შინაარსზე გადასვლა

პლუნგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პლუნგე
ლიეტ. Plungė
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიტვა
კოორდინატები 55°55′00″ ჩ. გ. 21°51′00″ ა. გ. / 55.91667° ჩ. გ. 21.85000° ა. გ. / 55.91667; 21.85000
ფართობი 30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 119 მეტრი, 106 მეტრი
მოსახლეობა 17 385 (1 იანვარი, 2023)[1]
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო
სატელეფონო კოდი 448
საფოსტო ინდექსი LT-90001
ოფიციალური საიტი http://www.plunge.lt/
პლუნგე — ლიეტუვა
პლუნგე

პლუნგე (ლიეტუვ. Plungė; პოლ. Płungiany) — ქალაქი ლიეტუვაში, ტელშიაის მაზრაში, პლუნგეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქს 11,78 კმ² ფართობი უკავია.

რკინიგზის სადგური კლაიპედა-შაულიაის ხაზზე.

2006 წლის მონაცემებით, 23 137 მცხოვრები; ერთი წლით ადრე ქალაქში 23 246 ადამიანი ცხოვრობდა.

მეორე მსოფლიო ომამდე პლუნგეში მსხვილი ებრაული თემი ცხოვრობდა, რომელიც ჰოლოკოსტის წლებში განადგურდა. პლუნგესთან ახლოს სასაფლაოზე 1800-მდე დახვრეტილი ებრაელია დაკრძალული.

საინტერესო ცნობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1958 წელს პლუნგეში „სისხლიანი ცილისწამება“ მოხდა, როდესაც ქალაქში ხმები დაირხა, თითქოს, ვინმე გროლმანმა (ეროვნებით ებრაელმა) პატარა ბიჭი მოიტაცა და შინ წაიყვანა, სადაც რელიგიური თვალსაზრით გოგონასაც იყენებდა. ხალხში ხმის გავრცელების შემდეგ, სუკის მონაცემებით, გროლმანის სახლთან 600-მდე ადამიანი შეიყარა შურის საძიებლად. ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მილიციის გაძლიერებული ძალები იქნა გადასროლილი ვენდეტის ასაცილებლად და წესრიგის აღსადგენად. საბოლოოდ, ჭორის გამავრცელებელმა ქალმა იუ. გრუნგელენემ, სუკისავე მონაცემებით, დაკითხვაზე აღიარა, რომ ყველაფერი თვითონ გამოიგონა.
  • პლუნგეში დაიბადა პოლონელი ალპინისტი ქალი ვანდა რუტკევიჩი (1943—1992), იგი ჰიმალაის მწვერვალის კანჩენჯანგას დალაშქვრისას დაიღუპა.
  • პლუნგე — დაძმობილებული ქალაქი მოსკოვთან ახლომდებარე კრასნოგორკთან.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვარელი[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Resident population by city / town at the beginning of the yearState Data Agency of Lithuania, 2023.
  2. 2015 წლის 26 მაისს ხელი მოეწერა ყვარლისა და პლუნგეს მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმს. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვიდან, პლუნგეს მუნიციპალიტეტის ხუთკაციანი დელეგაცია, ექვსდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყვარელში იმყოფება. ხელის მოწერის ცერემონია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში შედგა.