იუკიო ჰატოიამა
იუკიო ჰატოიამა (იაპ. 鳩山由紀夫; დ. 11 თებერვალი, 1947, ტოკიო) — იაპონელი პოლიტიკოსი, იაპონიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი 2010 წლამდე და წარმომადგენელთა პალატაში ჰოკაიდოს IX ოლქის წარმომადგენელი. 2009 წლის სექტემბერიდან 2010 წლის ივნისამდე ეჭირა იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰატოიამა ყოფილი პრემიერ-მინისტრი იტირო ჰატოიამას შვილიშვილი და ყოფილი საგარეო მინისტრი ლიჩირო ჰატოიამას ვაჟია. დედამისი ჰასუკო არის შოძირო იშიბაშის, ბრიჯსტოუნის კორპორაციის დამფუძნებლის, ქალიშვილი. ის და მისი ძმა კუნიო ჰატოიამა მეოთხე თაობის პოლიტიკოსები არიან ჰატოიამას ოჯახში. დამთავრებული აქვს ტოკიოს უნივერსიტეტი. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი საინჟინრო მართვაში სტენფორდის უნივერსისტეტში მიიღო.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰატოიამა კენჭს ჰოკაიდოს 38-ე ოლქში იყრიდა და წარმომადგენელთა პალატაში მოხვდა 1986 წელს მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მანდატით. 1993 წელს მან ლდპ დატოვა და ახალი პარტია საკიგაკე ჩამოაყალიბა ნაოტო კანთან, მასაიოში ტაკემურასა და შუჰეი ტანაკასთან ერთად. ის და კანი შემდეგ ახლადშექნილ იაპონიის დემოკრატიულ პარტიაში გადავიდნენ.
მოგვიანებით ის იდპ-ს მეთაური გახდა და ოპოზიციის ლიდერი იყო 1999-2002 წლებში. 2002 წელს გადადგა იჩირო ოზავას ლიბერალურ პარტიასთან გაერთიანებით გამოწვეული გაუგებრობის გამო. ის იდპ-ს გენერალური მდივანი იყო, სანამ ოზავას შეცვლიდა პარტიის ლიდერის პოსტზე, ამ უკანასკნელის 2009 წლის 11 მაისს გადადგომის შემდეგ. პარტიის წარმომადგენლებმა ის 2009 წლის 16 მაისს აირჩიეს 124 ხმით (სულ 219 ხმიდან), რომლის დროსაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე კაცუია ოკადა იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Itoh, Mayumi (2003). The Hatoyama Dynasty: Japanese Political Leadership through the Generations. New York: Palgrave Macmillan. ISBN 1-403-96331-2, ISBN 978-1-403-96331-4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website (იაპონური)
- Official Twitter account (იაპონური)
- Yuai Youth Association Official website: "Yuai" for Understanding; Origin of Yuai idea (ინგლისური), (იაპონური)
წინამორბედი: ტარო ასო |
იაპონიის პრემიერ-მინისტრი 2009-2010 |
შემდეგი: ნაოტო კანი |