ლეონიდ კანტოროვიჩი
ლეონიდ კანტოროვიჩი (რუს. Леонид Канторович; დ. 19 იანვარი, 1912, სანქტ-პეტერბურგი — გ. 7 აპრილი, 1986, მოსკოვი) — საბჭოთა მათემატიკოსი და ეკონომისტი. ხაზობრივი პროგრამირების ერთ-ერთი ავტორი. 1975 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში „რესურსების ოპტიმალური განაწილების თეორიაში შეტანილი წვლილისთვის“ (ტიალინგ კუპმანსთან ერთად). მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეონიდ კანტოროვიჩი დაიბადა 1912 წელს, ებრაელი ექიმ-ვენოროლოგის, ხაიმ (ვიტალი) კანტოროვიჩისა და დანტისტ პესი გირჩევნას ოჯახში. 1926 წელს ჩააბარა ლენინგრადის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, 4 წლის შემდეგ დაასრულა ბაკალავრიატი და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 1930-1939 წლებში იყო მასწავლებელი, ხოლო შემდეგ უკვე პროფესორი ლენინგრადის სამრეწველო მშენებლობის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1935 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი.
ძირითადი ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ვარიაციული აღრიცხვა“, 1933, ვლადიმერ სმირნოვთან და ვლადიმერ კრილოვთან ერთად.
- „ორგანიზაციის მათემატიკური მეთოდები და წარმოების დაგეგმარება“, 1939.
- „ინტეგრალების განსაზღვრა და ფურიეს მწკრივები“, 1940.
- „ალბათობის თეორია“, 1946.
- „ფუნქციონალური ანალიზი და გამოყენებითი მათემატიკა“, 1948.
- „ფუნქციონალური ანალიზი და გამოთვლითი მათემატიკა“, 1956.
- „ფუნქციონალური ანალიზი ნორმირებულ სივრცეებში“, 1959, გლებ აკილოვთან ერთად.
- „ოპტიმალური გადაწყვეტილებები ეკონომიკაში“, 1972, ალექსანდრ გორსტკოსთან ერთად.
- „მათემატიკა ეკონომიკაში: მიღწევები, სიძნელეები, პერსპექტივები“, 1975.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეონიდ კანტოროვიჩის ავტობიოგრაფია ნობელის პრემიის საიტზე
- ლეონიდ კანტოროვიჩის ბიოგრაფია სობოლევის მათემატიკის ინსტიტუტის საიტზე დაარქივებული 2006-07-26 საიტზე Wayback Machine.
- ნიჭი — ეს მეტისმეტად ცოტაა (ინტერვიუ კანტოროვიჩთან)
- ანატოლი ვერშიკი ლეონიდ კანტოროვიჩსა და წრფივ დაპროგრამებაზე
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Notable Economists // Infoplease
- ↑ http://www.nndb.com/cemetery/732/000208108/
- ↑ A. Kats Concerning a Fallacious Concept of Economic Calculations // Problems of Economic Transition: a journal of translations from Russian — M. E. Sharpe, Taylor & Francis, 1960. — Vol. 3, Iss. 7. — P. 42–52. — ISSN 1061-1991; 1557-931X; 0032-9436 — doi:10.2753/PET1061-1991030742
- ↑ 6.0 6.1 6.2 Czech National Authority Database
- ↑ 7.0 7.1 http://mi.mathnet.ru/smj1283 — გვ. 7.
- ↑ https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
- ↑ 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 9.11 9.12 9.13 9.14 9.15 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ JewishGen — 1987.
- Pages with image sizes containing extra px
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით
- ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში
- საბჭოთა ეკონომისტები
- საბჭოთა მათემატიკოსები
- დაბადებული 19 იანვარი
- დაბადებული 1912
- გარდაცვლილი 7 აპრილი
- გარდაცვლილი 1986