22 სექტემბერს ავსტრიის ერცჰერცოგმა ფერდინანდმა დუნაის არმია მდინარეილერსა და დუნაის შორის განალაგა. მასთან თანამოქმედებისათვის უკრაინიდან მოდიოდა მიხეილ კუტუზოვის რუსული არმია. 26 სექტემბერს ნაპოლეონის საფრანგეთის არმიამ მტრის ცალ-ცალკე განადგურების მიზნით ჯერ რაინი, შემდეგ დუნაი გადალახა და ულმთან 14-15 ოქტომბერს ავსტრიელები ალყაში მოაქცია. 20 ოქტომბერს ავსტრიის არმიის მეთაურმა კარლ მაკმა კაპიტულაცია გამოაცხადა.