შინაარსზე გადასვლა

რობი კრიგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობი კრიგერი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტ ალან კრიგერი
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1946 (1946-01-08) (78 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ფსიქოდელიური როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი, ეისიდ-როკი, ჯაზ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი.
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ჰარმონიკა, ვოკალი, ბას-გიტარა
აქტიური 1965-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Elektra,
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Gibson SG
საიტი robbykrieger.com
რობი კრიგერი ვიკისაწყობში

რობერტ ალან კრიგერი (ინგლ. Robert Alan "Robby" Krieger; დ. 8 იანვარი, 1946) — ამერიკელი როკ-გიტარისტი და სიმღერების ავტორი. ის უკრავდა ჯგუფ The Doors-ში 1965-დან 1973 წლამდე (მის დაშლამდე). მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია: Light My Fire, Love Me Two Times, Touch Me, და Love Her Madly. ის Rolling Stone-ს გამოკითხვებში- ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტი, რიგით 91-ეა.

რობი კრიგერი დაიბადა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია), ებრაულ ოჯახში. რობი კრიგერმა პირველად მოისმინა და აღფრთოვანდა წარმოშობით რუსი კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის „პეტია და მგელი“. მამის გავლენით, მისი პირველი მუსიკალური ექსპოზიციები ძირითადად კლასიკური იყო. შვიდი წლის ასაკში უკვე მოსწონდა ელვის პრესლი, the Platters და ფეტს დომინო. ათი წლის ასაკში ცდილობს საყვირზე დაკვრის სწავლას, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. შემდეგ კრიგერიმა დაიწყო მშობლების პიანინოზე ბლუზ მუსიკის დაკვრა, რაც საყვირთან შედარებით უკეთაც გამოუვიდა. მუსიკოსი დადიოდა კერძო სკოლაში, სადაც ასწავლიდნენ გიტარაზე დაკვრას. კრიგერი უკრავდა ფლამენკოს მეგობრის გიტარაზე. თვრამეტი წლისას უკვე ჰქონდა საკუთარი გიტარა და რამდენიმე თვე მეცადინეობდა კიდეც. უკრავდა სხვადასხვა ჟანრებს: ხალხური მუსიკა, ჯაზი, ბლუზი. სკოლის დამთავრების შემდეგ მუსიკოსი აბარებს კალიფორნიის წმინდა ბარბარას უნივერსიტეტში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]