ძირმწარასებრნი
იერსახე
ძირმწარასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გიგანტური ძირმწარა (Aristolochia gigantea) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Aristolochiaceae | ||||||||||||||
|
ძირმწარასებრნი (ლათ. Aristolochiaceae) — ორლებლიან მცენარეთა ოჯახი. მრავალწოვანი ბალახები და მერქნიანი ლიანებია, იშვიათად — სწორმდგომი ბუჩქები ან ნახევრად ბუჩქები.
აერთიანებს 7 გვარის 600-მდე სახეობას, რომლებიც ტროპიკებსა და ზომიერ სარტყელშია გავრცელებული. საქართველოში ამ ოჯახის 2 გვარის (ხარისჩლიქა და ძირმწარა) 6 სახეობა გვხვდება.
ძირმწარასებრთა ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 277.