შინაარსზე გადასვლა

მრავალფარფლასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრავალფარფლასებრნი

Polypterus delhezi
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ქვეკლასი:  ხრტილოვანი განოიდები
რიგი:  მრავალფარფლასნაირნი
ოჯახი:  მრავალფარფლასებრნი
ლათინური სახელი
Polypteridae (Bonaparte, 1835)

მრავალფარფლასებრნი (ლათ. Polypteridae) — მტკნარი წყლის განოიდური თევზების ოჯახი მრავალფარფლასნაირთა რიგისა. მისი წარმომადგენლები ცნობილია ეოცენიდან. სხეულის სიგრძე 90 სმ-მდეა. საღერძე ჩონჩხი გაძვალებულია, თავზე გადაკრულია მფარავი (კანისებრი) ძვლები. სალაყუჩე აპკი სხივების გარეშეა. ზურგის ფარფლი წარმოდგენილია მრავალი ცალკეული ფარფლით, რომლებიც რბილი სხივებისგან შედგება. მკერდის ფარფლები ძირში ხორცოვანია. კუდის ფარფლი გარეგნულად სიმეტრიულია, ზედა ნაწილი ქერცლის გარეშეა. აქვთ საშხეფი. პირი დიდია, ყბებზე განლაგებულია კბილები. საცურავი ბუშტი ორკამერიანია, ხშირად მონაწილეობს სუნთქვაში.[1] ცნობილია ორი გვარი: Polypterus და Erpetoichthys 12 სახეობით.[2] გავრცელებული არიან ტროპიკული აფრიკის წყლებში. აქტიურობენ ღამით. იკვებებიან უხერხემლოებითა და თევზით. ტოფობენ წვიმის პერიოდში, მცირე ზომის ქვირითს ყრიან წყლით დაფარული ჭალების წყალმცენარეებზე. ადგილობრივი რეწვის ობიექტებია.[1]

  1. 1.0 1.1 Решетников Ю. С. Многопёрообразные // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 547.
  2. Froese, Rainer; Pauly, Daniel (eds.). Polypterida. FishBase (2011). ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2021