შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე VI (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე VI
Κωνσταντῖνος Ϛ΄

კონსტანტინე VI (ჯვრის მარჯვნივ) უძღვება ნიკეის მეორე საეკლესიო კრებას. ადრეული XI საუკუნის მინიატურა
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 780[1]
მმართ. დასასრული: 797
წინამორბედი: ლეონ IV
მემკვიდრე: ირინე ათენელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 771
გარდ. თარიღი: 797
მეუღლე: მარია ამინია
თეოდოტე
შვილები: ევფროსინე
ირინე
ლეონი
დინასტია: ისავრიელთა

კონსტანტინე VI (ძვ. ბერძნ. Κωνσταντῖνος Ϛ΄, დ. 14 იანვარი, 771 — გ. 797[1]) — ბიზანტიის იმპერატორი 780–797 წლებში. 776 წელს, მამამისის, ლეონ IV-ის სიცოცხლეშივე იგი მის თანამმართველად აკურთხეს.[2] მიუხედავად ამისა, იმპერიას რეალურად კონსტანტინეს დედა, ირინე მართავდა. კონსტანტინემ რეალური ძალაუფლების მოპოვება 790 წელს არმიის მხარდაჭერით შეძლო. ბულგარელებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, 797 წელს დედამისის ბრძანებით იგი შეიპყრეს, დააბრმავეს და დააპატიმრეს. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. ეს 805 წლამდე მოხდა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ჭრილობების შედეგად, დაბრმავებიდან მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია ირინეს მიერ დაარსებულ წმინდა ევფროსინეს მონასტერში.[3][4][5]

  • ასათიანი, ვალერი (2006). ბიზანტიური ცივილიზაცია. თბილისი. ISBN 99940-31-98-8. 
  • Cutler, Anthony; Hollingsworth, Paul A. (1991). „Constantine VI“. The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. pp. 501–502. ISBN 0-19-504652-8..
  • Garland, Lynda (1999). Byzantine Empresses: Women and Power in Byzantium, AD 527–1204. New York and London: Routledge. ISBN 978-0-415-14688-3. 
  • Treadgold, Warren (1997). A History of the Byzantine State and Society. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-2630-2. 
  • Dominique Barbe, Irène de Byzance: La femme empereur, Paris, 1990.
  1. 1.0 1.1 ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 488
  2. Хронография Феофана, год 6268 / 768 (776)
  3. Cutler & Hollingsworth (1991), pp. 501–502
  4. Treadgold (1997), p. 422
  5. Garland (1999), pp. 85–87, 260 (Note 67)
წინამორბედი:
ლეონ IV
ბიზანტიის იმპერატორი
780–797
შემდეგი:
ირინე ათენელი