როლანდი
როლანდი (ფრანგ. Roland, ძველფრ. Hruodland, გერმ. Hruotland ან Ruotland, იტალ. Orlando ან Rolando, ესპ. Roldán ან Rolando, ბასკ. Errolan, პორტ. Roldão ან Rolando, კატ. Rotllan ან Rotllà, ნიდერლ. Roeland) — კარლოს დიდის დროინდელი ფრანგული ეპიკური ციკლის უთვალსაჩინოესი გმირი, ბრეტონის მარკის მარკგრაფი. კარლოს დიდის ესპანეთში ლაშქრობისას ბრეტონელთა რაზმს ხელმძღვანელობდა. თავი გამოიჩინა 778 წელს რონსელვანის ხეობაში ბასკებთან ბრძოლაში. პირენეებზე ფრანკების უკანდახევისას დაიღუპა. იგი ეპოსის „როლანდის სიმღერა“, შემდეგ კი XV-XVI სს. იტალიელი პოეტების (არიოსტო, ბიარდო) პოემების გმირი გახდა.
როლანდი ქრონიკებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ პიროვნების ისტორიულად არსებობის შესახებ ეინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრების“ („Vita Caroli Magni“) ერთი ადგილი მოწმობს, (შესაძლოა, ეპოსიდან იყოს ნასესხები) სადაც საუბარია, რომ როდესაც 778 წელს კარლოსი ესპანეთში ლაშქრობიდან ბრუნდებოდა, პირენეს ხეობაში მის არიერგარდს ბასკები დაესხნენ თავს და რონსევალის ბრძოლაში გაანადგურეს კიდეც. შეტაკებისას რამდენიმე პირი, მათ შორის, ბრეტონის მარკის პრეფექტი ქრუონლანდი შეეწირა (Hruodlandus britannici limitis prefectus). ქროუნლანდის ეპოსში როლანდი არა მხოლოდ ქრისტიანი რაინდია, არამედ კარლოსის საუკეთესო მზეჭაბუკი და მისივე ძმისწულია (ან დისწული).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 425.
- Gaston Paris. Histoire poétique de Charlemagne. — ფ., 1865.
- Leon Gautier. Les épopées française. — ფ., 1878—92. — 2 გამოც.
- F. W. Schmidt. Ueber die italienischen Heldengedichte aus dem Sagenkreis Karls der Grosse. — B., 1820.