შინაარსზე გადასვლა

კერხერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Alfred Kärcher SE & Co. KG
დასახელება Kärcher - კერხერი
ტიპი შ.პ.ს
დარგი დასუფთავების ტექნიკის მწარმოებელი
დაფუძნდა 2 იანვარი 1935;

89 წლის წინ (1935-01-02)

დამაარსებელი ალფრედ კერხერი
სათავო ოფისი ვინენდენი, გერმანია
მომსახურების არეალი
საერთაშორისო
პროდუქცია საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკა, მტვერსასრუტები, მაღალი წნევით რეცხვის აპარატები
დასაქმებულთა რაოდენობა
15,330 (2023)[1]
ვებსაიტი www.kaercher.com

https://karchershop.ge

Kärcher პროდუქცია მაღაზიაში (გერმანია)

Alfred Kärcher SE & Co. KG — გერმანული საოჯახო კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ოპერირებს და ცნობილია მაღალი წნევით რეცხვის აპარატებით, იატაკების საწმენდი მოწყობილობებით, დასუფთავების სისტემებით, ორთქლის აპარატებით, და მტვერსასრუტებით.

სათავო ოფისი გერმანიაში, ვინენდენში, მდებარეობს და აწარმოებს როგორც დასუფთავების აპარატებს, ასევე მისთვის საჭირო სხვა პროდუქციასაც. კომპანია ბაზრის ლიდერია დასუფთავების ტექნოლოგიაში და მსოფლიო მასშტაბით 15000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2022 წლის ანგარიშის მიხედვით კომპანიამ გაყიდა 13 მილიონზე მეტი აპარატი და ჰქონდა 3,1 მილიარდი ევრო (3,38 მილიარდი აშშ დოლარი) შემოსავალი. კერხერს 150 შვილობილი კომპანია აქვს 80 ქვეყანაში. 2020 წელს კერხერმა გახსნა ამერიკის სათაო ოფისი აურორაში, კოლორადოში.

ალფრედ კერხერმა (1901-59), გამომგონებლემა ბადენ-ვიურტემბერგიდან, თავისი კომპანია 1935 წელს დააარსა შტუტგარტ-ბად კანშტატში. დასაწყისში კერხერის სპეციალობა ინდუსტრიული წყალქვეშა გათბობის სისტემების/ელემენტების დიზაინი იყო (მაგ. მარილის ქარხნებში, სადაც წყლის გამათბობლები იყო საჭირო).

მრავალი ექსპერიმენტის შედეგად, კერხერმა შექმნა შენადნობების გამაგრების ღუმელი, ე.წ. "Kärcher Salt-Bath Furnace". 1945 წლამდე ამ ღუმელის დაახლოებით 1200 ერთეული გაიყიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია გერმანიის საჰაერო ძალებთან თანამშრომლობდა. 1950 წელს კერხერხმა გამოიგონა პირველი თანამედროვე წნევით რეცხვის აპარატი, DS 350. მას შემდეგ, კომპანიის ფოკუსი დასუფთავების აპარატებზე გადავიდა. აპარატურა განკუთვნილი იყო როგორც პროფესიონალებისთვის, ისე კერძო მომხმარებლებისთვის.

მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული, კერხერი ლიდერია მაღალი წნევით რეცხვის აპარატების დიზაინის შექმნასა და განვითარებაში. კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა და ახლა დასუფთავების მთელ სფეროს (საწმენდები, სარეცხი საშუალებები, საშრობები, მტვერსასრუტები, ელექტრო ცოცხები, ორთქლის საწმენდები, წყლის გამწმენდი სისტემები, და ა.შ.) მოიცავს. Kärcher ასევე აწარმოებს პომპებსა და ბაღის სარწყავ სისტემებს.

1974 წელს კომპანიის ფერი ლურჯიდან ყვითელზე შეიცვალა. იმავე წელს, ალფრედ კერხერის ქვრივის, ირენა კერხერის ხელმძღვანელობით, კომპანიამ აწარმოა HD 555, პირველი მაღალი წნევით რეცხვის აპარატი ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.

დღესდღეობით, ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია ოპერირებს ვინენდენიდან (შტუტგარტის მახლობლად) და ოფიციალურად წარმოდგენილია 160 ქვეყანაში და 100 შვილობილი კომპანიით მთელ მსოფლიოში. აწარმოებს როგორც კომერციული მასშტაბის დასუფთავების აპარატებს, ასევე აპარატურას რომელიც კერძო მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი.

კერხერი ფლობს ამერიკული ბრენდების Landa, Hotsy და Shark-ის მაღალი წნევით რეცხვის აპარატებს, Cuda-ს ნაწილების სარეცხ აპარატებს, Watermaze-ის წყლის გამწმენდი სისტემებს, Windsor Kärcher Group-ის იატაკის წმენდის აპარატებს და იტალიური კომპანია Hawk Pumps (Woma Pumps გერმანიაში). კერხერია როგორც ნატოს, ისე აშშ-ს სამხედრო ძალებისთვის დასუფთავების სისტემების ძირითადი მიმწოდებელი.

კონკურენტული ინოვაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშში, კერხერს მე-10 ადგილი ეკავა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ინდიკატორების სიაში, 47 რეგისტრირებული სამრეწველო დიზაინით ჰააგის სისტემაში 2020 წლის განმავლობაში. წლიდან წლამდე კერხერის პოზიციები გაუმჯობესდა - 2019 წელს მე-12 ადგილზე იყო, 35 ინდუსტრიული დიზაინით.

ზოგიერთ ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, მექსიკა, ესპანეთი და აშშ) სიტყვა “კერხერი” სინონიმურია მაღალი წნევით რეცხვის აპარატებთან, რომლებსაც გამოიყენებენ მანქანების, ველოსიპედების, ბაღის ავეჯის და მსგავსი აღჭურვილობის გასაწმენდად.

ფრანგმა პოლიტიკოსმა ნიკოლა სარკოზიმ ერთხელ განაცხადა, რომ ლა კურნიოვი, პარიზის გარეუბანი, სადაც ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით "გაიწმინდება კერხერით" (nettoyer la cité au Kärcher) - გულიხმობდა, რომ ყველა დამნაშავე და კანონდარმღევი უნდა მოშორდეს, “გამორეცხოს”. ეს კომენტარი თავის დროზე ძალზე საკამათო გახდა, რადგან ბევრი ფრანგისთვის მსგავსი გარეუბნები ემიგრანტებთან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აფრიკელებთან ასოცირდება.

სარკოზის მიერ “კერხერის” ამ კონტექსტში გამოყენებამ იგი უნებლიედ ზმნად აქცია: “დაკერხერება”. მაგ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟან-მარი ლე პენმა განუცხადა არჟენტილის მაცხოვრებლებს, მათ შორის ბევრ ემიგრანტს, რომ “მაშინ როდესაც ზოგიერთს სურს თქვენი დაკერხერება, თქვენი მოშორება, ჩვენ გვინდა ამ გეტოებიდან თავის დაღწევაში დაგეხმაროთ“. საპასუხოდ, Kärcher France-მა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველა კანდიდატს გაუგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც თხოვდა მათ არ გამოეყენებინათ კომპანიის სახელი მსგავს კონტექსტში. კომპანიამ ასევე გაზეთებში გაავრცელა რეკლამები, რომ ემიჯნებოდა მსგავს შენიშვნებს.

კულტურის სპონსორობის პროგრამის ფარგლებში, კერხერმა დააფინანსა 90-ზე მეტი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა კულტურულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობები. მათ შორის ინდონეზიის ეროვნული მონუმენტი ჯაკარტაში (2014), ლონდონის თვალი (ეშმაკის ბორბალი) ლონდონში (2013), ლორელეის ამფითეატრი სანქტ-გოარჰაუსენში და სატელევიზიო კოშკი N Seoul Tower სეულში (2011), სპეის ნიდლის კოშკი სიეტლში (2008), პრეზიდენტთა პროფილები რაშმორის მთაზე (2005), მემნონის კოლოსი ლუქსორში (2003), კოლონადები წმ. პეტრეს ტაძრის მოედანზე ვატიკანში (1998), ბრანდერბურგის კარიბჭე ბერლინში (1990), თავისუფლების ქანდაკება ნიუ იორკში (1985) და ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში (1980).

კერხერი იყო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისა და 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის დასუფთავების აღჭურვილობის ოფიციალური მიმწოდებელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]