შინაარსზე გადასვლა

არიფ მარდინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არიფ მარდინი
250
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 მარტი, 1932(1932-03-15)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი სტამბოლი[1]
გარდ. თარიღი 25 ივნისი, 2006(2006-06-25)[6] [1] [2] [7] [3] [4] [5] (74 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი[1]
დასაფლავებულია Karacaahmet Cemetery
არიფ მარდინი ვიკისაწყობში

არიფ მარდინი (დ. 15 მარტი, 1932, ისტამბული, თურქეთი — გ. 25 ივნისი, 2006, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — თურქი-ამერიკელი მუსიკის პროდიუსერი. იგი განსხვავებული სტილის (ჯაზი, როკი, სოული, დისკო და ქანთრი) ასობით სხვადასხვა ხელოვანთან მუშაობდა. იგი Atlantic Records-ისთვის 30 წლის განმავლობაში (როგორც პროდიუსერი, სტუდიოს მენეჯერი ვიცე პრეზიდენტი) მუშაობდა.[8] მუშაობდა Queen-ის, ბი ჯიზისთან, ჰოლ & ოატესთან, ანიტა ბაკერთან, არეთა ფრანკლინთან, დიონე ვარვიკთან, დონი ჰასავეისა & რობერთა ფლაკთან, ბეტე მიდლერთან, ჩაკა ხანთან, ლაურა ნუროსთან, ფილ კოლინსთან, დანიელ როდრიგესთან და ნორაჰ ჯონსთან.[9] მარდინს მიენიჭა თერთმეტი გრემის ჯილდო.

მარდინი დაიბადა ისტამბულში, ცნობილ ოჯახში, რომლებშიც შედიოდნენ ოსმალეთის იმპერიისა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მოხელეები, დიპლომატები და ლიდერები სამოქალაქო, სამხედრო და ბიზნეს სექტორში. მისი მამა ნავთობის ბენზინგასამართი სადგურების ქსელის თანამფლობელი იყო.

მისი დის მეშვეობით იგი შეხვდა ჯაზის კრიტიკოს კუნეიტ სერმეტს, რომელმაც მარდინი თავიდან ამ მუსიკით დააინტერესა ხოლო შემდგომ მისი მენტორიც გახდა. სტამბოლის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და კომერციის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, მარდინი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა. საკუთარი დის მუსიკის ჩანაწერებისა და ჯაზის გავლენით, იგი აგრეთვე იყო წარმატებული არანჟერი და ორკესტის შემსრულებელი, თუმცა რასოდეს ფიქრობდა საკუთარი კარიერის მუსიკასთან დაკავშირებას.

თუმცა, მისი ბედი შეიცვალა 1956 წელს, მას შემდეგ, რაც ანკარაში გამართულ კონცერტზე ამერიკელი ჯაზის მუსიკოსებს დიზი გილესპსსა და კვინსი ჯონსს შეხვდა. მან სამი დემო კომპოზიცია გაუგზავნა თავის მეგობარ ტაჰირ სურს, რომელიც მუშაობდა რადიოსადგურზე (ამერიკაში). სურამ ეს კომპოზიციები ქვინი ჯონსს მიუტანა და მარტინი, ბერკლის მუსიკის კოლეჯში (ბოსტონში), ქვინი ჯონსის სტიპენდიის პირველი მიმღები გახდა. 1958 წელს ის და მისი საცოლე ლატიფი სტამბოლიდან ბოსტონში გადავიდნენ. 1961 წელს სწავლის დასრულების შემდეგ, იგი ბერკლეში ერთი წელი ასწავლა, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა რათა საკუთარი იღბალი გამოეცადა. მოგვიანებით, არიფ მარდიანი ბერკლის „რწმუნებული“ გახდა და საპატიო დოქტორანტის ჯილდო მიიღო.

არიფ მარდინი გარდაიცვალა 2006 წლის 25 ივნისს, საკუთარ სახლში, ნიუ-იორკში, პანკრეასის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.[10] 2006 წლის 5 ივლისს, მისი ნეშტი თურქეთში ჩაიტანეს და სტამბოლის ისკადარის რაიონში კარაკაჰმეტის სასაფლაოზე დაასვენეს. მის დარკძალვას, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად დაესწი ბი ჯიზის სოლისტი რობინ გიბი და მისი მეუღლე (დვინა).[11]

არიფის მეუღლე, რაფიტი (1924-2013), დრამატურგი იყო. მეორე ქალიშვილი, ნაზან ჯოფრე, ძმასთან ერთად მუშაობს. ჯო მარდინმა შექმნა დოკუმენტური ფილმი მამის შესახებ, სახელწოდებით The Great Ears in Town: The Arif Mardin Story, რომელიც 2010 წლის 15 ივნისს გამოვიდა. დოკუმენტური ფილმის რეჟისორი დუგ ბირო იყო. პირველი ჩვენება გაიმართა ნიუ იორკში, 2010 წლის 15 ივნისს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #132108097 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Encyclopaedia Metallum — 2002.
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/5118188.stm
  7. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  8. LM_Arif MARDIN_biography. ციტირების თარიღი: 2019-10-30
  9. Arif Mardin: Tales from the Recording Studio en. ციტირების თარიღი: 2019-10-30
  10. Cartwright, Garth. (June 27, 2006) Obituary: Arif Mardin. ციტირების თარიღი: December 3, 2017.
  11. Yilmaz, Gözde; Gamze Tufekci (2006-07-06). „Mardin’in cenazesinde bir Bee Gees“. Hürriyet. ციტირების თარიღი: 2008-07-26.