პიპინ მოკლე
იერსახე
პიპინ მოკლე | |
---|---|
ფრანკთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 751 |
მმართ. დასასრული: | 768 |
მემკვიდრე: |
კარლოს დიდი კარლომან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 714 |
გარდ. თარიღი: | 24 სექტემბერი, 768 |
გარდ. ადგილი: | სენ-დენი |
დინასტია: | კაროლინგები |
პიპინ მოკლე (ფრანგ. Pépin le Bref; დ. 714 — გ. 24 სექტემბერი, 768, სენ-დენი) — ფრანკთა მეფე 751–768 წლებში, კაროლინგების დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მაიორდომი 741-751 წლებში. დაამხო მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი მეფე და რომის პაპის სანქციით თავი მეფედ აარჩევინა. თავისი მამის – კარლოს მარტელის – მიბაძვით სამხედრო სამსახურისათვის არიგებდა ბენეფიციუმებს. დაიმორჩილა აკვიტანია, არაბების წინააღმდეგ ლაშქრობისას დაიპყრო სეპტიმანია. 754 და 756 წლებში ილაშქრა იტალიაში, ლანგობარდებისათვის წართმეული მიწების ნაწილი გადასცა რომის პაპს, რითაც საფუძველი ჩაუყარა პაპის ოლქს. მისი ვაჟი იყო იმპერატორი კარლოს დიდი. მისი ზედმეტსახელი მოკლე მოდის მისი სიმაღლიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 67.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|