შინაარსზე გადასვლა

მორის გიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორის გიბი

მორის გიბი 1973 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მორის ერნესტ გიბი
დაბ. თარიღი 1949 დეკემბერი, 22
დაბ. ადგილი მენის კუნძული, ბრიტანეთი
წარმოშობა გაიზარდა:
მანჩესტერი, ინგლისი
საცხოვრებლად გადავიდა:
ბრისბენი, კუინზლენდი, ავსტრალია
გარდ. თარიღი 12 იანვარი, 2003 (53 წლის)
გარდ. ადგილი ფლორიდა, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, სოფტ როკი, დისკო, ფანკი
საქმიანობა სიმღერების ავტორი, მომღერალი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები
აქტიური 1958–2003
ლეიბლ(ებ)ი Polydor
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Rickenbacker 4001
ხელმოწერა
მორის გიბი ვიკისაწყობში

მორის ერნესტ გიბი (დ. 22 დეკემბერი, 1949 — გ. 12 იანვარი, 2003) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ცნობილი ჯგუფ ბი ჯიზის წევრობით.

ძმებთან, ბარი და რობინ გიბებთან ერთად მან დააარსა ჯგუფი ბი ჯიზი, რომელიც იქცა ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ მუსიკალურ კოლექტივად. მათი უმცროსი ძმა, ენდი, ასევე იყო მომღერალი. ტრიომ მოღვაწეობა ავსტრალიაში დაიწყო, მაგრამ წარმატების შემდეგ ინგლისში გადაინაცვლა.

გარდაიცვალა 2003 წლის 12 იანვარს ნაწლავის შემოგრეხვის გართულებების შედეგად.[1] რობინ გიბის გარდაცვალებამდე მისი ძმები კვლავ იყენებდნენ „ბი ჯიზის“ სახელს, მაგრამ შემდეგი ალბომი აღარ ჩაუწერიათ.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. CandiottI, Susan (16 January 2003). „Gibb autopsy cites twisted intestine“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 22 December 2010.
  2. D'Angelo, Joe. „Bee Gees Name To Be Retired, Robin Gibb Says“. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 10 December 2009.