კეიტ ჰადსონი
Kate Hudson | |
---|---|
დაბადების სახელი | კეიტ გერი ჰადსონი |
დაბადების თარიღი |
19 აპრილი, 1979 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მწერალი, ბიზნესმენი |
აქტიური | 1996–დღემდე |
მეუღლე(ები) | კრის რობინსონი (იქ. 2000; განქ. 2007) |
პარტნიორ(ებ)ი |
მეთიუ ბელამი (2010-2014) დენი ფუჯიკავა (2016-დღემდე) |
მშობლები |
მამა: ბილ ჰადსონი დედა: გოლდი ჰოუნი |
კეიტ გერი ჰადსონი (ინგლ. Kate Garry Hudson; დ. 19 აპრილი, 1979)[1] — ამერიკელი მსახიობი, მწერალი და ბიზნესმენი.
დაიბადა 1979 წლის 19 აპრილს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ოსკარის მფლობელი მსახიობის, გოლდი ჰონისა და მომღერალ ბილი ჰადსონის ოჯახში.[1] 18 თვის იყო იგი, როდესაც დედ-მამა ერთმანეთს გაეყარნენ. კეიტი და მისი უფროსი ძმა, ოლივერ ჰადსონი დედამ და მისმა მეგობარმა მამაკაცმა მსახიობმა, კურტ რასელმა გაზარდეს.[2]
1997 წელს ჰადსონმა დაამთავრა კროსროუდის კოლეჯი, თუმცა მან ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლას სამსახიობო კარიერა არჩია.[2]
მისი დებიუტი კინოში შედგა 1998 წელს, დრამატულ ფილმში „Desert Blue“. სახელი გაითქვა ფილმით „თითქმის ცნობილი“ (2000), რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“ (2003), „მოდური დედიკო“ (2004), „სხვენის გასაღები“ (2005), „მე, შენ და დიუპრე“ (2006), „სულელების ოქრო“ (2008), „პატარძლების ომი“ (2009), „ცხრა“ (2009), „დიფვოთერ ჰორიზონი“ (2016), „დედის დღე“ (2016) და „მარშალი“ (2017).
2013 წელს ჰადსონმა, რამდენიმე ადამიანთან ერთად დააარსა კომპანია Fabletics, რომელიც დაკავებულია ქალის სპორტული სამოსის გაყიდვებით.[3][4]2016 წელს გამოსცა პირველი წიგნი „Pretty Happy: Healthy Ways to Love Your Body“,[5] ხოლო 2017 წელს მეორე წიგნი — „Pretty Fun: Creating and Celebrating a Lifetime of Tradition“.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1997 | ს | ჩვენ ხუთნი | Party of Five | კორი |
1997 | ს | — | EZ Streets | ლორეინ კეჰილი |
1998 | ფ | — | Desert Blue | სკაი დეივიდსონი |
1999 | ფ | 200 სიგარეტი | 200 Cigarettes | სინდი |
2000 | ფ | დოქტორი T და მისი ქალები | Dr. T & the Women | დი დი ტრევისი |
2000 | ფ | თითქმის ცნობილი | Almost Famous | პენი ლეინი |
2000 | ფ | ჭორი | Gossip | ნაომი პრესტონი |
2000 | ფ | ადამის შესახებ | About Adam | ლუსი ოუენსი |
2001 | ფ | — | The Cutting Room | კრისი კემპბელი |
2002 | ფ | ოთხი ბუმბული | The Four Feathers | ეთნა იუსტასი |
2003 | ფ | გაყრა | Le Divorce | იზაბელ უოლკერი |
2003 | ფ | ალექსი და ემა | Alex & Emma | ემა |
2003 | ფ | როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში | How to Lose a Guy in 10 Days | ენდი ანდერსონი |
2004 | ფ | მოდური დედიკო | Raising Helen | ჰელენ ჰარისი |
2005 | ფ | სხვენის გასაღები | The Skeleton Key | კეროლაინ ელისი |
2006 | ფ | მე, შენ და დიუპრე | You, Me and Dupree | მოლი პიტერსონი |
2008 | ფ | სულელების ოქრო | Fool's Gold | ტეს ფინინგამი |
2008 | ფ | საუკეთესო მეგობრის შეყვარებული | My Best Friend's Girl | ალექსი |
2009 | ფ | პატარძლების ომი | Bride Wars | ლივ ლერნერი |
2009 | ფ | ცხრა | Nine | სტეფანი |
2010 | ფ | მკვლელი ჩემში | The Killer Inside Me | ემი სტენტონი |
2011 | ფ | სამოთხის ნაწილი | A Little Bit of Heaven | მარლი კორბეტი |
2011 | ფ | საქმრო ქირით | Something Borrowed | დარსი |
2012–2013 | ს | კლუბი | Glee | კასანდრა ჯული |
2013 | ფ | უნებლიე ფუნდამენტალისტი | The Reluctant Fundamentalist | ერიკა |
2013 | ს | სუფთა ისტორია | Clear History | რონდა |
2014 | ფ | ნეტავ აქ ვყოფილიყავი | Wish I Was Here | სარა ბლუმი |
2014 | ფ | კარგი ხალხი | Good People | ამა რაიტი |
2015 | ფ | როკი აღმოსავლეთში | Rock the Kasbah | მერსი |
2016 | ანფ | კუნგ-ფუ პანდა 3 | Kung Fu Panda 3 | მეი მეი |
2016 | ფ | დედის დღე | Mother's Day | ჯესი |
2016 | ფ | დიფვოთერ ჰორიზონი | Deepwater Horizon | ფელიცია უილიამსი |
2017 | ფ | მარშალი | Marshall | ელეანორ სტრაბინგი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კეიტ ჰადსონი“ ვიკისაწყობში.
- კეიტ ჰადსონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კეიტ ჰადსონი — Rotten Tomatoes
- კეიტ ჰადსონი — People
- კეიტ ჰადსონი — Hello Magazine
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Kate Hudson Biography (1979–). FilmReference.com. ციტირების თარიღი: July 12, 2010.
- ↑ 2.0 2.1 „Kate Hudson finds success fun, but hard earned“. China Daily. 13 ივლისი, 2006. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Gina Hall. (May 8, 2014) Kate Hudson throws down against Lululemon. American City Business Journals. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015.
- ↑ Kilcooley-O'Halloran, Scarlett. (August 22, 2014) Kate Hudson: Giving Women What They Want. Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2015. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015.
- ↑ Hudson, Kate (2016). Pretty Happy: Healthy Ways to Love Your Body. HarperCollins. ISBN 978-0-06-243424-1.