შინაარსზე გადასვლა

ისიქ-ქოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისიქ-ქოლი
ყირგ. Ысык көл Issık Köl
კოორდინატები: 42°30′00″ ჩ. გ. 77°30′00″ ა. გ. / 42.50000° ჩ. გ. 77.50000° ა. გ. / 42.50000; 77.50000
მდებარეობა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1,607 
სიგრძე 182 კმ
სიგანე 60 კმ
ფართობი 6,236 კმ²
მოცულობა 1,738 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 688 კმ
საშუალო სიღრმე 270 
მაქსიმალური სიღრმე 668 
ისიქ-ქოლი — ყირგიზეთი
ისიქ-ქოლი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ისიქ-ქოლი (ყირგ. Ысык көл Issık Köl, თურქ. Issık Göl , რუს. Иссык-Куль, ჩინ.: 熱海) — ტბა ჩრდილოეთ ტიან-შანში. იგი არის მსოფლიოში ოცდამესამე ტბა ფართობის მიხედვით, ხოლო მესამე ცენტრალურ აზიაში. ისიქ-ქოლი მოქცეულია ყირგიზეთის მყინვარებსა და მაღალი სიმაღლის მთებს შორის, ამის მიუხედავად ტბა არასოდეს არ იყინება, ყირგიზულ ენაზე ამ ადგილის სახელი „ცხელ ტბას“ ნიშნავს.[1] ტბის სიახლოვეს აღმოჩენილია უძველესი ნასახლარები. ისიქ-ქოლის ტბის სიგრძე შეადგენს 182 კილომეტრს, სიგანე 60 კმ-ს, ფართობი კი 6.236 კვადრატულ კილომეტრს. უდიდესი სიღრმე 668 მ.[2] ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 1,607 მეტრზე, მისი სიღრმე შეადგენს 668 მეტრს. ტბაში დაახლოებით 150 მდინარე ჩაედინება, მათგან უმნიშვენელოვანესია მდინარე ჩუ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Русско-киргизский словарь. Орусча-кыргызча сөздүк. Под ред. Орузбаевой В. О. Редакция Киргизской советской энциклопедии. Фрунзе. 1988
  2. International Lake Environment Committee Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-09-06. ციტირების თარიღი: 2011-08-28.