სუ-27
სუ-27 | |
---|---|
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სუ-27УБ | |
ფუნქცია | გამანადგურებელ-გადამტაცი |
შემქმნელი | სუხოი |
პირველი გაფრენა | 20 მაისი 1977 |
წარდგენა | დეკემბერი 1984 |
სტატუსი | წარმოებაში/გამოყენებაში |
მომხმარებლები | რუსეთის სსძ ჩინეთის სსძ ყაზახეთის სსძ |
წარმოების წელი | 1984 - დღემდე |
რაოდენობა | 680 |
ღირებულება | US$35 მილიონი |
ვარიანტები | სუ-30 სუ-33 სუ-34 სუ-35 სუ-37 J-11 |
სუ-27 (რუს. Су-27, ნატოს კლასიფიკაციით „Flanker-B“; ქარხნული შიფრი Т-10С) — სუხოის მიერ დაპროექტებული ორძრავიანი ზემანევრული საბჭოთა/რუსული გამანადგურებელი. იგი შეიქნა როგორც აშშ-ის მეოთხე თაობის გამანადგურებლების F-14 „ტომქეთის“ და F-15 „იგლის“ საპირწონე, რომლებსაც ჰქონდათ მოქმედების სიშორე 3,530 კილომეტრი, თანამედროვე რთული ავიონიკა, მაღალი მანევრულობა და მძიმე აღჭურვა. სუ-27 უმეტესად განკუთვნილია საჰაერო ბატონობის მოსაპოვებლად, თუმცა მის თანამედროვე მოდიფიკაციებს თითქმის სრული სპექტრის საჰაერო საბრძოლო ოპერაციების შესრულება შეუძლიათ.
სუ-27 გამოყენება დაიწყო 1985 წელს საბჭოთა საჰაერო ძალების მიერ. მისი პირველადი ამოცანები იყო შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვა ამერიკული SAC B-1B და B-52G/H მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენებისგან, საბჭოთა სანაპიროს დაცვა ავიამზიდებისგან და საბჭოთა მძიმე ბომბდამშენების ტუ-95 ტუ-22მ-ის და ტუ-160-ის შორეული ესკორტირება.
არსებობს სუ-27 მონათესავე რამდენიმე პროექტი. სუ-30 არის ორადგილიანი, ორმაგდანიშნულებიანი გამანადგურებელი ყველაამინდოვანი, ჰაერი-ჰაერი და ჰაერი-მიწა ამოცანების შესასრულებლად. სუ-33 (ნატოს კოდი: Flanker-D) არის ფლოტის საზღვაო ბაზირების თავდაცვითი გზაგადამჭრელი, გამოიყენება ავიამზიდებზე. შემდგომი ვერსიებია გამანადგურებელ-ბომბდამშენი (საფრონტო ბომბდამშენი) სუ-34 (ნატოს კოდი: Fullback) და საჰაერო თავდაცვითი გაუმჯობესებული გამანადგურებელი სუ-35 (ნატოს კოდი: Flanker-E).
შემუშავება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს სამჭოთა კავშირმა შეიტყო აშშ-ის საჰაერო ძალების პროგრამა „F-X“ პროგრამის შესახებ, რომლის საბოლოო შედეგია F-15 „იგლი“. საბჭოთა ხელისუფლებამ მალევე გააცნობიერა, რომ ამერიკულ ახალ გამანადგურებელს საბჭოთა იმდროინდელ გამანადგურებლებზე სერიოზული ტექნოლოგიური უპირატესობა გააჩნდა. საჭიროება იყო შექმნილიყო უკეთ დაბალასებული გამანადგურებული, რომელსაც ექნებოდა როგორც კარგი მანევრულობა ასევე თანამდეროვე ავიონიკა. საპასუხოდ საბჭოთა გენერალურმა შტაბმა გამოსცა პერსპექტიული საფრონტო გამანადგურებლის (პსგ; Перспективный Фронтовой Истребитель, ПФИ) პროექტის მოთხოვნა. პერსპექტიულ გამანადგურებელს საკმაოდ ამბიციურ ამოცანებს უწესებდნენ - შორი მოქმედება, ასაფრენი ველის ეფექტიანი გამაყენება, რაც გულისხმობს ასაფრენ-დასაფრენად მოკლე გარბენის შესრულებას, შესანიშნავი მანევრულობა, 2+ მახი სიჩქარე და მძიმე შეიარაღება. როდესაც აღმოჩნდა, რომ ასეთი მოთხვნების ერთი თვითმფრინავისთვის შესრულება ზედმეტად რთული და ძვირი იყო, გადაწყდა პსგ-ის პროექტი ორად გაყოფილიყო: მსუბუქი პსგ (Лёгкий ПФИ, ЛПФИ) და მძიმე პსგ (Тяжелый ПФИ, ТПФИ). მსუბუქი პსგ-ის პროექტის შედეგია მიკოიანის მიგ-29, მოკლე სიშორის ტაქტიკური გამანადგურებელი, ხოლო მძიმე პსგ-ის პროექტი გადაეცა სუხოის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს, რომელმაც გამოუშვა სუ-27 და მისი სხვა ვარიენტები.
სუხოის პროექტს, რომელმაც საბჭოელების მიერ F-15-ის მახასიათებლების გაგების შემდეგ ცვლილებები განიცადა, მიიღო აღნიშვნა ტ-10, რომელმაც პირველი ფრენა 1977 წლის 20 მაისს შეასრულა. თვითმფრინავს ჰქონდა დიდი ფრთა, განცალკევებული გონდოლებში მოთავსებული ორი ძრავი და წყვილი კუდი. ძრავებსშორისი „მილი“, ისევე როგორც F-14 „ტომქეთში“, ასრულებს დამატებითი ამწევი ზედაპირის ფუნქციას და ფარავს შეიარაღებას რადარებისგან.
საჰაერო ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ რაც ტ-10 შემჩნეულ იქნა ნატოს დამკვირვებლების მიერ მას მიენიჭა ნატოს კოდით აღნიშვნა „Flanker-A“. ტ-10-ის შემუშავება მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე მიმდინარეობდა. 1978 წლის 7 მაისს თვითმფრინავის მეორე პროტოტიპა ქარხნული შიფრით ტ-10-2 კატასტროფა განიცადა. გამოძიების დასკვნით ავარია ელექტროდისტანციურ მართვის სისტემის თვალსაჩინო ნაკლოვანებებმა გამოიწვია. სერიოზული გადაკეთებების შემდეგ ქარხნული შიფრით ტ-10-7 თვითმფრინავმა, რომელსაც ამჟამად შიფრი ტ-10ს შიფრი აქვს, პირველი ფრენა 1981 წლის 20 აპრილს შეასრულა. მართვაში პრობლემების გამო ამ პროტოტიპმაც კატასტროფა განიცადა. მალევე ტ-10ს მოდელი შეიცვალა ტ-10-12 მოდელით, აგრეთვე ცნობილი როგორც ტ-10ს-2. 1981 წლის 23 დეკემბერს ეს მოდელიც ჩამოვარდა, მაღალ სიჩქარეზე გამოცდისას მფრინავი დაიღუპა. საბოლოოდ სადემონსტრაციო მოდელი ტ-10-15, იგივე ტ-10ს-3, გახდა სუ-27-ის საბოლოო კონფიგურაცია.
ტ-10ს-3 შეიცვალა და ოფიციალურად მიიღო აღნიშვნა პ-42, რომელმაც არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა დროში და სიმაღლეში, რითაც 1975 წელს მსგავსი მოდიფიკაციის F-15 „The Streak Eagle“-ის მიერ დამყარებული რეკორდები მოხსნა. პ-42-დან კოდით „Streak Flanker“ ამოღებულ იქნა სრული შეიარაღება, რადარი და საექსპლუატაციო აღჭურვილობა.
ტექნიკური მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Su-27P-ს ძირითადი | მონაცემები |
---|---|
ტიპი: | გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი |
სიგრძე: | 21,93 მ |
ფრთაგაშლილობა: | 14,70 მ |
ფრთების ფართობი: | 62,04 მ² |
ფრთის სიგრძე: | 3,48 |
ფრთების დატვირთვა: |
|
სიმაღლე: | 5,93 მ |
ცარიელი წონა: | 16.870 კგ |
ნორმალური ასაფრენი წონა: | 23.430 კგ |
მაქსიმალური ასაფრენი წონა: | 30.450 კგ |
საწვავის რაოდენობა: | დაახ. 9.400 კგ |
გადატვირთვის ლიმიტი: | -3/+9 g |
მაქსიმალური სიჩქარე: |
|
მაქსიმალური ჭერი: | 18.500 მ |
სწრაფსვლა: | 325 მ/წმ |
მოქმედების რადიუსი: | 1.340 კმ |
ფრენის მანძილი: | 3.530 კმ |
ადგილი: | 1 მფრინავი |
ძრავა: | Mantelstromtriebwerke |
სიმძლავრე: |
|
სიმძლავრე-წონის შეფარდება: |
|
შეიარაღება: |
|
მომხმარებელი ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით 680 სუ-27 იქნა გამოშვებული, როგორც საბჭოთა კავშირის ასევე რუსეთის მიერ.
- ანგოლა
- 2010 წლის დეკემბრის მონაცემებით ანგოლის ეროვნულ საჰაერო ძალებს ჰყავს 7 სუ-27.[1]
- ბელარუსი
- ბელარუსის საჰაერო ძალებმა საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღო 23 სუ-27, 2010 წლის მონაცემებით მათგან 22 არის გამოყენებაში.[1]
- ჩინეთი
- 1991 ქელს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი ჯარის საჰაერო ძალებს ჰყავდა დაახლოებით 76 სუ-27. 1999 წელს ყველა მათგანზე მოხდა კარკასის და შასის გაძლიერება. 2009 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიდო ხელშეკრულება რის საფუძველზეც ჩინეთმა დაიწყო ანალოგიური საბრძოლო თვითმფრინავის - შენიან ჯ-11 წარმოება.[2]
- ერიტრეა
- ერითრეის საჰაერო ძალებმა 2003 წელს მიიღო 8 სუ-27SK/27UBs. ხოლო 2010 წლის დეკემბრისთვის ჰყავდა 6 სუ-27.[1]
- ეთიოპია
- ეთიოპიის საჰაერო ძალების შემადგენლობაშია 11 სუ-27SKs, 3 სუ-27Ps და 4 სუ-27UBs.[3]
- ინდონეზია
- ინდონეზიის საჰაერო ძალების შემადგენლობაში 2010 წლის სექტემბისთვის იყო 2 სუ-27SK და 3 სუ-27SKM.[4]
- ყაზახეთი
- ყზახეთის შეიარაღებული ჯარების განკარგულებაში 2010 წლის დეკემბრისთვის იყო 30 სუ-27.[1] ასევე ჰქონდა შეკვეთილი კიდევ 12.[3]
- რუსეთი
- რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის 260 სუ-27S/P, მათგან 50 სუ-27UB. განახლების პროგრამა დაიწყო 2004 წელს, შესაბამისად 2011 წის ნოემბრისთვის მათ ჰყავდათ დაახლოებით 100 სუ-27SM.[5][6][7] RusAF received twelve Su-27SM3 aircraft in December of 2011.[8]
- უკრაინა
- უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაშია 70 სუ-27, მათგან მხოლოდ 16-ია მუშა მდგომარეობაში.[9]
- უზბეკეთი
- უზბეკეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაშია 25 სუ-27.[3]
- ვიეტნამი
- ვიეტნამის სახალხო საჰაერო ძალების შემადგენლობაში 12 სუ-27SKs და 3 სუ-27UBK შედის.[10]
- აშშ
- ორი სუ-27 მოხვდა ამერიკის შეერთბულ შტატებში 1995 წელს.[3][11] ხოლო კიდევ ორი 2009 წელს კერძო კომპანიამ უკრაინისგან საბრძოლო თვითმფრინავების გამოფენისთვის შეიძინა.[12]
ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "ECA Program Su-27 Flankers Destined for Iceland". Air International. October 2010, Vol. 79 No. 4. p. 9. ISSN 0306-5634.(ინგლისური)
- Gordon, Yefim. Sukhoi Su-27 Flanker: Air Superiority Fighter. Airlife Publishing, 1999. ISBN 1-84037-029-7. (ინგლისური)
- Gordon, Yefim and Peter Davison. Sukhoi Su-27 Flanker, Specialty Press, 2006. ISBN 978-1-58007-091-1.(ინგლისური)
- Modern Combat Aircraft: Reference guide, pp. 50–51. Minsk, "Elida", 1997. ISBN 985-6163-10-2. (რუსული)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Su-27SК Sukhoi დაარქივებული 2008-10-21 საიტზე Wayback Machine.
- Su-27 page on knaapo.ru დაარქივებული 2007-01-11 საიტზე Wayback Machine.
- Su-27SК Russia Military Analysis
- Su-27 page GlobalSecurity.org
- Sukhoi Flankers – The Shifting Balance of Regional Air Power
- Asia's Advanced Flankers დაარქივებული 2006-01-14 საიტზე Wayback Machine.
- The Su-27SKM
- Su-27 free walkaround (37 shots)
- Su-27UB walkaround photos დაარქივებული 2009-11-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 "Directory: World Air Forces". Flight International, 14–20 December 2010.
- ↑ Andreas Rupprecht. December 2011. "China's 'Flanker' gains momentum. Shenyang J-11 update". Combat Aircraft Monthly. Vol.12, No.12, p.40-42.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Niels Hillebrand. (11 October 2008) Su-27 Flanker Operators List. MILAVIA. ციტირების თარიღი: 12 October 2008.
- ↑ Russia recently handed over to Indonesia three fighters Su-27SKM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-12. ციტირების თარიღი: 2012-07-27.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-29. ციტირების თარიღი: 2012-07-27.
- ↑ http://lenta.ru/news/2011/11/03/su27sm/
- ↑ AirForces Monthly, Dec 2010
- ↑ "Sukhoi Delivers 12 New Multi-Purpose Fighters To Russian Air Force დაარქივებული 2012-04-25 საიტზე Wayback Machine. , "Ottawa Citizen", 23 December 2011
- ↑ http://mil.in.ua/vynyschuvachi/su-27
- ↑ OrBat Vietnam – MilAvia Press.com: Military Aviation Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-22. ციტირების თარიღი: 2012-07-27.
- ↑ Gordon and Davison 2006, p. 101.
- ↑ U.S. buys Su-27 fighters from Ukraine for 'aggressor' training | World | RIA Novosti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-15. ციტირების თარიღი: 2012-07-27.
|