ტიჩინო (მდინარე)
ტიჩინო | |
---|---|
ტიჩინო მდინარე პოს აუზში | |
ქვეყანა | შვეიცარია იტალია |
სათავე | ვალ-ბედრეტო |
სიგრძე | 248 კმ |
აუზის ფართობი | 7 228 კმ² |
ტიჩინო ვიკისაწყობში |
ტიჩინო (იტალ. Ticino; ლომბარდ. Tisín; გერმ. Tessin; ლათ. Ticinus) — მდინარე შვეიცარიასა და იტალიაში, პოს მარცხენა შენაკადი. მისგან იღებს სახელს შვეიცარიის ერთ-ერთი კანტონი (ტიჩინო), სადაც მისი ზემო ნაწილი მიედინება.
სათავეს იღებს შვეიცარიაში, ვალ-ბედრეტოში, ვალესა და ტიჩინოს კანტონების საზღვარზე და შემდეგ ჩაედინება ლაგო-მაჯორეს ტბაში, საიდანაც გამოსვლისას ის უკვე იტალიის ტერიტორიაზე აგრძელებს დინებას. მისი სიგრძე 248 კმ-ია. პოს ერწყმის ქალაქ პავიის სიახლოვეს. აუზის უმაღლესი წერტილია მწვერვალი გრენცგიპფელი (4 618 მ). ქვემო დინებაში, ტიჩინოს უერთდება მდინარე ანცა.
შვეიარიაში, ტიჩინოზე აგებულია ჰიდროელექტროსადგური, იტალიაში კი მას უმთავრესად საირიგაციოდ იყენებენ.
მდინარის ნაპირებთან, ძვ. წ. 218 წელს გაიმართა მეორე პუნიკური ომის პირველი ბრძოლა (ტიცინის ბრძოლა) კართაგენელებსა (ჰანიბალის მეთაურობთ) და რომაელებს (პუბლიუს კორნელიუს სციპიონის მეთაურობით) შორის.