შინაარსზე გადასვლა

სამუელ პუფენდორფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამუელ პუფენდორფი
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1632(1632-01-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი დორფხემნიცი, საქსონიის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 26 ოქტომბერი, 1694(1694-10-26)[1] [10] [3] [4] [6] (62 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი, ბრანდენბურგის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია[11] [1]
მოქალაქეობა საქსონიის საკურფიურსტო
 შვედეთი
საქმიანობა იურისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი და მწერალი[12]
მუშაობის ადგილი ლუნდის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი და Gymnasium St. Augustin

სამეულ პუფენდორფი (დ. 8 იანვარი, 1632 — გ. 26 ოქტომბერი [ძვ. სტ. 13 ოქტომბერი], 1694) — გერმანელი იურისტი, პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეკონომისტი, სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი. განმანათლებლობის ეპოქისა და აზრის იდეური წინამორბედი.

სამუელ პუფენდორფი საქსონიის საგრაფოში, ლუთერანი მღვდლის ოჯახში დაიბადა. საგრაფო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლაიფციგის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც თეოლოგიას ეუფლებოდა. სამუელისთვის უინტერესო აღმოჩნდა აღნიშნული სფეროს ვიწრო და დოგმატური სწავლება, ამიტომ საჯარო სამართალი არჩია.

მოგვიანებით პუფენდორფი იენის უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად, სადაც ცნობილი მათემატიკოსი ერჰარდ ვაიგელი გაიცნო. ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა იქონია სამუელის დამოუკიდებელი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ვაიგელის გავლენის ქვეშ, სტუდენტი ტომას ჰობზისა და რენე დეკარტის ნაშრომების ჩაუღრმავდა.

პუფენდორფმა 1658 წელს იენის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი დაიცვა და საცხოვრებლად კოპენჰაგენში გადავიდა, სადაც თავისი ძმის ესაიას დახმარებით, რომელიც იმ დროს შვედეთის დიპლომატიურ სამსახურში იყო, შვედეთის მეფის კარლ X-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის, პეტრუს იულიუს კოიეტის ოჯახში ტუტორად დაიწყო მუშაობა.

1657 წლის ზაფხულში მეფე კარლ გუსტავ X-მ დანიას ომი გამოუხცადა. ბუნებრივია, ამან კოპენჰაგენში მყოფი შვედეთის დიპლომატების ბედზეც ჰპოვა ასახვა. ბევრი მათგანი დააპატიმრებს, მათ შორის პუფენდორფიც, რომელმაც 8 თვე გაატარა საპყრობილეში. ციხეში ჯდომის პერიოდში სამუელი უნივერსალური კანონების სისტემაზე ფიქრობდა, ავითარებდა თავის თეორიებს. გათავისუფლების შემდეგ მან ლეიდენის უნივერსიტეტში განაგრძო მოღვაწეობა, სადაც 1661 წელს მოიპოვა უფლება, გამოექვეყნებინა ნაშრომი Elementa jurisprudentiae universalis.

შემდგომში, ადგილობრივი ჩინოსანის კარლ ლუის მეცადინეობით, მას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ხალხების და ბუნების კანონების კათედრაც გაუხსნეს. ამის შემდეგ იგი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო, 1668 წლისათვის იძულებული შეიქმნა, შვედეთში დაბრუნებულიყო.

1670 წელს ლუნდის უნივერსიტეტში მიიწვიეს. 1677 წლიდან სტოკჰოლმში, სამეფო კარის ისტორიკოსის პოზიციაზე (rikshistoriograf) გვევლინება, მოგვიანებით კი ბრანდერბურგელი დიდებულის ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის ადმინისტრაციაში გადადის. 1688 წელს, პუფენდორფის იქ ჩასვლისათვის ფრიდრიხ ვილჰელმი გარდაიცვალა.

1694 წელს, შვედეთში ყოფნისას პუფენდორფს გულის შეტევა ჰქონდა, იმავე წელს კი, ბერლინში ყოფნისას, აღესრულა. დაკრძალეს წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში.

  • Elementorum iurisprudentiae universalis (1660)
  • Elementorum iurisprudentiae universalis libri duo (1660)
  • De obligatione Patriam (1663)
  • De rebus gestis Philippi Augustae (1663)
  • 'De statu imperii germanici liber unus (Geneva 1667)
  • De statu imperii Germanici (Amsterdam 1669)
  • De jure naturae et gentium (1672)
  • De officio hominis et civis juxta legem naturalem libri duo or "On The Duty of Man and Citizen According to the Natural Law" (1673)
  • Einleitung zur Historie der vornehmsten Reiche und Staaten
  • Commentarium de rebus suecicis libri XXVI., ab expeditione Gustavi Adolphi regis in Germaniam ad abdicationem usque Christinae
  • De rebus a Carolo Gustavo gestis (Stockholm)
  • კარი, კრეგ ლ. (რედ.), სამუელ პუფენდორფის პოლიტიკური მწერლობა (ოქსფორდი, 1994).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Samuel Pufendorf, von — 1917.
  2. Welzel H. F. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  7. Internet Philosophy Ontology project
  8. Babelio — 2007.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. SNAC — 2010.
  11. Deutsche Nationalbibliothek Record #118597051 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.