩ. გ. 42°36′02″ ა. გ. / 42.32639° ჩ. გ. 42.60056° ა. გ. | ||||
გამგებელი | გიორგი იოსელიანი | ||||
ფართობი | 707.5 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 56 883 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 80,40 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99.50 % რუსები 0.26 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,93 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://tskaltubo.gov.ge/ | ||||
| |||||
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წყალტუბო.
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერისა და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707,5 კვ.მ. უკავია, გავრცელებულია წითელმიწა, ეწერი და ნეშომპალა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა რიონი შენაკადებით წყალტუბოსწყალი და გუბისწყალი. მათი წლიური ჩამონაედნი 1690 მლნ. კუბ. მეტრია, ხოლო წყლის ხარჯი წამში 0,28 მ³, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა კი 1420 მმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა თავშავას ტბა, ასევე ხელოვნურად შექმნილი „ცივი ტბა“ ქალაქ წყალტუბოში.
მუნიციპალიტეტის ტყის საერთო ფართი შეადგენს 24 685 ჰექტარს. წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც 345 ჰექტარს მოიცავს. აქ არის დინოზავრების ნაკვალევი და სათაფლიის კარსტული მღვიმეები, რომლებიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. მას 270 კვ. მეტრი ფართობი უჭირავს.
მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა წიაღისეული:
- ბენტონიტური თიხა - გუმბრასა და ცხუნკურში
- კირქვა
- გრანიტი - ჟონეთსა და ოფურჩხეთში
- თიხა - გეგუთში, ფარცხანაყანევსა და გვიშტიბში
- ბარიტი - ჟონეთსა და დერჩში
- ოხრა - ხომულში
- ქვა - პირველ წყალტუბოში
- ტორფი - მიწაწითელში
- ტეშენიტი - გუმათში
კურორტ წყალტუბოში მოიპოვება მინერალური თერმული წყალი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყალტუბოს მხარეში ქვის ხანის კიდევ მრავალი ნამოსახლარია აღმოჩენილი: ხომულის მღვიმე, ქვილიშორის მღვიმე, შავგორას მღვიმე, საქაჯიას მღვიმე, საწურბლიას ეხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნასოფლარი მელოური, მუხიანის, ფარცხანაყანევისა და ქვედა მაღლაკის ანტიკური სამაროვნები.
გათხრების შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ზედა პალეოლითში (ძველი ქვის ხანა) 30-40 ათასი წლის წინათ და ქვა-სპილენძის ხანაში, 7 ათასი წლის წინათ უცხოვრია. თეთრა მღვიმეში ნაპოვნი იქნა კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის IV-V ათასწლეულით თარიღდება.
1939 წლის 11 ივლისს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით წყალტუბოს რაუინი ქუთაისის რაიონს გამოეყო.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 75 061 |
2002 | 73 304 |
2014 | 56 883 |
2021[3] | 46 800 |
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 48 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 47 სოფელი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:
- 1 ქალაქი - წყალტუბო
- 12 თემი - გვიშტიბი, გუმბრა, დღნორისა, მაღლაკი, მექვენა, მუხიანი, ოფურჩხეთი, პატრიკეთი, რიონი, ქვიტირი, წყალტუბო, ცხუნკური
- 4 სოფელი - გეგუთი, ოფშკვითი, საყულია, ფარცხანაყანევი
მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი გერბი და დროშა.
საკრებულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 25 | 25 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 5 | 13 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 32 | 39 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია ტურიზმი. აქ განსაკუთრებულ როლს ასრულებს კურორტი წყალტუბო, რომელიც განთქმულია სამკურნალო თერმული წყლით. აქვე აღსანიშნავია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს სპელეოლოგიური ძეგლები: კარსტული მღვიმეები, ძაბრები და ეხები. მათგან აღსანიშნავია სათაფლიის კარსტული მღვიმეები, ხომულის მღვიმე, თეთრა მღვიმე, პრომეთეს მღვიმე, საწურბლიას ეხი, ცხუნკურის მღვიმე.
მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 30 543 ჰექტარია. სოფლის მეურნეობაში ძირითადად განვითარებულია მებოსტნეობა, მეხილეობა, მემარცვლეობა.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემორჩენილი საერო ისტორიული ძეგლებია: ხომულის, მექვენას, ქვილიშორის, გვიშტიბის, დღნორისას შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემორჩენილი საეკლესიო ისტორიული ძეგლებია: ცხუნკურის, მაღლაკის, ჭოლევის, ჭაშლეთის, დერჩის, ზედა მესხეთის, ქვედა მესხეთის, საყულიას, ფარცხანაყანევის, ზარათის, ოფშკვითის, მექვენას ეკლესიები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებიდან კი ყველაზე გამორჩეულია XII საუკუნის ქართველ მეფეთა ციხე-დარბაზი სოფელ გეგუთში - გეგუთის სასახლე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუთი მოქმედი მუზეუმია. ესენია: გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ წყალტუბოში, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩუნეშში, გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი სოფელ დერჩში, შალვა ნუძუბიძის სახლ-მუზეუმი ფარცხანაყანევში და ჯარისკაცის სახლ-მუზეუმი სოფელ ოფშკვითში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-09-08[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-09-08[მკვდარი ბმული]
|