გარეთა მონღოლეთი
გარეთა მონღოლეთი — მანჩუს მიერ მართული ჩინური ცინგის დინასტიის ტერიტორიის სახელწოდება 1691 წლიდან 1911 წლამდე. გარეთა მონღოლეთი დღევანდელი დამოუკიდებელი მონღოლეთის სახელმწიფოსა და რუსეთის ტუვას რესპუბლიკის შემადგენლობაში იმყოფება. ისტორიულმა რეგიონმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ცინგის დინასტიისგან სინხაის რევოლუციის დროს.
მაშინ, როცა ცინგის დინასტიის დროს გარეთა მონღოლეთის ადმინისტრაციული რეგიონი შედგებოდა მხოლოდ ოთხი ხალხას აიმაგისგან (სეცენ ხან აიმაგი, თუშეეტ ხან აიმაგი, საინ ნოინ ხან აიმაგი და ზასაგტ ხან აიმაგი), ცინგის დინასტიის მოგვიანო პერიოდში, „გარეთა მონღოლეთი“ ასევე გამოიყენებოდა ხალხასა და იორათის რეგიონების ერთობლივი სახელწოდების, ისევე როგორც პირდაპირ მართული ტანნუ ურიანხაის აღსანიშნავად.
მონღოლეთის ტერიტორია 蒙古地方 ᠭᠠᠳᠠᠭᠠᠳᠤ ᠮᠣᠩᠭ᠋ᠣᠯ | |||||
ჩინეთის რესპუბლიკის ტერიტორია | |||||
| |||||
მონღოლეთის ტერიტორიის ადგილმდებარეობა, როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ნაწილი (მხოლოდ პრეტენზიის სახით).
| |||||
დედაქალაქი | ულან-ბატორი | ||||
პოლიტიკური სტრუქტურა | ჩინეთის რესპუბლიკის ტერიტორია | ||||
ისტორია | |||||
- | შეიქმნა | 1691 წ. | |||
- | გაუქმდა | 1911 წ. | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ჩინეთი ∟ შიდა მონღოლეთი მონღოლეთი რუსეთი ∟ ტუვა |
მოგვიანებით, რეგიონის უმერესობაზე პრეტენზია გამოაცხადა ჩინეთის რესპუბლიკამ (1912–1949 წწ.), რომელმაც ცინგის იმპერატორის გადადგომის განკარგულებაში, ცინგის ტერიტორიების ერთიან სახელწმფოში შეყვანის კანონიერი უფლება მოიპოვა. ამას ეწოდა „მონღოლეთის ტერიტორია“, რათა განესხვავებით ის „გარეთა მონღოლეთისგან“.[1][2][3] თუმცა, გარეთა მონღოლეთის უმეტესი ნაწილი იმყოფებოდა ბოგდის სახანოს კონტროლქვეშ და, ძირითადად, საერთაშორისოდ არ იყო აღიარებული. ჩინეთის რესპუბლიკამ ხანმოკლე დე-ფაქტო მართველობა დაამყარა რეგიონის უმეტესობაზე 1919 წლიდან 1921 წლამდე. მას შემდეგ, რაც მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსდა 1924 წელს, ჩინეთის დე-იურე ეროვნულმა მთავრობამ აღიარა მონღოლეთის დამოუკიდებლობა საბჭოთა ზეწოლის პირობებში 1946 წელს,[4] თუმცა, ეს აღიარება მოგვიანებით გააუქმა კუომინტანგის მთავრობამ 1953 წელს, რომელმაც ტაივანში ჩინელი კომუნისტების საბჭოთა კავშირის მხარდაჭერის გამო უკან დაიხია.[5] 1949 წლიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ განაგრძო მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარება და მონღოლეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაამყარა.[6]
სახელწოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება „გარეთა მონღოლეთი“ უპირისპირდება შიდა მონღოლეთს, რომელიც შეესაბამება ჩინეთში შიდა მონღოლეთის რეგიონს. შიდა მონღოლეთს ეწოდა ეს სახელი, რადგან მას უფრო პირდაპირ მართავდა ცინგის სასამართლო; ხოლო გარეთა მონღოლეთს (რომელიც დედაქალაქ პეკინიდან შორს მდებარეობდა) ცინგის იმპერიის ფარგლებში უფრო დიდი ავტონომია ჰქონდა.[7]
არსებობს სამი ალტერნატიული ტერმინი, მათ შორის, არ მონღოლი, მობეის მონღოლი და გარეთა მონღოლეთი.
არ მონღოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი არ მონღოლი ან მობეის მონღოლი (ჩინ. 漠北蒙古; ფინინი: Mòběi Měnggǔ; ლიტ. 'უდაბნოს მონღოლეთის ჩრდილოეთი') ჩინურ და მონღოლურ ენებში ზოგჯერ გამოიყენება ჩრდილოეთ მონღოლეთის აღსანიშნავად მაშინ,[8] როდესაც აჩვენებენ სამხრეთ მონღოლეთისგან განსხვავებას. ეს კეთდება იმისთვის, რომ ცინგის მმართველობის ისტორიის იგნორირება მოხდეს, რათა უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს გეოგრაფიულ ერთობაზე, ან მონღოლთა პლატოზე მონღოლებით დასახლებული რეგიონების განსხვავებულობაზე. ასევე, არსებობს ინგლისური ტერმინი: ჩრდილოეთ მონღოლეთი.[9]
არ მონღოლი ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს მონღოლეთის აღსანიშნავად სინქრონული თვალსაზრისით.[10]კერძოდ, მონღოლურ ენაში სიტყვა ar აღნიშნავს რაღაცის უკანა მხარეს, რომელიც ნებისმიერი სივრცული ერთეულის ჩრდილოეთ მხარეს გაფართოვდა. მაგალითად, ეს შეიძლება ნიშნავდეს მთას ან იურტს. სიტყვა öbür აღნიშნავს მთის წინა/სამხრეთ (და ამით დაცულ) მხარეს.[11] ასე რომ, განსხვავება სამხრეთ მონღოლეთსა და მონღოლეთის სახელმწიფოს შორის წარმოადგენს მეტაფორას, როგორც მთის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეებს შორის განსხვავებას.
მობეის მონღოლისგან განსხვავებით (ჩინ.: 漠北蒙古), ასევე არის მონანის მონღოლი (ჩინ. 漠南蒙古; ფინინი: Mònán Měnggǔ; ლიტ. 'უდაბნოს მონღოლეთის სამხრეთი'), უხეშად გულისხმობს რეგიონს, რომელიც ამჟამად სამხრეთ მონღოლეთის სახელითაა ცნობილი.
თანამედროვე მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღესდღეობით, „გარეთა მონღოლეთი“ ზოგჯერ არაფორმალურად გამოიეყენება მონღოლეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღსანიშნავად. მონღოლეთსა და ჩინეთის შიდა მონღოლეთს შორის დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, ზოგადად, ჩინური წყაროები მონღოლეთს უწოდებენ „მონღოლეთის სახელმწიფოს“ (ჩინ. 蒙古国; ფინინი: Měnggǔ Guó); ეს არის მონღოლეთის სახელის ოფიციალური თარგმანი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს მთელ მონღოლურ რეგიონს.
„გარეთა მონღოლეთი“ ხანდახან ასევე ინგლისურ ენაში სასაუბრის დროსაც გამოიყენება, როგორც ძალიან შორს მდებარე ადგილის აღმნიშვნელი ჰიპერბოლის სახით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Esherick, Joseph; Kayali, Hasan; Van Young, Eric (2006). Empire to Nation: Historical Perspectives on the Making of the Modern World. Rowman & Littlefield Publishers.
- ↑ Zhai, Zhiyong (2017). 憲法何以中國. City University of HK Press, გვ. 190. ISBN 9789629373214. ციტირების თარიღი: 21 July 2021..
- ↑ Gao, Quanxi (2016). 政治憲法與未來憲制, გვ. 273. ISBN 9789629372910. ციტირების თარიღი: 23 June 2021.
- ↑ Friters, Gerard M. (1974). Outer Mongolia and its International Position. New York: Octagon Books. JSTOR 211232.
- ↑ Taiwan Veto Likely; Taipei Regime May Again Bar Outer Mongolia From U.N.. The New York Times (22 April 1961). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 July 2018. ციტირების თარიღი: 5 February 2008.
- ↑ "China-Mongolia Boundary". International Boundary Study (173) (PDF). The Geographer, Bureau of Intelligence and Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-16. ციტირების თარიღი: 2008-06-16.
- ↑ The Cambridge History of China, volume 10, p. 49.
- ↑ cf.
- ↑ Bulag, Uradyn (1998). Nationalism and Hybridity in Mongolia. Clarendon Press, გვ. 179–180.
- ↑ Bawden, Charles (1997): Mongolian-English dictionary. London: Kegan Paul. Page 23.
- ↑ cf.