შინაარსზე გადასვლა

მანქანათმშენებლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანქანათმშენებლობა — კლასიკური საინჟინრო დარგი და ინდუსტრიის ფუნდამენტი. მანქანათა გამოგონება, კონსტრუირება და შემდგომი აშენება მისი მთავარი დავალებებია. როგორც მეცნიებება ის ეფუძნება კლასიკურ ფიზიკას, განსაკუთრებულად კი მექანიკას. მისი სამშობლოა ინგლისი, სადაც 200 წლის წინ, სამრეწველო რევოლუციის პერიოდში, საფუძველი ჩაეყარა მის განვითარებას. თანამედროვე მანქანათმშენებლობა სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის ერთ–ერთი განმსაზღვრელი დარგია. სწორედ მისი საშუალებით მიმდინარეობს მსოფლიოს ეკონომიკის ტექნიკური მოდერნიზაცია.

დღევანდელი მანქანათმშენებელი სამრეწველო ინდუსტრია ურთულესი დარგთაშორისო კომპლექსია, რომელიც ასზე მეტ ქვედარგს აერთიანებს. მანქანათმშენებლობის დარგთა კომპლექსში შეიძლება გამოიყოს სამი მსხვილი შემადგენელი ნაწილი:

  • – მძიმე მანქანათმშენებლობა – სხვადასხვა სირთულის ჩარხების წარმოება, მრეწველობის სხვადასხვა დარგებისათვის საჭირო მოწყობილობების დამზადება და ა.შ.
  • – ელექტრონული მანქანათმშენებლობა და ელექტროტექნიკა.
  • – სატრანსპორტო და სოფლის მეურნების მანქანათმშენებლობა.

მსოფლიოში ჩამოყალიბდა მანქანათმშენებლობის ხუთი მსხვილი არეალი:

  1. დასავლეთ ევროპის რეგიონი – გერმანია გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და იტალია.
  2. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი – რუსეთის ევროპული ნაწილი, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი.
  3. ჩინეთი.
  4. იაპონია.
  5. აშშ, კანადა.

გარდა აღნიშნული რეგიონებისა, მანქანათმშენებლობის მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობენ ასევე ინდოეთი, მექსიკა, ბრაზილია, სამხრეთი კორეა და არგენტინა. მანქანათმშენებლობის პროდუქციის უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაა აშშ, რომელზეც მსოფლიოს მანქანათმშენებლობის მთელი წარმოების დაახლოებით 45% მოდის. დასავლეთ ევროპის „დიდი ოთხეულის“ პოტენციალია 36%, იაპონიისა კი 18%.

თავისი პოტენციალითა და განვითარების მაღალი დონით განვითარებული სამყაროს მანქანათმშენებლობის პროფილში ნათლად გამოიყო სამი მსხვილი დარგი:

  • საავიაციო–კოსმოსური მრეწველობა.
  • ავტომობილმშენებლობა.
  • ელექტროტექნიკა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]