შინაარსზე გადასვლა

ნარო-1

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარო-1 რაკეტა

ნარო-1 (ასევე ცნობილი სახელით KSLV-1: ინგლ. Korea Space Launch Vehicle — «კორეის კოსმოსური რაკატმატარებელი») — პირველი სამხრეთკორეული რაკეტმატარებელი, რომელმაც პირველი ფრენა 2009 წლის 25 აგვისტოს განახორციელა. ის ასევე პირველი რაკეტაა, რომელიც სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან გაუშვეს. რაკეტა აგებულია კორეის აერონავტიკის კვლევითი ინსტიტუტის "KARI" მიერ და კოსმოსში გაშვებულ იქნა ნაროს კოსმოსური ცენტრიდან. კონფიგურაციით რაკეტას შეუძლია დაბალ ორბიტაზე 100 კგ-მდე წონის სატელიტის აყვანა. გაშვებისას რაკეტაზე გაუმართაობა წარმოიქმნა, რის გამოც მან წინასწარდასახული კურსიდან გადაუხვია. სატელიტმა ვერ შეძლო სტაბილური ორბიტისთვის მიღწევა.