შინაარსზე გადასვლა

ოქროჩალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროჩალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Poales
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ოქროჩალა
ლათინური სახელი
Hierochloe

ოქროჩალა (Hierochloe) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 30-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ ზონაში.

საქართველოში მხოლოდ 1 — სურნელოვანი ოქროჩალა (Hierochloe odorata) იზრდება; მისი სიმაღლე აღწევს 50 სმ, მრავალწლოვანი მხოხავფესურიანი ბალახია. გვხვდება მთის შუა და ზედა სარტყელში, ტენიან მდელოებზე, ველობებსა და მდინარის პირებზე. შეიცავს სურნელოვან ნივთიერებას — კუმარინს. მისგან ამზადებენ არომატულ სასმელს. ოქროჩალა მოჰყავთ ფერდობებზე ნიადაგის გასამაგრებლად.