კამილო ხოსე სელა
კამილო ხოსე სელა (დ. 11 მაისი, 1916 ქ. პადრონი — გ. 17 იანვარი, 2002) — ესპანელი რომანისტი, პოეტი და ესეისტი, ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი, სერვანტესის პრემიის ლაურეატი. მიიჩნევა თანამედროვე ესპანური ლიტერატურის კლასიკოსად. 1989 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი მდიდარი და ძლიერი პროზისთვის, რომელიც ფარული თანაგრძნობით წარმოაჩენს ადამიანის დაუცველობას“.[23]
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი „პასკუალ დუარტეს ოჯახი“[24] და მოთხრობა „არტისტების კაფე“.[25]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამილო ხოსე სელა 1916 წლის 11 მაისს ქალაქ პადრონში, ლა-კორუნიის პროვინციაში დაიბადა. მამამისი, კამილო სელა ფერნანდესი გალისიელი იყო. იგი საბაჟოზე მსახურობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. სელას დედას, კამილა ტრულოკას ინგლისური და იტალიური წარმოშობა ჰქონდა. მათი ოჯახი 1921 წლიდან ვიგოში ცხოვრობდა, 1925 წლიდან კი მადრიდში გადავიდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სელა მადრიდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მედიცინას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და სამართალს ეუფლებოდა.
1931 წელს სელას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. სანატორიუმში მკურნალობისას იგი მუშაობდა რომანზე „Pabellón de repos“.[26]
1935 წელს სელამ არგენტინულ ჟურნალში ავტობიოგრაფიული ჩანაწერი და რამდენიმე ლექსი გამოაქვეყნა.
სელამ 1936 წელს დაწერა ლექსების პირველი კრებული, რომელიც 1945 წელს გამოიცა.
1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო. სელას პოლიტიკური შეხედულებები კონსერვატიული იყო. იგი არმიაში ჩაირიცხა. მალევე, სამხედრო სამსახურის შესრულებისას სელა დაიჭრა და ქალაქ ლოგრონოში მკურნალობდა.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელამ პირველი რომანი „პასკუალ დუარტეს ოჯახი“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა, 1942 წელს არგენტინაში გამოაქვეყნა. ესპანეთში რომანი 1946 წელს გამოქვეყნდა, რადგან თავდაპირველად ესპანურმა ცენზურამ იგი ძალადობის სცენების გამო აკრძალა.[27] „პასკუალ დუარტეს ოჯახი“ ალეგორიულად ასახავს ესპანეთის ომის შემდგომ მდგომარეობას და ყველაზე პოპულარული ესპანური რომანია დონ კიხოტის შემდეგ.
1943 წელს ხოსე ესპანეთის ცენზორი გახდა,[28] რაც ირონიულია, რადგან მისი ნამუშევრები ესპანური ცენზურის მიერ იკრძალებოდა. მათ შორისაა რომანი „La colmena“, რომელიც 1951 წელს ბუენოს-აირესში გამოქვეყნდა. რომანი ფრაგმენტული ქრონოლოგიური ხაზითა და პერსონაჟთა სიმრავლით გამოირჩევა;[29] მასში იგრძნობა ესპანელი რეალისტი მწერლების, მათ შორის მიგელ დე სერვანტესისა და ბენიტო პერეს გალდოსის, ასევე თანამედროვე ინგლისური და ფრანგულენოვანი ლიტერატურის წარმომადგენლების, მათ შორის ჯეიმზ ჯოისისა და ჟან-პოლ სარტრის გავლენა. რომანს სარკასტული, ხშირად გროტესკული რეალიზმი ახასიათებს.
ასევე სელას ცნობილი რომანებია „San Camilo, 1936“, “Cristo versus Arizona“ და გალისიური ტრილოგია: „Mazurca para dos muertos“ (მაზურკა ორი მკვდარი ადამიანისთვის), „La cruz de San Andrés“ (წმ.ანდრიას ჯვარი), „Madera de boj“ (ბოქლომი).[29]
სელა მეგობრობდა ერნესტ ჰემინგუეისთან.[27] ამ უკანასკნელს მან „ესპანური ამბები. უსინათლოები და სულელები“ მიუძღვნა.
85 წლის მწერალი გულის შეტევის შედეგად 2002 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა მადრიდში.[27]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წლის 26 მაისს სელა ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი გახდა. 1987 წელს მას ასტურიის პრინცესას პრემია გადაეცა. 1989 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში „მისი მდიდარი და ძლიერი პროზისთვის, რომელიც ფარული თანაგრძნობით წარმოაჩენს ადამიანის დაუცველობას“.[23] 1994 წელს ესპანური ლიტერატურული პრემია, პლანეტა მიენიჭა[30], ხოლო 1995 წელს მიგელ დე სერვანტესის პრემია გადაეცა.
1996 წელს ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა სელას მარკიზის ტიტული უბოძა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კამილო ხოსე სელა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კამილო ხოსე სელა — Find a Grave-ზე
- BBC obituary
- კამილო ხოსე სელა — The Guardian
- კამილო ხოსე სელა ნობელის პრემიის ოფიციალურ საიტზე
- კამილო ხოსე სელას ფონდი დაარქივებული 2020-04-13 საიტზე Wayback Machine.
- კამილო ხოსე სელას ბიოგრაფია (ესპანური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118667629 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 Babelio — 2007.
- ↑ 6.0 6.1 Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Села Камило Хосе // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 13.0 13.1 Premio Planeta Ganadores
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1989/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ http://dogc.gencat.cat/ca/pdogc_canals_interns/pdogc_resultats_fitxa/?action=fitxa&documentId=36189
- ↑ http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154&list=1
- ↑ http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154
- ↑ http://www.usc.es/es/info_xeral/honoris/
- ↑ https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
- ↑ https://www.premioplaneta.es/historia/ganadores.html
- ↑ https://www.culturaydeporte.gob.es/cultura/libro/premios/listado-de-premios/premios-nacionales/literatura-narrativa/ultima-convocatoria.html
- ↑ 23.0 23.1 nobel prize in literature 1989.
- ↑ პასკუალე დუარტეს ოჯახი — გამომცემლობა ინტელექტი.
- ↑ არტისტების კაფე — მსოფლიოს რჩეული მოთხრობები.
- ↑ Eaude, Michael. (2002-01-18) Obituary: Camilo José Cela. ციტირების თარიღი: 2016-07-13
- ↑ 27.0 27.1 27.2 BBC obituary
- ↑ El censor censurado; cien añ0s de Camilo José Cela
- ↑ 29.0 29.1 Camilo José Cela - Britannica.
- ↑ Camilo José Cela. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-06. ციტირების თარიღი: 2020-06-26.
|