შინაარსზე გადასვლა

სიტყვის თავისუფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეონორ რუზველტი და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

სიტყვის თავისუფლება — პრინციპი, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდის ან საზოგადოების თავისუფლებას, დააფიქსიროს საკუთარი აზრი და იდეები შურისძიების, ცენზურისა და სამართლებრივი სანქციების შიშის გარეშე. ტერმინი „გამოხატვის თავისუფლება“ ზოგჯერ სიტყვის თავისუფლების სინონიმად გამოიყენება, მაგრამ მოიცავს ინფორმაციისა და იდეების მიღებას ნებისმიერ საშუალებით.

გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია როგორც ადამიანის ძირითადი უფლება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR) მე -19 მუხლით. ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (ICCPR). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR)[1] მე-19 მუხლში ნათქვამია, რომ „ყველას აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება ჩარევის/შეზღუდვის გარეშე“ და „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ინფორმაციის თავისუფლებას და იდეების მოძიების, მიღებისა და გაცემის თავისუფლებას, შეზღუდვის მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი, ბეჭდური, ხელოვნური ფორმით, ან მედიის საშუალებით, ადამიანის არჩევანის მიხედვით. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (ICCPR) მე-19 მუხლი ამტკიცებს, რომ ამ უფლებების განხორციელება გულისხმობს „განსაკუთრებულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს და შეიძლება ექვემდებარებოდეს გარკვეულ შეზღუდვებს მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია სხვათა უფლებების ან რეპუტაციის პატივისაცემად, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.[2]

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც აბსოლუტური უფლება. სიტყვის თავისუფლების საერთო შემზღუდველი საზღვრები გულისხმობს ამ უფლების შეზღუდვას შემდეგი ქმედებების განხორციელებისას: ცილისწამებას, უხამსობას, პორნოგრაფიას, შეურაცხყოფას, წაქეზებას, ჩხუბის გამომწვევ სიტყვებს, საიდუმლო ინფორმაციას, საავტორო უფლებების დარღვევას, სავაჭრო საიდუმლოებას, სურსათის ეტიკეტირებას, საიდუმლო ხელშეკრულებას, კონფიდენციალურობის უფლებას, ღირსებას, დავიწყების უფლებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და დაცინვას.[3]

ჯონ სტიუარტ მილის ნაწარმოებში „თავისუფლების შესახებ“ ზიანის პრინციპი დასაბუთებულია შემდეგნაირად, რომ „ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც ძალაუფლება შეიძლება მართლზომიერად განხორციელდეს ცივილიზებული საზოგადოების ნებისმიერ წევრზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, არის სხვისთვის ზიანის თავიდან აცილება“.

„დანაშაულის პრინციპის“ იდეა ასევე გამოიყენება სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის დასაბუთებისას, როცა საქმე საზოგადოების შეურაცხყოფას ეხება. შეზღუდვისას გათვალისწინებულია, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა წარმოთქმული სიტყვის ხანგრძლივობა, სპიკერის მოტივი და ზერელე დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იქნას თავიდან აცილებული. ციფრული ხანის განვითარებასთან ერთად, სიტყვის თავისუფლების გამოყენება/შეზღუდვა უფრო საკამათო ხდება, რადგან კომუნიკაციის ახალი საშუალებები და შეზღუდვები წარმოიქმნება, მაგალითად, Golden Shield Project, ჩინეთის მთავრობის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ინიციატივით, რომელიც ფილტრავს უცხო ქვეყნების პოტენციურად არახელსაყრელ მონაცემებს.

ორატორი სპიკერთა კუთხეში, ლონდონი, 1947.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აქვს დიდი ისტორია, რომელიც წინ უძღვის თანამედროვე ადამიანის საერთაშორისო უფლებების ინსტრუმენტებს. ფიქრობენ, რომ თავისუფალი სიტყვის ძველი ათენური დემოკრატიული პრინციპი შესაძლოა წარმოიშვა ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს ან V საუკუნის დასაწყისში, ქრისტეშობამდე. ასევე, რომის რესპუბლიკის ფასეულობებში შედის სიტყვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება.

სიტყვის თავისუფლების ცნებები აღმოჩენილია ადამიანის უფლებების ადრეულ დოკუმენტებში. ინგლისის 1689 წლის კანონპროექტმა კანონიერად დაამყარა პარლამენტში სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება, რომელიც დღემდე ძალაშია. 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის დროს მიღებული „ადამიანის და მოქალაქის უფლებების დეკლარაციამ“ დაადასტურა სიტყვის თავისუფლება, როგორც განუყოფელი უფლება. დეკლარაცია ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებას მე-11 მუხლში, სადაც ნათქვამია: „იდეებისა და მოსაზრებების თავისუფალი კომუნიკაცია ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია. შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს, წეროს და ბეჭდოს, მაგრამ პასუხისმგებელია ამ თავისუფლების დარღვევაზე, რაც კანონით არის განსაზღვრული“.

1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი ამბობს: „ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება; ეს უფლება გულისხმობს აზრის არჩევის თავისუფლებას, ჩარევის გარეშე, ინფორმაციის და იდეების მოძიებას, მიღებას და გავრცელებას ნებისმიერი მედიის საშუალებით, საზღვრების მიუხედავად“.

დღეს სიტყვის თავისუფლება ან გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონულ სამართალში. ეს უფლება დაცულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-13 მუხლში და ადამიანის და ხალხთა უფლებების შესახებ აფრიკის ქარტიის მე-9 მუხლში. ჯონ მილტონის ასაბუთებს, რომ სიტყვის თავისუფლება გაგებულია, როგორც მრავალმხრივი უფლება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ინფორმაციისა და იდეების გამოხატვას, ან გავრცელებას, არამედ ამბბობს, რომ მას აქვს სამი განსხვავებულ ასპექტს:

  1. ინფორმაციის და იდეების მოძიების უფლება;
  2. ინფორმაციის და იდეების მიღების უფლება;
  3. ინფორმაციის და იდეების გაცემის უფლება.

საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული სტანდარტები ასევე აღიარებენ, რომ სიტყვის თავისუფლება, როგორც გამოხატვის თავისუფლება, მოიცავს ნებისმიერ საშუალებას, იქნება ეს ზეპირი, წერილობითი, ბეჭდური, ინტერნეტით თუ ხელოვნური ფორმით. ეს ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლების, როგორც უფლების, დაცვა მოიცავს არა მხოლოდ შინაარსობრივ მხარეს, არამედ გამოხატვის საშუალებებსაც.

კავშირი სხვა უფლებებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება მჭიდრო კავშირშია სხვა უფლებებთან და შეიძლება შეზღუდული იყოს სხვა უფლებებთან კონფლიქტის დროს. გამოხატვის თავისუფლების უფლება ასევე უკავშირდება სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლო პროცესის უფლებას, რამაც შეიძლება შეზღუდოს ინფორმაციის მოძიების პროცესი, ან განსაზღვროს შესაძლებლობები და საშუალებები, რომლითაც ვლინდება გამოხატვის თავისუფლება სასამართლო პროცესებში. როგორც ზოგადი პრინციპი, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება არ შემოიფარგლოს როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, აგრეთვე სხვისი პატივისცემა და რეპუტაცია. არამედ, მას აქვს უფრო დიდია საზღვრები, მაშინ როცა საზოგადო მოღვაწეების კრიტიკა ხორციელდება.

გამოხატვის თავისუფლების უფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიისთვის, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს, როგორც სიტყვის თავისუფლების ზოგადი უფლების მატარებელი, ყველასათვის. ამასთან, პრესის თავისუფლება არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას. ჯუდიტ ლიხტენბერგმა ჩამოაყალიბა ის წინაპირობები, რომლითაც პრესის თავისუფლებამ შეიძლება შეაფერხოს სიტყვის თავისუფლება, მაგალითად, როდესაც მედია თრგუნავს ინფორმაციას ან ხელს უშლის ხმის მრავალფეროვნებას, რომელიც თან ახლავს სიტყვის თავისუფლებას. ლიხტენბერგი ამტკიცებს, რომ პრესის თავისუფლება უბრალოდ საკუთრების უფლების ფორმაა, რომელიც შეჯამებულია პრინციპით „ფული არ არსებობს, ხმა არ არსებობს“.

დემოკრატია და სოციალური ინტერაქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვის თავისუფლება დემოკრატიაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნორმები ნიშნავს, რომ საჯარო დისკუსია შეიძლება არ იყოს სრულად ჩახშული საგანგებო შემთხვევების დროსაც კი. სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას შორის კავშირის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მომხრეა ალექსანდრე მეიკლეჰონი. იგი ამტკიცებს, რომ დემოკრატიის კონცეფცია ხალხის მიერ თვითმმართველობაა. ასეთი სისტემის მუშაობისთვის აუცილებელია ინფორმირებული ელექტორატი. სათანადო ცოდნის მისაღწევად, არ უნდა არსებობდეს რაიმე შეზღუდვა ინფორმაციის და იდეების თავისუფალ ნაკადთან დაკავშირებით. მეიკლეჰონის აზრით, დემოკრატია არ იქნება ჭეშმარიტი მისი არსებითი იდეალისთვის, თუ ხელისუფლებაში მყოფი პირები შეძლებენ ამომრჩევლის მანიპულირებას, ინფორმაციის შეკავებითა და კრიტიკის გამკაცრებით. მეიკლეჰონი აღიარებს, რომ აზრის მანიპულირების სურვილი შეიძლება საზოგადოებაში სარგებლობის მოპოვების მოტივიდან გამომდინარეობდეს. ამასთან, იგი ამტკიცებს, რომ მანიპულაციის არჩევა დემოკრატიულ იდეალს უარყოფს.

ერიკ ბარდტმა თავისუფალი სიტყვის დაცვას დემოკრატიის ნიშანი უწოდა, „ალბათ, ყველაზე მიმზიდველი და, რა თქმა უნდა, ყველაზე მოდური თავისუფალი სიტყვის თეორიაა თანამედროვე დასავლეთის დემოკრატიებში“. თომას I ემერსონმა გაამყარა თავისი პოზიცია, როდესაც ამტკიცებდა, რომ სიტყვის თავისუფლება ხელს უწყობს სტაბილურობასა და ცვლილებას შორის ბალანსის მიღწევას. სიტყვის თავისუფლება მოქმედებს, როგორც „უსაფრთხოების სარქველი“, რათა თავი აარიდოს ორთქლს, როდესაც ადამიანები სხვაგვარად იქნებიან რევოლუციისკენ. ემერსონი ამტკიცებს, რომ „ღია დისკუსიის პრინციპი არის უფრო ადაპტირებული და ამავე დროს უფრო სტაბილური მეთოდი საზოგადოებაში ჯანსაღი აზრისა და აუცილებელი კონსენსუსის მისაღწევად“. ამასთან, ის ირწმუნება, რომ „ოპოზიცია მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას ასრულებს ნორმალური/დემლკრატიული პროცესის კომპენსაციის ან გაუმჯობესებისაკენ, ბიუროკრატიის დაშლით“.

მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მიერ განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიტყვის თავისუფლება და მასზე პასუხისმგებლობის განხორციელების პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის მართვის ხარისხზე. „ხმა და ანგარიშვალდებულება“ ქვეყნის შიგნით, რომელიც განსაზღვრულია, იმით, თუ „რამდენად შეუძლია ქვეყნის მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ თავიანთი მთავრობის არჩევაში, ასევე გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და თავისუფალი მედია“, ეს ექვსი განზომილებაა. მმართველობა, რომელსაც მსოფლიო მართვის ინდიკატორები განსაზღვრავს 200-ზე მეტ ქვეყანაში. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ განვითარების სააგენტოებმა შექმნან თავისუფალი პრესის ეფექტიანი მხარდაჭერის საფუძველი განვითარებად ქვეყნებში.

რიჩარდ მუნმა შეიმუშავა არგუმენტი, რომ სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა სოციალურ ურთიერთქმედებებში მდგომარეობს. მუნი წერს, რომ „ინდივიდები კომუნიკაციით ქმნიან ურთიერთობებს და ასოციაციებს სხვებთან - ოჯახთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან, საეკლესიო კრებასთან და თანამემამულეებთან“.

სამართლებრივი სისტემები ზოგჯერ ცნობს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გარკვეულ შეზღუდვებს. ევროპაში მკრეხელობა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის საფუძველია. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ხშირად მიუთითებენ „ზიანის პრინციპს“ ან „დანაშაულის პრინციპზე“. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვები შეიძლება მოხდეს იურიდიული სანქციის ან სოციალური უკმაყოფილების გზით, ან ორივე გზით. ზოგიერთმა საჯარო დაწესებულებამ შეიძლება ასევე გამოიყენოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პოლიტიკა, მაგალითად, საჯარო სკოლებში.

ინფორმაციის თავისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაციის თავისუფლება არის სიტყვის თავისუფლების განზოგადება, სადაც გამოხატვის საშუალებაა ინტერნეტი. ინფორმაციის თავისუფლება შეიძლება ასევე ეხებოდეს კონფიდენციალურობის უფლებას ინტერნეტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის ჭრილში. როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არის აღიარებული ადამიანის უფლება და ინფორმაციის თავისუფლება ამ შემთხვევაშიც მოქმედებს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის უფლების განზოგადება. ინფორმაციის თავისუფლება შეიძლება ასევე ეხებოდეს ცენზურას ინფორმაციული ტექნოლოგიების კონტექსტში.

ინფორმაციის თავისუფლების კონცეფცია გაჩნდა სახელმწიფო დაფინანსებული ცენზურის, მონიტორინგისა და ინტერნეტის დაკვირვების საპასუხოდ. ინტერნეტის ცენზურა მოიცავს ინტერნეტში ინფორმაციის გამოქვეყნების კონტროლის ან ჩახშობის პროცესს. გლობალური ინტერნეტ თავისუფლების კონსორციუმი აცხადებს, რომ მოხსნის ბლოკებს „ინფორმაციის თავისუფალ ნაკადზე“, რასაც ისინი „დახურულ საზოგადოებებს“ უწოდებენ. რეპორტიორების საზღვრების გარეშე (RWB). „ინტერნეტის მტრების სიიდან“ შემდეგი სახელმწიფოები ჩართულნი არიან ინტერნეტ ცენზურაში: ჩინეთი, კუბა, ირანი, მიანმარ/ბირმა, ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი, სირია, თურქმენეთი, უზბეკეთი და ვიეტნამი.

სიტყვის თავისუფლების გამოწვევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, სიტყვის თავისუფლების ორი უმთავრესი დამაბრკოლებელი ფაქტორი არსებობს: სუპრესიული სახელმწიფოს მიერ ცენზურის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება, დამახინჯებული ფაქტებით საუბარი. საგულისხმოა, რომ დამახინჯებული ფაქტებისა და ინფორმაციის მიწოდებით ბევრად მარტივი შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტული მიზნის მიღწევა, ვიდრე პირდაპირი ცენზურის გამოყენებით. ამის მიზეზი კი ინფორმაციის სიმწირეა - შესაბამისად, მე-20 საუკუნეში აღნიშნული საკითხი ბევრად უფრო მწვავე პრობლემად ითვლდებოდა, ვიდრე დღეს, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიის სამყაროში. დეზინფორმაციის გავრცელებას ხშირად მიმართავენ დებატებისას, კონკრეტული სუბიექტის რეპუტაციის შესალახად და სხვა.[4][5]

შესამჩნევია, რომ თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოები ნაკლებად მიმართავენ ცენზურას. მათი ქმედებები, ხშირად დეზინფორმაციის გავრცელებაც, ისახავს ერთ კონკრეტულ მიზანს - სამიზნე აუდიტორიისთვის არაპირდაპირი გზებით ძირის გამოთხრას, რეპუტაციის შელახვას, მათ წინააღმდეგ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას. ამ „ოპერაციის“ აქტორები კი ხშირად „ტროლთა არმიებია“, რომლებიც სხვადასხვა სტრატეგიით ცდილობენ მიზნის მიღწევას - ყალბი ანგარიშების გამოყენება, პროპაგანდისტული მოწოდებებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში კომენტირებისა და გაზიარებების გზით. როგორც ჟურნალისტი პიტერ პომერანცევი წერს, თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა: „ინფორმაცია ... შეიარაღებული თვალსაზრისით, როგორც იარაღი დაბნევის, შანტაჟის, დემორალიზაციის, ძირის გამოთხრისა და პარალიზების“.[6][7]

განსხვავებული აზრისა და სიმართლის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტამბის გამოგონებამდე წერილობითი წყაროების გავრცელება მეტად შრომატევადი საქმე იყო. ხელნაწერთა გავრცელების სირთულეს წარმოადგენდა გადაწერის პროცესში დაშვებული შეცდომების სიუხვეც. ამ პერიოდში არ არსებობდა მწიგნობართა ცენზურისა და კონტროლის ერთიანი, დახვეწილი სისტემა, რომელიც XIV საუკუნემდე იზღუდებოდა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუციების მიერ. ლოგიკურია, ასეთი მიდგომა ძალიან იშვიათად იწვევდა ფართო დაპირისპირებას წიგნთა გავრცელებისას. სტამბის შექმნის შემდეგ კი, რომის კათოლიკური ეკლესია ცენზურის დაწესებას შეუდგა, რათა ხელი შეეშალა საღვთისმეტყველო მწვალებლობის გავრცელებისთვის.[8] ბეჭდვა მეტად მოსახერხებელია,რადგან მრავალი ზუსტი ასლის შესაქმნელად ნაკლები დრო და ენერგია იხარჯება, შესაბამისად, იდეები და ინფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდებოდა. საავტორო უფლებების კანონის წარმოშობაც ევროპის არაერთ ქვეყანაში რომის კათოლიკურ ეკლესიასთან არის დაკავშირებული, რათა უკეთესად ეკონტროლებინათ გამოცემული წიგნები და ნაწარმოებები.[9]

1501 წელს პაპმა ალექსანდრე VI-მ გამოსცა კანონპროექტი წიგნების უნებართვო დაბეჭდვის წინააღმდეგ. 1559 წელს პაპმა პავლე IV-მ გამოაქვეყნა Index Expurgatorius, ანუ აკრძალული წიგნების სია.[10] ფაქტობრივად, ეს სია წყვეტდა რა არ უნდა წაეკითხა მრევლს. წიგნის ავტორს, რომელიც განსხვავებული მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა ან რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგებოდა, მოუწოდებნენ, რომ საჯაროდ ეთხოვა შენდობა მკრეხელური შინაარსის მქონე წიგნის დაწერისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ავტორი არ მოინანიებდა და დაუპირისპირდებოდა რომის კათოლიკურ ეკლესიას, მას განჰკვეთავდნენ. უკიდურეს შემთხვევაში, ინკვიზიიასაც გადასცემდნენ ხოლმე. რა თქმა უნდა, მათი ნაწერების ნადგურდებოდა. აკრძალულ წიგნთა სიის 300-მდე სხვადასხვა სახის ვარიანტი გამოიცა. მათგან 12 ვერსია XX საუკუნეში გამოსცეს. სიებში შეტანილია 4000-ზე მეტი ლიტერატურული ნაწარომები და სამეცნიერო ნაშრომი, რომლის წაკითხვასაც უკრძალავდა თავის მრევლს კათოლიკური ეკლესია. საგულისხმოა, რომ 1966 წლის 9 აპრილამდე გამოცემული და სიაში შეტანილი წიგნების მოძიება ევროპაში საკმაოდ რთული იყო. რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ შედგენილ პირველ ნუსხაში, მოხვდნენ ისეთი მეცნიერების და მწერლების შემოქმედება, როგორებიც გახლდნენ გალილეო გალილეი, ნიკოლოზ კოპერნიკი, ერაზმუს როტერდამელი, ჯოვანი ბოკაჩო, ნიკოლო მაკიაველი და სხვები. ხოლო მოგვიანებით შედგენილ სიებში კი მოხვდნენ: ვოლტერი, ლაფონტენი, დანიელ დეფო, ემილ ზოლა, ონორე დე ბალზაკი, გუსტავ ფლობერი, სტენდალი, რენე დეკარტი, მონტესკიე, ზიგმუნდ ფროიდი, რემარკი, პასტერნაკი, სალმან რუშდი და სხვები.[11] აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვატიკანმა აკრძალულ წიგნთა ნუსხაში არ შეიყვანა ჩარლზ დარვინის მიერ დაწერილი წიგნი, რომლის მიხედვით ადამიანი მაიმუნის ევოლუციის შედეგია. სიაში არ შესულა ადოლფ ჰიტლერის ცნობილი ნაწარმოებიც - „ჩემი ცხოვრება“, ასევე ფრიდრიხ ნიცშეს „ღმერთი მოკვდა!“. ჩვეულებრივ ვრცელდებოდა შოპენჰაუერის, მარქსისა და ლენინის ნაშრომებიც, სადაც რელიგიის როლი მნიშვნელოვნად იყო დაკნინებული და რელიგიას „ხალხის ოპიუმად“ თვლიდნენ.[12]

მოსაზრება, რომ განსხვავებული ან დივერსიული შეხედულებების გამოხატვა უნდა იყოს დაცული და არა კანონით დასჯილი ან დასჯილი, განვითარდა ბეჭდვისა და პრესის ზრდის პარალელურად. ჯონ მილტონმა პამფლეტი „არეოპაგიტიკა“ 1644 წელს გამოაქვეყნა, რომელიც იყო ერთგვარი პასუხი ინგლისის პარლამენტისთვის, რომლის წევრებსაც სურდათ, აღედგინათ პრესის ლიცენზირების აქტი.[13] მილტონის ესეი განქორწინების უფლების შესახებ არ გამოქვეყნდა ეკლესიის ძალისხმევით. მილტონმა „არეოპაგიტიკა“ ლიცენზიის გარეშე გამოაქვეყნა,[14] რომელშიც სცადა გამოხატვის თავისუფლების დაცვა[15]:

ვიკიციტატა
„ნება მომეცით თავისუფლება ვიცოდე, წარმოვთქვა და თავისუფლად ვიკამათო სინდისის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა თავისუფლებებზე“

მილტონის შეხედულებების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა პროტესტანტულმა მსოფლმხედველობამ იქონია, სწორედ ეს იყო მიზეზი მისი აქტიური მცდელობისა, დაეცვა გამოხატვის თავისუფლება. მას მიაჩნდა, რომ ინგლისელ ხალხს ჰქონდა პასუხისმგებლობა - ეტვირთა რეფორმაციის ჭეშმარიტების გავრცელება, რომელიც ყველა ხალხს მიიყვანდა განმანათლებლობამდე. ამასთან ერთად, მილტონმა გამოყო გამოხატვის თავისუფლების შესახებ სამომავლო დისკუსიების ძირითადი მიმართულებები. გამოხატვის თავისუფლებისა და „მავნე“ სიტყვის სფეროს განსაზღვრით, მილტონი ეწინააღმდეგებოდა წინასწარი ცენზურის პრინციპს და ემხრობოდა განსხვავებული შეხედულებების მიმართ ტოლერანტულ მიდგომას.[16] 1694 წლამდე დიდ ბრიტანეთს ლიცენზირების საკმაოდ დახვეწილი სისტემა ჰქონდა; უკანასკნელი დოკუმენტი, რომელიც აღწერს ამ სისტემას, პრესის ლიცენზირების შესახებ 1662 წლის აქტია. მთავრობის მიერ მინიჭებული ლიცენზიის გარეშე, დაუშვებელი იყო ნებისმიერი სახის პუბლიკაციის გამოქვეყნება. აღნიშნული დოკუმენტი კი უფლებათა ბილის (1689 წ.) საფუძველზე გაუქმდა.[17][18] ისეთი გამოცემების გაჩენა, როგორებიცაა „Tatler“ (1709) და „Spectator“ (1711), ინგლისში „ბურჟუაზიული საზოგადოებრივი სფეროს“ შექმნის დამსახურებაა, რაც იდეებისა და ინფორმაციის თავისუფლად გაცვლის შესაძლებლობა იყო.

სტამბათა რაოდენობის ზრდამ მრავალ მთავრობას გადააწყვეტინა კონტროლის ცენტრალიზებული მექანიზმის შექმნა.[19] მაგალითად, საფრანგეთის სამეფო კარმა დაიწყოს სტამბებისა და მბეჭდავების რეპრესირება, 1546 წელს მესტამბე ეტიენ დოლე კოცონზე დაწვეს. 1557 წელს კი, ბრიტანეთის სამეფო კარმა განსხვავებულ მეთოდს მიმართა, მოისყიდა გამომცემლობების მოსყიდვა, რათა თავიდან აერიდებინა წამქეზებლური, მეამბოხური, ერეტიკული წიგნების გავრცელება. ბეჭდვა მხოლოდ მოსყიდულ გამომცემლობებს შეეძლოთ, ამ უფლებით სარგებლობა კი შეეზღუდა 2 უნივერსიტეტსა და 21 გამომცემლობას ლონდონში, რომელთაც ჰქონდათ 53 სტამბა. ბრიტანეთში ბეჭდვის ტოტალურმა კონტროლმა გადააწყვეტინა მრავალ მბეჭდავს სამშობლოს დატოვება და ნიდერლანდების სამეფოში გამგზავრება 1637 წელს. იგივე ხდებოდა საფრანგეთშიც, 1789 წელს პარიზში 800-ზე მეტი ავტორი, მბეჭდავი და წიგნის გამყიდველი დააპატიმრეს, რომლებიც არსებულმა სისტემამ კიდევ უფრო მეამბოხე და რადიკალური გახადა.[20]

ინგლისელ მოაზროვნეებს, ჯონ მილტონსა და ჯონ ლოკს, განსაკუთრებული როლი მიუძღვით სიტყვის თავისუფლების განვითარების ადრეულ სტადიაში. ლოკმა დაადგინა ინდივიდი, როგორც ღირებულების ერთეული და ცხოვრების, თავისუფლების, საკუთრებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებების მატარებელი. ამასთან, ლოკის იდეები ვითარდებოდა, პირველ რიგში, სულისათვის ხსნის ძიების უფლების კონცეფციის გარშემო და, ძირითადად, თეოლოგიურ საკითხებს ეხებოდა. ლოკი მხარს არ უჭერდა ხალხთა საყოველთაო ტოლერანტობას და არც სიტყვის თავისუფლებას; მისი იდეების თანახმად, ზოგიერთი ჯგუფი, მაგალითად, ათეისტებისთვის, არ უნდა იყოს დაშვებული სიტყვის თავისუფლება.[21]

XVII საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის კონტინენტზე ფილოსოფოსებმა, ბარუხ სპინოზამ და პიერ ბეილემ, ჩამოაყალიბეს ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც იგი მოიცავდა სიტყვის თავისუფლების უფრო უნივერსალურ გაგებას, განსხვავებით ადრეული ინგლისელი ფილოსოფოსებისა.[22] მე-18 საუკუნისთვის სიტყვის თავისუფლების იდეის განხილვა აქტიურად მიმდინარეობდა მთელი დასავლური სამყაროს მოაზროვნეების მიერ, განსაკუთრებით ფრანგი ფილოსოფოსების - დენი დიდრო, პოლ ანრი ჰოლბახი და კლოდ ადრიან ჰელვეციუსი.[23] სიტყვის თავისუფლების იდეა მალევე აისახა პოლიტიკურ ფილოსოფიაში, როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში. პირველი სახელმწიფო, რომელმაც გამოსცა ბრძანებულება სიტყვის სრული თავისუფლების შესახებ, იყო დანია-ნორვეგიის სამეფო - 1770 წლის 4 დეკემბერს იოჰან ფრიდრიხ სტრუენსეს რეგენტობის პერიოდში.[24] მალევე, თავად სტრუენსემ დააწესა მცირედი შეზღუდვები 1771 წლის 7 ოქტომბერს, ხოლო სტრუენსეს მმართველობის შემდეგ ის კიდევ უფრო შეიზღუდა 1773 წელს შემოღებული კანონმდებლობით, თუმცა ცენზურა აღარ განახლებულა.[25]

ჯონ სტიუარტ მილი ამტკიცებდა, რომ ადამიანის თავისუფლების გარეშე ვერ იქნება პროგრესი მეცნიერებაში, სამართალში ან პოლიტიკაში, რის გამოც იგი ითხოვდა აზრის თავისუფალ განხილვას. მილი ნაშრომი - „თავისუფლების შესახებ“, რომელიც გამოიცა 1859 წელს - გახდა გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კლასიკური მაგალითი.[26] მისი აზრით, ჭეშმარიტება სიყალბეს განაგებს, ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს იდეების თავისუფლად გამოხატვის, ჭეშმარიტია ის თუ არა. მისი მტკიცეით, სიმართლე არ არის სტაბილური და ფიქსირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში ვითარდება - არაერთი შეხედულება, რომელიც ჩვენ ოდესღაც ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა, ყალბი აღმოჩნდა. ამიტომ შეხედულებები არ უნდა აიკრძალოს მათი აშკარა სიყალბის გამო. მილი ასევე ამტკიცებდა, რომ თავისუფალი დისკუსია აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული „გადაწყვეტილი აზრის ღრმა ძილი“. დისკუსია ხელს შეუწყობდა ჭეშმარიტი აზრის შემდგომ განვითარებას და ცრუ შეხედულებების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნებოდა ჭეშმარიტი შეხედულების საფუძვლის ხელახლა დამოწმებას.[27] გარდა ამისა, მილის მტკიცებით, მოსაზრება მხოლოდ შინაგან ღირებულებას ატარებს ამ მოსაზრების მფლობელისთვის, ამრიგად, ამ აზრის არგამოხატვა ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვაა. მილისთვის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სიტყვის თავისუფლები შეზღუდვა გამართლებულია, აშკარა და პირდაპირი საფრთხისგან ზიანის თავიდან აცილებაა. სიტყვის თავისუფლებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს როგორც ეკონომიკური და მორალური გარემოებები, ასევე მომხსენებელთა კეთილდღეობა.[28]

ვოლტერის ბიოგრაფიაში ეველინ ბეატრის ჰოლმა გამოთქვა ვოლტერის რწმენა შემდეგნაირად აღწერა: „შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ“.[29] აღნიშნული ციტატა ხშირად მოჰყავთ სიტყვის თავისუფლების პრინციპის აღსაწერად. მე-20 საუკუნეში ნოამ ჩომსკიმ თქვა: „თუ თქვენ გჯერათ სიტყვის თავისუფლების, გჯერათ ისეთი შეხედულებების არსებობისაც, რომლებიც არ მოგწონთ. დიქტატორებს, როგორებიც იყვნენ სტალინი და ჰიტლერი, სწამდათ მხოლოდ ისეთი სიტყვის თავისუფლებისა, რომელიც მხოლოდ იმ მოსაზრებებზე ვრცელდებოდა, რაც მათ მოსწონდათ. თუ თქვენ გჯერათ ჭეშმარიტი სიტყვის თავისუფლებისა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მომხრე ხართ სიტყვის თავისუფლებისა ზუსტად იმ შეხედულებებისთვის, რომლებიც გძულთ“.[30]

დევიდ ლოურენსის 1928 წელს დაწერილი რომანი „ლედი ჩატერლეის საყვარელი“ უხამსობის გამო არაერთ ქვეყანაში აკრძალეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და კანადაში. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისში, აღნიშნული რომანი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი, გაუქმებულიყო უხამსობის მიზეზით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.[31] ფრედ კაპლანის აზრით, უხამსობის შესახებ კანონის გაუქმებამ „გამოიწვია სიტყვის თავისუფლების აფეთქება“ აშშ-ში. გასული საუკუნის 60-იან წლებში აგრეთვე ჩამოყალიბდა თავისუფალი სიტყვის მოძრაობა, რომელიც 1964–65 სასწავლო წლის განმავლობაში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სტუდენტების მიერ მასიურად გრძელდებოდა.[32] 1964 წელს კომიკოსის, ლენი ბრიუსის დაპატიმრების მიზეზი გახდა საჩივარი, რომელიც კვლავ ეხებოდა მის მიერ სხვადასხვა უხამსი საქციელის ჩადენას. მოსამართლეთა სამი კოლეგიას უძღვებოდა მის ფართოდ გახმაურებულ ექვსთვიან სასამართლო პროცესს, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს.[33]

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში გამოხატვის თავისუფლების უფლება განიმარტა შემდეგნარიად - იგი მოიცავს საზოგადოებრივ ადგილებში უცხო პირების ფოტოების გადაღებისა და გამოქვეყნების უფლებასაც, მათგან ნებართვისა და ცოდნის გარეშე.[34][35]

სიტყვის თავისუფლება უნივერსიტეტებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ივლისში ჩიკაგოს უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა „ჩიკაგოს განცხადება“, თავისუფალი სიტყვის პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა კამპუსში ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლას. მოგვიანებით ეს განცხადება მიიღო არაერთმა წამყვანმა უნივერსიტეტებმა, მათ შორის პრინსტონის უნივერსიტეტმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტმა, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტმა და კოლუმბიის უნივერსიტეტებმა.[36][37] აკადემიურ წრეში აქტიურად მსჯელობენ რამდენად ეფექტიანი იქნება უნივერსიტეტთა ასეთი მიდგომა.[38]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Universal Declaration of Human Rights
  2. „Article 19“. International Covenant on Civil and Political Rights. Office of the United Nations High Commissioner for Human Rights; adopted and opened for signature, ratification and accession by UN General Assembly resolution 2200A (XXI) of 16 December 1966, entry into force 23 March 1976. 23 მარტი 1976. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 July 2008. ციტირების თარიღი: 13 March 2014.
  3. van Mill, David (1 January 2016). The Stanford Encyclopedia of Philosophy, Fall 2016. 
  4. Wu, Tim (1 September 2017). "Is the First Amendment Obsolete?". Knight First Amendment Institute at Columbia University. Retrieved 23 September 2020.
  5. Yaffa, Joshua (7 September 2020). "Is Russian Meddling as Dangerous as We Think?". The New Yorker. Retrieved 21 September 2020.
  6. Peter Pomerantsev, The Menace of Unreality: How the Kremlin Weaponizes Information, Culture and Money, Interpreter (Nov. 22, 2014), http://www.interpretermag.com/the-menace-of-unreality-how-the-kremlin-weaponizes-information-culture-and-money დაარქივებული 2020-11-12 საიტზე Wayback Machine. .
  7. Wu, Tim (1 September 2017). "Is the First Amendment Obsolete?". Knight First Amendment Institute at Columbia University. Retrieved 23 September 2020.
  8. de Sola Pool, Ithiel (1983). Technologies of freedom. Harvard University Press. p. 14. ISBN 978-0-674-87233-2.
  9. MacQueen, Hector L; Waelde, Charlotte; Laurie, Graeme T (2007). Contemporary Intellectual Property: Law and Policy. Oxford University Press. p. 34. ISBN 978-0-19-926339-4.
  10. de Sola Pool, Ithiel (1983). Technologies of freedom. Harvard University Press. p. 14. ISBN 978-0-674-87233-2.
  11. Castillo, Anastasia (2010). Banned Books: Censorship in Eighteenth-Century England. GRIN Verlag. p. 12. ISBN 978-3-640-71688-3.
  12. http://genia.ge/?p=1208
  13. Sanders, Karen (2003). Ethics & Journalism. Sage. p. 66. ISBN 978-0-7619-6967-9.
  14. "13. John Milton (1608–1674). Areopagitica; A Speech of Mr. John Milton for the Liberty of Unlicenc'd Printing, to the Parlament of England. London: [s.n.], 1644". Early Censorship in England, "Heresy and Error": The Ecclesiastical Censorship of Books, 1400–1800. Bridwell Library. 17 December 2000. Archived from the original on 5 September 2012. Retrieved 26 June 2011.
  15. Sanders, Karen (2003). Ethics & Journalism. Sage. p. 66. ISBN 978-0-7619-6967-9.
  16. Sanders, Karen (2003). Ethics & Journalism. Sage. p. 66. ISBN 978-0-7619-6967-9.
  17. Rayner, Gordon (7 October 2011). "Leveson Inquiry: British press freedom is a model for the world, editor tells inquiry". The Telegraph. Telegraph Media Group Limited. Retrieved 9 May 2018. Mr Rusbridger said: “When people talk about licensing journalists or newspapers the instinct should be to refer them to history. Read about how licensing of the press in Britain was abolished in 1695.
  18. Nelson, Fraser (24 November 2012). "David Blunkert warns MPs against regulating the Press". The Spectator. Retrieved 9 May 2018. Jeremy Paxman famously said he went into journalism after hearing that the relationship between a journalist and a politician was akin to that of a dog and a lamppost. Several MPs now want to replace this with a principle whereby MPs define the parameters under which the press operates – and “work together”. It is a hideous idea that must be resisted. The last time this happened was under the Licensing Order of 1643, which was allowed to expire in 1695 after the introduction of the 1688 Bill of Rights shortly after the Glorious Revolution. As I wrote in my Daily Telegraph column yesterday, it’s amazing that so many Tory MPs should want to turn the clock back 300 years.
  19. de Sola Pool, Ithiel (1983). Technologies of freedom. Harvard University Press. p. 15. ISBN 978-0-674-87233-2.
  20. de Sola Pool, Ithiel (1983). Technologies of freedom. Harvard University Press. p. 15. ISBN 978-0-674-87233-2.
  21. Jonathan Israel (2002). Radical Enlightenment. Oxford University Press. pp. 265–67.
  22. Jonathan Israel (2002). Radical Enlightenment. Oxford University Press. pp. 265–67.
  23. Jonathan Israel (2006). Enlightenment Contested. Oxford University Press. pp. 155ff, 781ff.
  24. Jonathan Israel (2010). A Revolution of the Mind. Princeton University Press. p. 76.
  25. H. Arnold Barton (1986). Scandinavia in the Revolutionary Era – 1760–1815. University of Minnesota Press. pp. 90–91.
  26. Sanders, Karen (2003). Ethics & Journalism. Sage. p. 66. ISBN 978-0-7619-6967-9.
  27. Sanders, Karen (2003). Ethics & Journalism. Sage. p. 67. ISBN 978-0-7619-6967-9.
  28. Warburton, Nigel (2009). Free Speech: A Very Short Introduction. Oxford. pp. 24–29. ISBN 978-0-19-923235-2.
  29. Boller, Jr., Paul F.; George, John (1989). They Never Said It: A Book of Fake Quotes, Misquotes, and Misleading Attributions. New York: Oxford University Press. pp. 124–26. ISBN 0-19-505541-1.
  30. Mark Achbar and Peter Wintonick (1992). Manufacturing Consent: Noam Chomsky and the Media.
  31. Sandbrook, Dominic (16 October 2010). "Lady Chatterley trial - 50 years on. The filthy book that set us free and fettered us forever". The Telegraph. Retrieved 9 May 2018. Though few then could have realised it, a tiny but unmistakeable line runs from the novel Lawrence wrote in the late 1920s to an international pornography industry today worth more than £26 billion a year. Now that public obscenity has become commonplace, it is hard to recapture the atmosphere of a society that saw fit to ban books such as Lady Chatterley’s Lover because it was likely to “deprave and corrupt” its readers. Although only half a century separates us from Harold Macmillan’s Britain, the world of 1960 can easily seem like ancient history. In a Britain when men still wore heavy grey suits, working women were still relatively rare and the Empire was still, just, a going concern, D H Lawrence’s book was merely one of many banned because of its threat to public morality.
  32. Kaplan, Fred (20 July 2009). "The Day Obscenity Became Art". The New York Times. Retrieved 9 May 2018. TODAY is the 50th anniversary of the court ruling that overturned America’s obscenity laws, setting off an explosion of free speech — and also, in retrospect, splashing cold water on the idea, much discussed during Sonia Sotomayor’s Supreme Court confirmation hearings, that judges are “umpires” rather than agents of social change.
  33. Minnis, Glenn "Lenny Bruce Pardoned", CBS News/Associated Press, December 23, 2003. Retrieved September 8, 2019
  34. Kenworthy, Bill (April 2012). "Photography & First Amendment". Newseum Institute.
  35. "Photographers' Rights". aclu.org. American Civil Liberties Union. Retrieved 9 May 2018. Taking photographs and video of things that are plainly visible in public spaces is a constitutional right—and that includes transportation facilities, the outside of federal buildings, and police and other government officials carrying out their duties. Unfortunately, law enforcement officers have been known to ask people to stop taking photographs of public places. Those who fail to comply have sometimes been harassed, detained, and arrested. Other people have ended up in FBI databases for taking innocuous photographs of public places.
  36. August 15, FIRE; 2019 (15 August 2019). "Chicago Statement: University and Faculty Body Support". FIRE. Retrieved 26 August 2019.
  37. Lindsay, Tom. "35 Universities Adopt 'The Chicago Statement' On Free Speech--1,606 To Go". Forbes. Retrieved 26 August 2019.
  38. Quintana, Chris (30 April 2018). "The Real Free-Speech Crisis Is Professors Being Disciplined for Liberal Views, a Scholar Finds". The Chronicle of Higher Education. ISSN 0009-5982. Archived from the original on 1 March 2019. Retrieved 28 February 2019.