შინაარსზე გადასვლა

ლეიტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეიტე

სამარისა და ლეიტეს დამაკავშირებელი სან-ხუანიკოს ხიდი
გეოგრაფია
მდებარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
კოორდინატები 10°50′ ჩ. გ. 124°50′ ა. გ. / 10.833° ჩ. გ. 124.833° ა. გ. / 10.833; 124.833
ფართობი 7 367 კმ²
უმაღლესი წერტილი 1 332 მ
ალტოს მწვერვალი
აღმოსავლეთი ვისაიასი ლეიტე, სამხრეთი ლეიტე
დემოგრაფია
მოსახლეობა 2 626 970
სიმჭიდროვე 324.2 /კმ²
ეთნიკური ჯგუფები ვისაიანები

ლეიტე ― კუნძული ვისაიასის კუნძულთა ჯგუფში, ფილიპინებში. ფილიპინების მასშტაბით სიდიდით მერვე და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეექვსე კუნძულია. 2020 წლის აღწერით კუნძულზე 2 626 970 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა თევზჭერითაა დაკავებული. მოჰყავთ ბრინჯი და სიმინდი, ქოქოსი, თამბაქო, ბანანი, შარქის ლერწამი და სართავი ბანანი. კუნძულზე მანგანუმის დეპოზიტებია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქვიშაქვისა და კირქვის კარიერებია.[1]

პოლიტიკურად კუნძული ორ პროვინციად იყოფა: ჩრდილოეთ და სამხრეთ ლეიტედ. ტერიტორიულად სამხრეთი ლეიტე კუნძულ პანაონსაც მოიცავს. ლეიტეს ჩრდილოეთით კუნძული-პროვინცია ბილირანი მდებარეობს, რომელიც ლეიტეს ყოფილი ქვეპროვინცია იყო.

ლეიტეს მთავარი ქალაქებია: ტაკლობანი ― კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ლეიტეს ყურის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, და ორმოკი ― კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე.

ლეიტე ცნობილია ორმოკის მახლობლად მდებარე გეოთერმული ელექტროსადგურებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Leyte | island, Philippines“. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: October 22, 2018.