შინაარსზე გადასვლა

ქუნარის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილაიეთი
ქუნარის პროვინცია
کونړ‎
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი Asadabad
შიდა დაყოფა Asadabad, Bar Kunar, Chapa Dara, Dangam, Dara-I-Pech, Ghaziabad, Khas Kunar District, Marawara District, Narang Aw Badil District, Nari District, Nurgal District, Chawkay, Shaigal Aw Shiltan District, Sirkanay District და Watapur District
კოორდინატები 35.0°00′00″ ჩ. გ. 71.2°00′00″ ა. გ. / 35.00000° ჩ. გ. 71.20000° ა. გ. / 35.00000; 71.20000
ფართობი 4 942 კმ²
ოფიციალური ენა პუშტუ და დარი
სალაპარაკო ენები პუშტუ
მოსახლეობა 417 300 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 84,44 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა პუშტუნები
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30

ქუნარის პროვინცია (პუშტუ کونړ‎, დარი کنر Konar) — პროვინცია ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთით ნანგარჰარის პროვინციას, დასავლეთით ლაღმანის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთით ნურისტანის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ჰუბერ-პახტუნხვას პროვინციას პაკისტანში და აღმოსავლეთით პაკისტანის ფედერალური ადმინისტრირების ტომთა ტერიტორიებს..

გეოგრაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია მდებარეობს ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი მოიცავს 4339 კვ. კმ-ს. ტერიტორიის თითქმის 9/10 (86%) პროვინციის მთიანი ან ნახევრად მთიანი რელიეფია, ხოლო 1/8 (12%) ფართობი შედგება შედარებით მთისწინა ზოლისაგან. პროვინციია ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ქუნარი, რომელიც სათავეს იღებს პამირის მთებიდან და მიედინება სამხრეთით და სამხრეთით-დასავლეთით. იგი ჯალალაბადთან უერთდება მდინარე ქაბულს, რომლის წყალობით ჩაედინება მდინარე ინდის აუზში. მდინარე ქუნარი თავისი შენაკადებით ქმნის ვიწრო ხეობებს , მთები ციცაბოკლდოვანია. აქ ბევრია ბუნებრივი დაბრკოლება, რაც აფერხებს ტრანსპორტის განვითარებას. გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუაებები მნიშვნელოვნად შეზღუდულია. 21-ე საუკუნეშიც კი აქ ფეხით ან ცხოველებით გადაადგილდებიან.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუნარის პროვინცია იყოფა 16 ოლქად. ესენის

  • ასადაბადი
  • ასმარი
  • ბარ-კუნარი
  • ბატა-პური
  • ღაზიაბადი
  • დანგამი
  • დარა-ი-პეჩი
  • ხას-ქუნარი
  • მარავარა
  • ნარანგი
  • ნარი
  • ნურგალი
  • სირკანაი
  • შაიგალ ვა შინტანი
  • ჩაპა-დარა
  • ჩავკაი
ხიდი მდინარე ქუნარზე

უკანასკნელი სტატისტიკური მმონაცემების მიხედვით პროვინციის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა პუშტუნებია. ისინი შეადგენენ მოსახლეობის 95%-ს. დანარჩენი 5% ნურისტანელები არიან. სალაპარაკო ენას წარმოადგენს პუშტუ ენა. მოსახლეობა თითქმის პრაქტიკულად ყველა ისლამისტური მიმდინარეობა სუნიზმის მიმდევარია.

ქუნარის მოსახლეობის 96% ცხოვრობს სოფლად. მხოლოდ 4% ცხოვრობს ქალაქად.

ქუნარის პროვინცია მაურიების იმპერიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ დროს, როდესაც მიმდინარეობდა დიადოხოსების ბრძოლა, ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ვითარდებოდა მაურიების იმპერია. იმპერიის დამაარსებელი ჩანდრაგუპტა მაურია ძვ.წ.305 წელს შეეჯახა მაკედონურ ძალებს სელევკე I ნიკატორი-ს მეთურობით. ხანმოკლე კონფლიქტი შემდეგ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, სელევკემ მაურიებს გადასცა განდჰარა, აქაროზია (ძველი ყანდაარის მახლობლად), და სამხრეთის ოლქები ბაგრამიდან (შეესაბამება თანამედროვე ავღანეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს). 120 წლის განმავლობაში მაურიებმა სამხრეთ ავღანეთში გაავრცელეს ბუდიზმი, რომელიც ადგილობრივ ზოროასტრიზმთან ერთად ერთ-ერთი ძირითადი რელიგია გახდა ამ რეგიონში. უძველესი გზა, რომელიც დღესაც აკავშირებს ქაბულს პენჯაბის სხვადასხვა ქალაქებთან და ინდ-განგის დაბლობთან, სწორედ მაშინ აიგო. ამ პერიოდში განვითარდა ვაჭრობა, შემუშავდა არქიტეტურისა და ხელოვნების ძირითადი თავისებურებანი, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სტუპას მშენებლობაში. იმპერატორ აშოკას დროს კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს მიაღწია განვითარების პროცესებმა. მიუხედავად იმისა, მაურიების იმპერიაში გამოიყენებოდა ძირითადად პრაკრიტული ენა, ავღანეთის ტერიტორიაზე ჩართულია დამატებით ორი ენა - ბერძნული და არამეული, როგორც სასამრთლო წარმოების ენები.

ყანდაარში აღმოჩენილი იქნა ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერები - მაურიების იმპერატორ აშოკას კოდექსების 13 ფრაგმეტი, აგრეთვე, ბერძნულ და არამეულ ენებზე დაწერილი სრული ბრძანებულება. ისინი შესრულებულია ბრწყინვალე კლასიკური ბერძნულით, რთული ფილოსოფიური ტერმინების გამოყენებით.

რეგიონი წარსულში მრავალი იმპერიის შემადგენელი ნაწილი ყოფილა. მათ შორის, დურანის იმპერიის. მრავალი ისტორიულ და სახელმწიფო მოღვაწეს დაუდგამს ფეხი ამ მიწაზე, მათ შორის, ალექსანდრე დიდს, მაჰმუდ ღაზნევს, სიუან ცზანს, იბნ ბატუტას, და სხვ. არქეოლოგები ძვ.წ. 800-1000 წლით ათარიღებენ მუსლიმური სამარხის სახის გამაგრებულ სისტემას, რომელიც აღმოჩენილია სარაი-ჩაგასთან, პეჩ-ქუნარის სიახლოვეს.

მის შესახებ წერდა დიდ მოგოლთა იმპერატორი ბაბური თავის ცნობილ ნაწარმოებში ”ბაბურნამე”. იგი ამბობდა, რომ აქ მდებარეობს შუა საუკუნეების ცნობილი პოეტის მირ ალი საიდ ჰამადანის საფლავი, რომელიც გარდაიცვალა 1384 (მუსლიმური კალენდრით 786). რომ მირ ალი საიდ ჰამადანი არის ქაშმირის შალის პირველი გამომგონებელი. აქვე აღწერილია აგრიკულტურები - ლიმონი, ფორთოხალი, კორიანდრი, ხილის ბაღები, ძლიერი ყვითელი ღვინოები და სხვა, აღწერილია გარდაცვლილი ქალის ცერემონიალი. ბაბური ახსენებს პატარა ქალაქ ჩაგან-სარაის და აღწერს მუსლიმთა ყოფას, ტრდადიციებს აგრეთვე, იმ მოვლენებს, რომელიც მტრის თავდასხნების მოგერიებისას უხდებოდა ქალაქს.

ზოგიერთი ბრიტანული წყარო 1800-ანი წლების დიდი თამაშების პერიოდში უფრო დეტალურად აღწერს ქუნარს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი 1881 წ. წყარო ქუნარის სხვადასხვა ლიდერებს და მათ ურთიერთ და დოსტ მუჰამედ-ხანს შორის კონფლიქტებს. ასევე, მათ დამოკიდებულებას ინგლისელებთან. სახელწოდებებს შორის დიდ განსხვავებას ვხედავთ. მაგალითად, ქუნარი ზოგიერთ წყაროში მოხსენიებულია, როგორც ”კამა” ან ”კაშტოკი”. დედაქალაქი მოხსენიებულია სახელით ”პაშოტი”. რომელიც თანამედროვე რუკაზე საერთოდ არ არის ნაჩვენები.

1891 წლის წიგნში ქუნარის რეგიონი განიხილება, როგორც მდინარე ქუნარის ქვედა და ზედა (სადაც მდინარე ქუნარს მდინარე ჩირტალს უწოდებენ) ოლქების ავღანელ მმართველებს შორის განხეთქილების საგანი. მთავარი ქალაქი ჩიტრალი (თანამედროვე პაკისტანში ) იყო პრაქტიკულად ბაზა ბადშაჰში, რომელსაც მართავდა ქაშმირის მაჰარაჯა

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დოკუმენტის თანახმად პუშტუნები ქუნარიდან და კაფირები ქუნარსა და ნურისტანიდან გაერთიანდნენ მე-20 საუკუნეში. 1950-ან წლებში აქ დამკვიდრდა ფუნდამენტური რელიგია, რამაც შეუწყო ხელი ამ ხალხის გაერთიანებას, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა. მათი სწრაფი და მჭიდრო გაერთიანება პრაქტიკულად მოხდა ავღანეთის ომის პერიოდში (1979-1988 წ.წ.). ზოგიერთი პირველი ანტისამთავრობო ძალა, ფაქტობრივად, რეგიონში გაიზარდა.

ასადაბადის მახლობლად ქალაქ ქერალას ბრძოლისას 1979 წელს ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული მთავრობის და მისი საბჭოთა მრჩევლების მიერ მასობრივად განადგურდა სოფლის მოსახლეობის მამრობითი სქესი. მოგვიანებით, ოლქში შეიჭრა ათასობით საბჭოთა და ავღანური კომუნისტური ჯარის ნაწილები, რის შედეგადაც პაკისტანის ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციას მასობრივად მიაწყდა ათი ათასობით ლტოლვილი ავღანეთიდან. შეიქმნა სპეცნაწილების ბაზები ქალაქებში - ასადაბადი, ჯალალაბადი, და სხვ. მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ მოჯაჰედები, რომლებიც კარგად ცნობდნენ ადგილობრივ გეოგრაფიულ პირობებს და წარმატებებსაც აღწევდნენ კომუნისტურ ნაწილებთან ბრძოლაში. მათ ფაქტობრივად მდინარე ქუნარის ხეობის მსხვილი ქალაქები ციხესიმაგრეებად აქციეს.

ბოლოს და ბოლოს, მოჯაჰედთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჯამილ ალ-რაჰმანმა ჩამოაყალიბა მოძრაობა, რომელიც აღიარებდა ისლამის მკაცრად ინტერპრეტირებულ რელიგიურ მიმდინარეობას - ვაჰაბიზმს ან სალაფიზმს. თავდაპირველად, მას მხარს უჭერდნენ საუდის არაბეთში, მოგვიანებით კი ახალი რელიგიური აღმსარებლობა აღიარა მრავალმა ადამიანმა იგივე საუდის არაბეთიდან და ეგვიპტიდან. ამით ისინი მხარს უჭერდნენ ავღანეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ჩამოდიოდნენ ავღანეთში ჯიჰადის საწარმოებლად.

როგორც კი საბჭოთა კავშირი დამარცხდა და 1988 წელს გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან, მოჯაჰედთა ჯგუფის ლიდერებმა ხიზბ ი-ისლამმა და გულბუდინ ჰეკმატიარმა პირველობისათვის დაიწყეს ბრძოლა ჯამილ ალ-რაჰმანთან. ჰეკმატიარმა გაიმარჯვა და შედეგად მისმა ჯარებმა გაძარცვეს ასადაბადი. თუმცა 1996 წელს თალიბანის მეთაურმა მულა ომარმა განდევნა ქუნარის პროვინციიდან ჰეკმატიარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]